არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4638
EUR
1 EUR
3.0595
RUB
100 RUB
4.3690
20-02-2018
კახა კალაძე - საქართველოში არსებული ბუნებრივი აირის დეფიციტის შევსება აზერბაიჯანული გაზით წელს ვერ მოხერხდება
14:50 13-01-2016
კახა კალაძე - საქართველოში არსებული ბუნებრივი აირის დეფიციტის შევსება აზერბაიჯანული გაზით წელს ვერ მოხერხდება ვიცე პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში არსებული ბუნებრივი აირის დეფიცტის შევსება აზერბაიჯანული გაზით წელს ვერ მოხერხდება, - ამის შესახებ კახა კალაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა, სადაც აზერბაიჯანული კომპანია "სოკარის" წარმომადგენლებს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და კახა კალაძე შეხვდნენ.

როგორც კალაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, "სოკარის" ორივე მილსადენი, რომლებითაც საქართველო ბუნებრივ აირს იღებს, დღეს მაქსიმალურ სიმძლავრეზე მუშაობს, თუმცა სამომავლოდ იგეგმება ისეთი პროექტის განხორციელება, რომელიც ამ მილსადენში დამატებით მოცულობების გატარების შესაძლებლობას მოგვცემს.

"იყო საუბარი, განხილვა არსებული სიტუაციის, იმ ტექნიკური პრობლემების და დისბალანსის, რომელიც ჩვენ გვაქვს ზამთარ-ზაფხულის განმავლობაში. ერთი წლის ჭრილში მთლიანი მოწოდების პრობლემა არ არსებობს, მაგრამ გვაქვს პიკური მოხმარების თვეები. განსაკუთრებით, ზამთრის პერიოდში, როდესაც ამ პრობლემის მოგვარება ხდებოდა რუსული გაზით დაბალანსების შედეგად. მე კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, რომ აზრებაიჯანი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა. ჩვენ მომავალიც ვაგრძელებთ თანამშრომლობას, ურთიერთობას. საუბარი იყო გაზსაცავის მშენებლობაზე, რომელსაც ვაპირებთ, რომ 2016 წელს დავიწყოთ. ამ პროექტში მონაწილეობის ინტერესი აქვს "სოკარს". ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნისთვისაც მნიშვნელოვანი იქნება ამ პროექტის განხორციელება, ზუსტად იმ პრობლემის მოსაგვარებლად, რომელიც დღეს გვაქვს ზამთარ-ზაფხულის მოხმარების თვალსაზრისით. თქვენ იცით, რომ "სოკარის" ორივე მილსადენი, რომლებითაც დღეს ბუნებრივ აირს ვიღებთ, მაქსიმალურ სიმძლავრეზე მუშაობს, თუმცა სამომავლოდ ჩვენ ვგეგმავთ და არის იმის შესაძლებლობა, რომ განვახორციელოთ ისეთი პროექტი, რომელიც მოგვცემს ამ მილსადენში დამატებითი მოცულობების გატარების შესაძლებლობას", - განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, 2019 წლისთვის იგეგმება შაჰ დენიზის მეორე ფაზის პროექტის დასრულებაც, ასევე მოგცვემს იმის შესაძლებლობას, რომ დამატებითი ბუნებრივი აირი მივიღოთ.

როგორც ენერგეტიკის მინისტრმა აღნიშნა, დღევანდელ შეხვედრაზე "სოკარის" წარმომადგენლებთან ტარიფებზე საუბარი არ ყოფილა.
კალაძის განმარტებით, აზერბაიჯანიდან გაზის დამატებითი მოცულობების მიღება დღეს ტექნიკურად შეუძლებელია.

