არქივი
«« აპრილი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4402
EUR
1 EUR
3.0017
RUB
100 RUB
3.9729
21-04-2018
გიორგი კვირიკაშვილი - თბილისში პროექტების მიმდინარეობის ტემპები უნდა დაჩქარდეს
12:22 11-01-2016
გიორგი კვირიკაშვილი - თბილისში პროექტების მიმდინარეობის ტემპები უნდა დაჩქარდეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი თბილისის მერს, დავით ნარმანიას შეხვდა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილმა დღევანდელ შეხვედრაზე დავით ნარმანიას სთხოვა, გამკაცრდეს ყველა მნიშვნელოვანი პროექტის მიმდინარეობის ტემპებისა და ეფექტურობის კონტროლი, რათა სამუშაოები მაქსიმალურად მოკლე ვადებში დასრულდეს.

დღევანდელ შეხვედრაზე პრემიერმა და მერმა თბილისში მიმდინარე პროექტების დაჩქარებისა და მათი ეფექტურად განხორციელების გზებზეც ისაუბრეს.
პრემიერმა თბილისის მერის სამომავლო გეგმები მოისმინა და პროექტების განხორციელების დაჩქარებასა და მათი ეფექტურობის გაზრდაში დედაქალაქის მთავრობის მხარდაჭერის მზადყოფნა გამოთქვა.

შეხვედრაზე რამდენიმე ძირითადი პრიორიტეტი გამოიკვეთა, მათ შორის, დედაქალაქში ჰაერის დაბინძურების შემცირება, ქალაქის საცობებისგან განტვირთვა, მუნიციპალური ტრანსპორტის ავტოპარკის განახლება, მრავალდონიანი პარკინგების მშენებლობა, ახალი საბავშვო ბაღების აშენება და ინფრასტრუქტურული და ტურისტული პროექტების მოკლე ვადებში განხორციელება.

შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, დედაქალაქის მერია აქტიურად იმუშავებს მუნიციპალური ტრანსპორტის ავტოპარკის განახლებაზე, ხოლო არსებული პარკი, საწყის ეტაპზე, იმ რაიონებს მოხმარდება, სადაც მუნიციპალური ტრანსპორტის ნაკლებობაა. უახლოეს დღეებში უნდა დაიწყოს ახალი ავტობაზის აშენების პროექტის განხორციელებაც.

ასევე, დაიწყება თბილისის შემოგარენში ტყის რეაბილიტაციის პროგრამა.
პრემიერმა და თბილისის მერმა ასევე ისაუბრეს მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელთა შორისაა აღმაშენებლის გამზირის მეორე ნაწილის რეაბილიტაცია, პუშკინის ქუჩაზე ესტაკადისა და კრწანისი-შინდისის ახალი გზის მშენებლობა, გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია და სხვა პროექტები.

იხილეთ ვიდეო: "თბილისში პროექტების მიმდინარეობის ტემპები უნდა დაჩქარდეს" - პრემიერის მითითება ნარმანიას
PLAYER_GET_VIDEOFLASH
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი მე-8 საერთაშორისო კონფერენციას აწყობს
20-21 აპრილს, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი მე-8 საერთაშორისო
„აგარის შაქრის“ ქარხნის თანამშრომლებმა აქცია შეწყვიტეს
„აგარის შაქრის“ ქარხნის თანამშრომლებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია შეწყვიტეს. აღნიშნული გადაწყვეტილება ქარხნის გაფიცულმა თანამშრომლებმა ბიზნესომბუდსმენ
განათლების სამინისტრო - არასრულწლოვნის მიმართ ძალადობაში მონაწილე პირებთან და მათი ოჯახის წევრებთან ფსიქოლოგები იმუშავებენ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეხმაურება სოციალური ქსელით გავრცელებულ ძალადობრივ ვიდეოს, რომელიც
დიმიტრი ხუნდაძე - მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილებები საკმარისი არ იქნება, პირობები ყველას შესაქმნელია
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დიმიტრი ხუნდაძე ტყიბულის ქვანახშირის მაღაროში არსებული ვითარებას გაეცნო.
დიმიტრი ქუმსიშვილი სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ხვდება
საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი სან-დიეგოს სახელმწიფო
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი მოქალაქეებს მოუწოდებს, არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის ამსახველი ვიდეომასალის ტირაჟირება არ განახორციელონ
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი დაუშვებლად მიიჩნევს არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის ამსახველი ვიდეომასალის ტირაჟირებას
ადამიანის უფლებათა ცენტრისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლები, ასევე უფლებადამცველები რუსეთიდან, ჰააგაში შეიკრიბნენ
ადამიანის უფლებათა ცენტრისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის წარმომადგენლები, ასევე უფლებადამცველები რუსეთიდან ჰააგაში შეიკრიბნენ.
გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, „თელასის“ აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, „თელასის“ აბონენტების ნაწილს 23 აპრილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
სურსათის ეროვნული სააგენტო - ფაროსანას მონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს
18 აპრილის მონაცემებით, ფაროსანას საწინააღმდეგოდ საქართველოში განთავსებულია 7509 ფერომონი (მწერსაჭერი), - ამის შესახებ ინფორმაციას
საგარეო საქმეთა სამინისტროში ღია კარის დღე გაიმართა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ღია კარის დღის ფარგლებში საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს უმასპინძლა.