არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4578
EUR
1 EUR
2.8597
RUB
100 RUB
3.8955
25-06-2018
კალა-უშგულის მონაკვეთზე ზვავსაშიშროება მოხსნილია
09:48 13-01-2016
კალა-უშგულის მონაკვეთზე ზვავსაშიშროება მოხსნილია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, კალა-უშგულის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების რეჟიმი მოიხსნა, რის შემდეგაც ჩატარდა გზის გაწმენდითი სამუშაოები და ამ დროისათვის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

როგორც "ინტერპრესნიუსს" გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზე თოვლის და ლიპყინულის გამო, დაწესებულია გარკვეული სახის მოძრაობის რეჟიმი: აღნიშნული გზის კმ100-კმ188 (ლახამურა-უშგული) მონაკვეთზე ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო კმ1-კმ99 (ზუგდიდი-ლახამურა) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

"მგზავრთა უსაფრთხოების მიზნით, მოძრაობის სპეციალური რეჟიმები მოქმედებს საავტომობილო გზების კიდევ ორ მონაკვეთზე:
თოვლისა და ლიპყინულის გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად.

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო (ძლიერი ქარბუქის და დაბალი ხილვადობის გამო), კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის საუღელტეხილო მონაკვეთზე (ნარდევანი–როდიონოვკა(ფარავანი) მონაკვეთზე კმ94–კმ110), ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია", - ნათქვამია გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
 თსუ-ში ფორუმი - „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გახსენება 100 წლის შემდეგ: მოდელი ევროპისთვის?“ გაიხსნება
25 ივნისს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმი - „საქართველოს დემოკრატიული
 გიორგი ჩერქეზიშვილი - “აწარმოე საქართველოში“ პროგრამით 400-მდე პროექტია დაფინანსებული
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ჩერქეზიშვილის განცხადებით, პროგრამით “აწარმოე საქართველოში” დაახლოებით 400-მდე პროექტია
 გიორგი ჩერქეზიშვილი - მნიშვნელოვანია, რომ ამოქმედდა კიდევ ერთი საწარმო, რომელიც იმპორტს ჩაანაცვლებს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ჩერქეზიშვილმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ბათუმში, შპს “ანთ ჯგუფის“
 სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ კახეთის ორ რაიონში სეტყვასაშიში პროცესები გაანეიტრალა
სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ კახეთის ორ რაიონში სეტყვასაშიში პროცესები გაანეიტრალა. ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის
 ხვალ, ქობულეთის შემოვლითი გზის მე-2 მონაკვეთის გახსნის ღონისძიება გაიმართება
ხვალ, ქობულეთის შემოვლითი გზის მე-2 მონაკვეთის გახსნის ღონისძიება გაიმართება. რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს
 ომანის სასულთნოსა და საქართველოს შორის საჰაერო მიმოსვლა დაიწყო
საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება ომანის დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Salam Air-მა დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკის სამინისტროდან
  რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო კათოლიკეებს იოანე ნათლისმცემლის შობას ულოცავს
კათოლიკური ეკლესია დღეს წმიდა იოანე ნათლისმცემლის, მაცხოვრის წინამორბედის შობას აღნიშნავს, უდიდესი წინასწარმეტყველის, რომელმაც ძველი აღთქმის
 კახა კალაძემ გარბენში „თბილისი“ მიიღო მონაწილეობა
დედაქალაქის მერიის ინიციატივით, პირველად გაიმართა გარბენი “თბილისი“, რომელშიც თბილისის მერმა კახა კალაძემ მიიღო მონაწილეობა.
 ირაკლი კობახიძე - მნიშვნელოვანია, რომ ბევრი ჩაერთოს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასა და სპორტში
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მარათონს „თბილისი“ შეუერთდა. ირაკლი კობახიძემ გარბენში შვილთან და საპარლამენტო
 მეუფე შიო - რაც არ უნდა რიტუალები აღასრულო, თუ შინაგანად არ გაქვს ნამდვილი ქრისტიანობა, უფალი შენს თხოვნას არასდროს შეასრულებს
რაც არ უნდა რიტუალები აღასრულო, თუ შინაგანად არ გაქვს ნამდვილი ქრისტიანობა, უფალი შენს თხოვნას არასდროს შეასრულებს, - ამის შესახებ სრულიად