არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4864
EUR
1 EUR
2.9344
RUB
100 RUB
4.3213
23-10-2017
საავტომობილო გზების ოთხ მონაკვეთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმი მოქმედებს
09:31 14-01-2016
საავტომობილო გზების ოთხ მონაკვეთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმი მოქმედებს მგზავრთა უსაფრთხოების მიზნით, საავტომობილო გზების ოთხ მონაკვეთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმი მოქმედებს. როგორც"ინტერპრესნიუსს" საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო (ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) ახალქალაქი-ნინოწმინდის (სომხეთის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ90-კმ112 (ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარი) ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

მათივე ინფორმაციით, თოვლისა და ლიპყინულის გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

"გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად.

თოვლის და ლიპყინულის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ100-კმ188 (ლახამურა-უშგული) მონაკვეთზე ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო კმ1-კმ99 (ზუგდიდი-ლახამურა) მონაკვეთზე ყველა სახისავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო (ძლიერი ქარბუქის და დაბალი ხილვადობის გამო), კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის საუღელტეხილო მონაკვეთზე (ნარდევანი–როდიონოვკა(ფარავანი) მონაკვეთზე კმ94–კმ110), ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია", - აცხადებენ გზების დეპარტამენტში.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით ხვალ, საბურთალოს ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდება
ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, ხვალ, 12:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება საბურთალოს რაიონში, ბუდაპეშტის ქუჩა №4 და №6-ში
საქართველოსა და ქუვეითს შორის საჰაერო მიმოსვლის სიხშირე იზრდება
ქუვეითის სახელმწიფო ავიაკომპანია Wataniya Airways საქართველოს მიმართულებით ფრენის სიხშირეს ზრდის.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4894 ლარი გახდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4894 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის
თბილისის აეროპორტიდან ფრენებს ახალი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია დაიწყებს
თბილისის აეროპორტიდან ომანის მიმართულებით ფრენებს დაბალბიუჯეტიანი კომპანია Salam Air-ი დაიწყებს. როგორც Allnews.ge-ს "სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში" განუცხადეს,
სპეციალისტები ფერმერებს ურჩევენ, თხილის ხარისხიანი მოსავლის მისაღებად ღონისძიებების გატარება შემოდგომიდანვე დაიწყონ
სპეციალისტები ფერმერებს მომავალ წელს თხილის ხარისხიანი მოსავლის მისაღებად ურჩევენ, გარკვეული ღონისძიებების გატარება შემოდგომიდანვე დაიწყონ.
”ვითიბი ბანკის” მხარდაჭერით „თბილსიმარათონი“ გაიმართა
”ვითიბი ბანკის” მხარდაჭერით, 22 ოქტომბერს, თბილისიმარათონი გაიმართა, რომელშიც 2300-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
ლევან დავითაშვილი ქალაქ ვალკას მერს შეხვდა
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ლატვიის რესპუბლიკის ქალაქ ვალკას მერს, ვენტს არმანდს კრაუკლისს შეხვდა.
მარიამ ჯაში მაქსიმე აღმსარებლისადმი მიძღვნილი კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოვიდა
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში მაქსიმე აღმსარებლისადმი მიძღვნილ მე-6 საერთაშორისო
ახალგაზრდა ქართველმა ძალოსნებმა ევროპის ასაკობრივ ჩემპიონატზე 27 მედალი მოიპოვეს
ალბანეთის ქალაქ დურესში გამართულ ევროპის ახალგაზრდულ და 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების
ხვალ ”თიბისი გალერეა” საერთაშორისო პრინტ ფესტივალს უმასპინძლებს
ხვალ ”თიბისი გალერეა” საერთაშორისო პრინტ ფესტივალს უმასპინძლებს. როგორც ”ინტერპრესნიუსს” ბანკის პრესსამსახურიდან აცნობეს, ფესტივალის