არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4804
EUR
1 EUR
2.9708
RUB
100 RUB
4.3075
23-09-2017
ეკა აბაშიძის ოჯახი მზად არის, ვან დეიკის ნახატის დაბრუნების შემთხვევაში, ტილო ჰოლანდიას გადასცეს
16:38 09-01-2016
ეკა აბაშიძის ოჯახი მზად არის, ვან დეიკის ნახატის დაბრუნების შემთხვევაში, ტილო ჰოლანდიას გადასცეს ეკა აბაშიძის ოჯახი მზად არის ვან დეიკის ნახატის დაბრუნების შემთხვევაში, საქართველოს სახელით ტილო ჰოლანდიას გადასცეს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ეკა აბაშიძემ განუცხადა , რომელიც აცხადებს, რომ თურქეთში აღმოჩენილი ვან დეიკის ნახატი მისი ოჯახის კუთვნილება იყო.
ეკა აბაშიძის განცხადებით, ნახატს საქართველოსთან ნამდვილად აქვს კავშირი და ის, რომ ის აბაშიძეების სახლში ეკიდა, ოჯახის ყველა ახლობელმა იცის.
რაც შეეხება ნახატის წარმომავლობას, როგორც აბაშიძე განმარტავს, დაახლოებით 15 წლის წინ მისმა ძმამ, გიორგი აბაშიძემ ნახატი სახლში მიიტანა და თქვა, რომ ვაკეში, საკომისიოში 5 000 დოლარად შეიძინა.
"ნახატის ყიდვიდან დაახლოებით 5 წლის შემდეგ, როდესაც ჩემი ძმა დააკავეს, საპროცესო გარიგებისთვის გარკვეული თანხა გვესაჭიროებოდა და გადავწყვიტეთ აღნიშნული ნახატი გაგვეყიდა. იგი შეგვიფასეს 80 000-დან 100 000 დოლარამდე. ნახატის სანახავად მოდიოდა უამრავი ადამიანი, ვინც ჩართულია ნამუშევრების ყიდვა-გაყიდვაში და ისინი გვთავაზობდნენ კაპიკებს, თუმცა ბოლო მომენტამდე არ გავყიდეთ. შემდეგ კი მოვიდნენ მალხაზ მახარაძე და ზაჰირ გუსეინოვი, რომლებმაც შემოგვთავაზეს 37 000 დოლარი. გავაფორმეთ ხელშეკრულება და მათ დაგვიტოვეს 7 000 დოლარი. დანარჩენი თანხა რამდენიმე დღეში უნდა მოეტანათ, თუმცა მას შემდეგ არ გამოჩენილან. როდესაც ჩემი ძმა გათავისუფლდა, დედაჩემმა გადაწყვიტა სამართლებრივი მეთოდებით დაებრუნებინა აღნიშნული თანხა და სასამართლოში სარჩელი შევიტანეთ, დავა მოვიგეთ და ზაჰირ გუსეინოვს, რომელიც გარდაბანში ცხოვრობს, დაეკისრა 30 000 დოლარის გადახდა, თუმცა მის სახელზე არაფერი ქონება არ იყო დარეგისტრირებული, შესაბამისად, თანხა არ დაუბრუნებიათ", - განაცხადა ეკა აბაშიძემ.
მისი თქმით, ის, რომ გიორგი აბაშიძის მიერ ნაყიდი ტილო ჰოლანდიელ მხატვარს ვან დეიკს ეკუთვნოდა, ოჯახისთვის უცნობი იყო.
"დედაჩემი არკვევდა ტილოს ავტორს, თუმცა ვერ გაარკვია. შემდეგ ნათესავთან დავრეკეთ ჰოლანდიაში, რომელიც ასევე გარკვევას ცდილობდა", - განაცხადა ეკა აბაშიძემ.
