არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.7137
EUR
1 EUR
3.1897
RUB
100 RUB
4.6071
23-11-2017
თბილისის მერი მოსახლეობას დაჰპირდა, რომ გლდანის I მიკრორაიონში სტადიონის ნაცვლად საცხოვრებელი კორპუსი არ აშენდება
14:35 10-01-2016
თბილისის მერი მოსახლეობას დაჰპირდა, რომ გლდანის I მიკრორაიონში სტადიონის ნაცვლად საცხოვრებელი კორპუსი არ აშენდება თბილისის მერი დავით ნარმანია, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან ერთად, გლდანის I მიკრორაიონში არსებული სარეკრეაციო-სპორტული სივრცის შენარჩუნებასთან დაკავშირებით ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს, გლდანის I მ/რ-ში, #13 და #14 კორპუსების მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე, სადაც ამ დროისთვის სპორტული მოედანი ფუნქციონირებს, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით კერძო მესაკუთრემ თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს მიმართა, რაც ადგილობრივმა მოსახლეობამ გააპროტესტა. დავით ნარმანიას განცხადებით, თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის ზონალური საბჭოს გადაწყვეტილებით, მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით და სარეკრეაციო-სპორტული სივრცის შენარჩუნების მიზნით, აღნიშნულ ტერიტორიაზე კერძო მესაკუთრის მოთხოვნაზე - მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით, უარყოფითი რეკომედაცია გაიცა.
"დედაქალაქის მერიამ განიხილა საკითხი საბჭოზე და კომისიის ყველა წევრმა უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღო. შესაბამისად, აქ არ აშენდება კორპუსი, არ გაიზრდება ქალაქთმშენებლობითი პარამეტრები. რაც შეეხება იმას, რომ ინვესტორი არ დაზარალდეს, მასთან მოლაპარაკებებს ვგეგმავთ, ვიმსჯელებთ ადგილმონაცვლეობის თაობაზე. ეს გახლავთ ტერიტორია, სადაც დაუშვებელია მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობა, გარდა ამისა, მიმდებარედ არსად არის სათამაშო მოედანი. სწორედ, ამ ფაქტორების გათვალისწინებით მიიღო საბჭომ უარყოფითი გადაწყვეტილება და აქ არსებული სტადიონი არ დაინგრევა", - განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, გლდანის I მ/რ-ში, #13 და #14 კორპუსების მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად ქალაქთმშენებლობითი პარამეტრის მომატებაზე, კერძოდ, მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტის გაზრდასთან დაკავშირებით მესაკუთრე პაატა ნუცუბიძემ თბილისის მერიას 2015 წლის 21 დეკემბერს მიმართა, რასთან დაკავშირებითაც, თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის ზონალურმა საბჭომ უარყოფითი პასუხი გასცა. საბჭოს წევრთა რეკომენდაციების საფუძველზე, დაუშვებელია სტადიონის ტერიტორიის სამშენებლოდ განვითარება და სასურველია გამოიძებნოს სამართლებრივი საშუალება, რათა ტერიტორიას საზოგადოებრივ-სარეკრეაციო ზონის სტატუსი შეუნარჩუნდეს. ამასთან, ზონალური საბჭოს გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი, დღეის მდგომარეობით, წარმოადგენს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებით გარემოცულ, კეთილმოწყობილ, მოქმედ სტადიონს, ტერიტორიაზე არსებულ ერთადერთ სარეკრეაციო-სპორტულ სივრცეს, რომელიც ქმნის მაღალი ინტენსივობის საცხოვრებელი ზონის ფუნქციონირებისთვის აუცილებელ ინფრასტრუქტურას და მისი დემონტაჟი დაუშვებელია.
მოსახლეობასთან შეხვედრას გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ ქარცივაძე, თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი ბაგრატიონი, საკრებულოს დეპუტატები და საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ესწრებოდნენ.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
საავტომობილო გზებზე რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო შეზღუდვებია დაწესებული
საქართველოს მასშტაბით საავტომობილო გზებზე რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო სხვადასხვა სახის შეზღუდვებია დაწესებული,
თბილისში პირველი თოვლი მოვიდა
თბილისში პირველი თოვლი მოვიდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოროლოგიური
მეუფე გერასიმე - ღმერთმა ჯანმრთელად გვიმყოფოს, კიდევ მრავალ წელს იქნება ჩვენი პატრიარქი საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელი
ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტის მეუფე გერასიმეს თქმით, მან პატრიარქის მესაყდრედ შიო მუჯირის დანიშვნის შესახებ მედიისგან გაიგო.
ეკა გიგაური - მნიშვნელოვანია, რომ ჩამოყალიბებული ტრადიცია ომბუდსმენის არჩევის პროცესში არასამთავრობოების ჩართვასთან დაკავშირებით გრძელდება
მნიშვნელოვანია, რომ ჩამოყალიბებული ტრადიცია სახალხო დამცველის არჩევის პროცესში არასამთავრობოების ჩართვასთან დაკავშირებით გრძელდება,
თბილისის მერიამ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, შესაძლოა, მერიის კიდევ რამდენიმე სამსახურის შემოწმება სთხოვოს
თბილისის მერიამ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შესაძლოა, მერიის კიდევ რამდენიმე სამსახურის შემოწმების თხოვნით მიმართოს.
სპეცოპერაციის შედეგად დაზიანებული ერთ-ერთი ბინის მეპატრონე - სანამ არ გადაწყდება, რომ კორპუსში შესვლა უსაფრთხოა, მანამდე სასტუმროში ვიქნებით
გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე კორპუსის იმ სადარბაზოს მცხოვრები, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობდა, აცხადებს, რომ საკუთარი ბინის
ისნის გამგებელი - სპეცოპერაციისას სამი სართულია დაზიანებული, ამ დროისთვის მოგვმართა 12-მა ოჯახმა, გუშინ სასტუმროში განთავსდა სამი ოჯახი
ისნის რაიონის გამგებლის კახა ლაბუჩიძის განცხადებით, ყველა იმ ოჯახის შესახებ ინფორმაციას შეისწავლიან, რომლებსაც სპეცოპერაციის
კახა კალაძის ინფორმაციით, იმ კორპუსის აღდგენითი სამუშაოები, სადაც გუშინ სპეცოპერაცია მიმდინარეობდა, უახლოეს დღეებში დაიწყება
თბილისის მერის კახი კალაძის განცხადებით, იმ კორპუსის აღდგენითი სამუშაოები, სადაც გუშინ სპეცოპერაცია მიმდინარეობდა, უახლოეს დღეებში დაიწყება.
პატრიარქი - საქართველომ გუშინ დიდი განსაცდელი გამოიარა - ღმერთმა გვაშოროს შინაური და გარეული მტერი
ორივე მხარეს არის მსხვერპლი, ჩვენ განვიცადეთ ეს მწუხარება, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ქაშუეთის
მეუფე შიო პატრიარქის მოსაყდრეობაზე - ვღელავ, რამეთუ ეს არის უდიდესი ჯვარი - ჩემი თავი მიმაჩნია უღირსად ამ მსახურებისთვის
მე ნამდვილად, ჩემი თავი მიმაჩნია უღირსად ამ მსახურებისთვის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა განუცხადა,