"ჩვენ ვსაუბრობთ, რომ აზერბაიჯანიდან გაზის დამატებითი მოცულობების მიღება დღეს ტექნიკურად შეუძლებელია - ეს წლების განმავლობაში ასეა და ჩვენ ამ დეფიციტს ვავსებდით "გაზპრომის" გაზით. ალბათ, მომავალშიც ასე მოხდება, თუმცა რეალურად არის იმის შესაძლებლობა, რომ ამ პრობლემის მოგვარება მოხდეს. ალბათ, საჭირო იქნება დამატებითი ინვესტიციები, გასაკეთებელი იქნება კომპრესორები, რომ ჩვენ ამ მილსადენებით მივიღოთ დამატებითი მოცულობები. ასევე მნიშვნელოვანია შაჰ-დენიზის მეორე ფაზის პროექტი, რომელიც უკვე დაწყებულია და საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს. 2019 წელს ჩვენ გევქნება შესაძლებლობა, მივიღოთ დამატებითი მოცულობები", - განაცხადა კალაძემ.

კითხვაზე, მოხერხდება თუ არა ის, რომ წელს დეფიციტი აზრებაიჯანული გაზით შეივსოს, მინისტრმა განაცხადა, რომ წელს ვერ მოხერხდება.
რაც შეეხება იმას, რომ "გაზპრომიდან" ბუნებრივი აირის მიღება აღარ დაგვჭირდება,თუკი აზრებაიჯანი დამატებით მოცულობებს გამოატარებს, კალაძის თქმით, ამას გარკვეული დრო და წლები დასჭირდება.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
2018 წლის მსოფლიო თასის გათამაშების პირველი ეტაპი ქართველი ეტლით მოფარიკავეებისათვის წარმატებული აღმოჩნდა
უნგრეთში, ეტლით ფარიკაობაში მსოფლიო თასის გათამაშების პირველ ეტაპზე ირმა ხეცურიანი ხმალში ოქროს მედლის, ხოლო რაპირაში ვერცხლის მფლობელი გახდა.
თბილისი ევროპის საავიაციო ფორუმს უმასპინძლებს
თბილისი 20-22 თებერვალს მასშტაბურ ღონისძიებას - ევროპის საავიაციო ფორუმს, CONNECT 2018-ს უმასპინძლებს. ფორუმზე დამსწრე დელეგატები განიხილავენ საჰაერო ტრანსპორტის
სამშენებლო ობიექტებზე უსაფრთხოების წესების დარღვევაზე ჯარიმის დეტალები ცნობილია
სამშენებლო ობიექტებზე უსაფრთხოების წესების დარღვევაზე საჯარიმო თანხა 3000 ლარიდან 30 000 ლარამდე იზრდება. შესაბამისი ცვლილებები პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სტამბოლის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ თურქეთში, სტამბოლის საერთაშორისო ტურისტულ
გია ვოლსკი „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით - არ ვფიქრობთ, რომ 2 მილიონი თუ მილიონ ნახევარი სარეკლამო ბაზარს დააზიანებს
რაც შეეხება 2 მილიონს, თუ მილიონ ნახევარს, ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ეს სარეკლამო ბაზარს დააზიანებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის
ტექნიკური სამუშაოების გამო, ჩარგლის ქუჩის მოსახლეობის ნაწილს ხვალ გაზმომარაგება შეუწყდება
ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 20 თებერვალს 12:00 საათიდან, გაზმომარაგება შეუწყდება სანზონაში, ჩარგლის ქუჩის № 73, № 75, № 77, № 79 ნომრებში მდებარე
გიორგი ბირბიჩაძის ინიციატივით, სკოლის მოსწავლეებს პირველადი გადაუდებელი დახმარების ტრენინგი ჩაუტარდათ
ავჭალის რაიონის სკოლის მოსწავლეებს პირველადი გადაუდებელი დახმარების საკითხზე ტრენინგი ჩაუტარდათ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის
სტუდენტებისთვის გამოფენა - „დაგეგმე კარიერა ტურიზმის სფეროში” მოეწყობა
ტურიზმის სფეროში კარიერის დასაგეგმად სტუდენტებისთვის 27 თებერვალს გამოფენა მოეწყობა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, თბილისის ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
„თიბისის“ ბანკომატებიდან თანხის გამოტანა უკვე ბარათის წამკითხველზე ბარათის ან სტიკერის ერთი შეხებით არის შესაძლებელი
„თიბისი ბანკის“ ბანკომატებს ახალი ფუნქციონალი დაემატა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თიბისი ბანკიდან“ აცნობეს, „თიბისის“ ბანკომატებიდან თანხის