ამასთან, მან წარმოადგინა დოკუმენტები, მათ შორის ხელშეკრულება და მინდობილობა, რომელიც აღნიშნული ნახატის გაყიდვას უკავშირდება. ეკა აბაშიძემ განაცხადა, რომ ნახატის ამოცნობა მისთვის მარტივია, რადგან იცის ინიციალი, რომელიც ნამუშევარს თან ერთვოდა. სწორედ აღნიშნული ინიციალით ის აცხადებს, რომ ნახატის იდენტიფიცირება შესაძლებელია. მისი თქმით, პირებისგან, რომლებმაც მისგან ნახატი წაიღეს, ცნობილი იყო, რომ ნამუშევარი თურქეთში უნდა გადაეტანათ.
"მალხაზ მახარაძემ მოიყვანა რამდენიმე ადამიანი, რომლებიც გაგვაცნო კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებად. იგი საუბრობდა, თითქოს ნებართვას იღებდა ნახატის საქართველოდან გატანაზე. თუმცა, ჩემთვის უცნობია იყვნენ თუ არა ეს ადამიანები კულტურის სამინისტროდან", - განაცხადა ეკა აბაშიძემ და განმარტა, რომ მალხაზ მახარაძე და ზაჰირ გუსეინოვი მისთვის უცნობია იყვნენ შუამავლები, თუ უბრალოდ გადამყიდველები.

PLAYER_GET_VIDEOFLASH
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ნინო ბურჯანაძე - ზურაბ სოტკილავასთვის ორი რამ იყო ყველაზე მთავარი - სიმღერა და სამშობლო
ზურაბ სოტკილავასთვის ორი რამ იყო ამ ქვეყანაზე ყველაზე მთავარი - სიმღერა და მისი სამშობლო საქართველო,
დავით ნარმანია - ზურაბ სოტკილავა იყო ადამიანი, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული კულტურის განვითარებაში
ზურაბ სოტკილავა იყო ადამიანი, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული კულტურის განვითარებაში, - ამის შესახებ თბილისის მერმა
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ეუთო-ს მხარდამჭერი საერთაშორისო ახალგაზრდული ქსელის მე-3 კონფერენცია გაიმართა
ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეის საქართველოს ეროვნული კომიტეტის 25 წლისთავისა და მშვიდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ეუთო-ს
პატრიარქი თბილისის აეროპორტში ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილის ჩამობრძანებას დაესწრება
კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში წმინდა დიდმოწამის, დედოფალ ქეთევანის წმინდა ნაწილის
გიორგი ბირბიჩაძე - კახა კალაძის პროგრამული ხედვა ქალაქის საჭიროებებს პასუხობს
”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ბირბიჩაძე მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.
ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ზურაბ სოტკილავას სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს
ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ცნობილი საოპერო მომღერლის ზურაბ სოტკილავას სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.
გიორგი გახარია - მე არ მაქვს არანაირი ბიზნესინტერესები არა მხოლოდ რუსეთის, არამედ არც ერთი სხვა რომელიმე ქვეყნის კომპანიებში
უკვე დიდი ხანია, მე არ მაქვს არანაირი ბიზნესინტერესები არა მხოლოდ რუსეთის, არამედ არც ერთი სხვა რომელიმე ქვეყნის კომპანიებში,
პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში გაშენებულ ბაღებში მოსავლის აღება გრძელდება
გორის რაიონში, სოფელ ძევერაში პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, შპს „ნილ ედვაიზორი გრუპმა“ ახალი ხეხილის ბაღი 2015 წელს გააშენა.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი - საქართველოს ვუყურებთ, როგორც მნიშვნელოვან პარტნიორს სამხრეთ კავკასიის რეგიონში
ჩვენ საქართველოს ვუყურებთ, როგორც მნიშვნელოვან პარტნიორს სამხრეთ კავკასიის რეგიონში, - ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს
დავით საგანელიძე - ჩინური მხარე საქართველოში 10 000-12 000 ჰექტარზე ჩაის პლანტაციების აღდგენისთვის ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს
ჩინური მხარე საქართველოში დაახლოებით, 10 000-12 000 ჰექტარზე ჩაის პლანტაციების აღდგენისთვის ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს,