არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4402
EUR
1 EUR
3.0017
RUB
100 RUB
3.9729
22-04-2018
ილია მეორე - აუცილებლად გვაკმარებს უფალი ტანჯვას, თუ ჩვენ ახლოს ვიქნებით უფალთან
18:03 14-01-2016
ილია მეორე - აუცილებლად გვაკმარებს უფალი ტანჯვას, თუ ჩვენ ახლოს ვიქნებით უფალთან ჩვენ ვლოცულობთ, რათა მოხდეს შეერთება და დაახლოება ადამიანსა და უფალს შორის, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს სიონის საკათედრო ტაძარში პარაკლისის დაწყებამდე განაცხადა.

უწმინდესმა სიონში სამოქალაქო ახალ წელთან დაკავშირებით პარაკლისი გადაიხადა და ტაძარში შეკრებილებს მცირე ქადაგებით მიმართა. უწმინდესმა ყველას მიულოცა ახალი წელი, სიხარული, სიყვარული, მშვიდობა უსურვა საქართველოს და მთელ მსოფლიოს.

პატრიარქის თქმით, იცვლება დრო და იცვლებიან ადამიანები. "ჯოჯოხეთში სასუფევლამდე აღმართულია კიბე და ზოგი მაღლა მიდის, ზოგი დაბლა. როდესაც ჩვენ ვეკითხებით ჩვენს თავს, შეიცანი თავი შენი, ჩვენ უნდა შევეკითხოთ ჩვენს თავს, ამ კიბეზე სად ვართ და საით მივდივართ. ღმერთმა ინებოს, რომ ყველანი მაღლა წავიდეთ", - განაცხადა უწმინდესმა.

პატრიარქის თქმით, ყოველ წელს, ყოველ საუკუნეს, ათასწლეულს თავისი თვისება აქვს, რაღაცით გამორჩეულია. პატრიარქმა საუბრისას მეოცე საუკუნე გაიხსენა, რომელიც ახალი იდეებით, ახალი პროცესებით, ახალი აღმოჩენებით იყო გამორჩეული. მაგრამ უწმინდესის თქმით, მეოცე საუკუნე ცნობილია ჩვენთვის კიდევ იმით, რომ მან წარმოშვა ორი მსოფლიო ომი. მარტო მეორე მსოფლიო ომში რამდენიმე ათეულობით მილიონი ადამიანი დაიღუპა.
"ჩვენ შევთხოვთ უფალს, მომავალი წლები იყოს მშვიდობიანი. აუცილებლად გვაკმარებს უფალი ტანჯვას, თუ ჩვენ ახლოს ვიქნებით უფალთან, თუ ჩვენ გავუღებთ მას კარს. ჩვენ ამისთვის ვლოცულობთ. მოხდეს შეერთება და დაახლოება ადამიანსა და უფალს შორის", - დასძინა პატრიარქმა.
პარაკლისის დროს ტაძარში ლანგრებით გამოიტანეს ტკბილეული, რომელიც მსახურების დასრულების შემდეგ მრევლს დაურიგდა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
თსუ-ში ხვალ უნივერსიტეტის და საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ლექციათა ციკლი იწყება
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხვალ უნივერსიტეტის და საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის
სტარტაპ დემოდღის ფარგლებში, ექვსი ინოვაციური სტარტაპი თავის პროექტებს ინვესტორების წინაშე წარადგენს
სტარტაპ დემოდღის ფარგლებში, 24 აპრილს ექვსი ინოვაციური სტარტაპი თავის პროექტებს ინვესტორების წინაშე წარადგენს.
პარლამენტარმა ლევან კობერიძემ, დედამიწის დღის აღსანიშნავად, მოსახლეობასთან ერთად ხის ნერგები დარგო
საქართველოს პარლამენტის წევრმა, გლდანი-მუხიანის მაჟორიტარმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ, დედამიწის დღის აღსანიშნავად,
დედამიწის საერთაშორისო დღე „ჯორჯიან მანგანეზმა“ ნერგების დარგვითა და დასუფთავების აქციით აღნიშნა
დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამართულ ღონისძიებებს, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზიც“ შეუერთდა.
თბილისის საკრებულოს წევრები გარემოსდაცვით კამპანიას „გარემოს გულისთვის“ შეუერთდნენ
დედამიწის დღის აღსანიშნავად თბილისის საკრებულოს წევრებმა ვერის პარკი დაასუფთავეს და შემდგომში მის მოვლაზე პასუხისმგებლობა აიღეს.
ელიზაბეთ რუდიმ და კახა კალაძემ „დედამიწის დღისადმი“ მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა
საქართველოში ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდიმ და თბილისის მერმა, კახა კალაძემ, ამერიკის საელჩოს მიერ
თბილისში ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია დასუფთავდა
დედამიწის დღესთან დაკავშირებით, თბილისში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია დასუფთავდა. დასუფთავების აქცია თბილისის მერიისა და „საქართველოს
300 არაგველის სახელობის სკვერში გამწვანების აქცია გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნების სამინისტროს ინიციატივით, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, 300 არაგველის სახელობის სკვერში გამწვანების აქცია გაიმართა.
რამდენიმე ოპოზიციური პარტია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
რამდენიმე ოპოზიციური პოლიტიკური პარტია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. პარტიების განცხადებას,
დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით ბიბლიოთეკარებისთვის ესსეების კონკურსი გაიმართება
საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით საპრეზიდენტო კამპანიის "დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ - პირველი