არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4808
EUR
1 EUR
2.9546
RUB
100 RUB
4.2708
22-09-2017
ნაქერალას უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია
15:46 16-01-2016
ნაქერალას უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია ნაქერალას უღელტეხილზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისათვის ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ37-კმ50 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია და ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
უწყების ცნობით, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა ასევე, აღდგენილია მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე. აღნიშნულ მონაკვეთზე თოვლისა და ლიპყინულის გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად.
მგზავრთა უსაფრთხოების მიზნით, მოძრაობის სპეციალური რეჟიმები საავტომობილო გზების კიდევ 2 მონაკვეთზე მოქმედებს.
კერძოდ, თოვლის და ლიპყინულის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ100-კმ188 (ლახამურა-უშგული) მონაკვეთზე ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო კმ1-კმ99 (ზუგდიდი-ლახამურა) მონაკვეთზე ყველა სახისავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო (ძლიერი ქარბუქის და დაბალი ხილვადობის გამო), კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის საუღელტეხილო მონაკვეთზე (ნარდევანი-როდიონოვკა(ფარავანი) მონაკვეთზე კმ94-კმ110), ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.


მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ილიაუნში გრაცის კარლ-ფრანცენის უნივერსიტეტის პროფესორ არნოლდ ჰანსლმაიერის საჯარო ლექცია მიმდინარეობს
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გრაცის კარლ-ფრანცენის უნივერსიტეტის პროფესორ არნოლდ ჰანსლმაიერის საჯარო ლექცია მიმდინარეობს.
გეგმური სამუშაოების გამო თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო თბილისის ნაწილს 25 სექტემბერს ელექტრომომარაგება შეეზღუდება.
"ფაბრიკას" საკონფერენციო დარბაზში "ლურჯი ოკეანის კლუბის" პრეზენტაცია და ბიზნეს ღონისძიება გაიმართება
"ფაბრიკას" საკონფერენციო დარბაზში 4 ოქტომბერს "ლურჯი ოკეანის კლუბის" პრეზენტაცია და ბიზნეს ღონისძიება გაიმართება, თემაზე - "რეკლამა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში „მაჭახლობა 2017“ გაიმართება
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სინდიეთში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზებით 24 სექტემბერს მაჭახელის ხეობის
„საზოგადოებრივი დამცველის“ თავმჯდომარის ინიციატივით, არასამთავრობოები ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდნენ
არასამთავრობო ორგანიზაციების „საზოგადოებრივი დამცველის“ თავმჯდომარე ირინა ფუტკარაძე, საერთო სამოქალაქო მოძრაობა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4804 ლარი გახდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4804 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად,
ბათუმში „ბიზნეს სამართლის დღეები“ გაიმართება, სადაც საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატი დავით ლანჩავა მიიღებს მონაწილეობას
USAID-ის პროექტის G4G-ისა და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მხარდაჭერით ბათუმში „ბიზნეს სამართლის დღეები“ გაიმართება,
24 სექტემბერს აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალი გაიხსნება
24-30 სექტემბერს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს.
საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური 20 წლისაა
საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ვლადიმერ იმნაძემ სამსახურის სახელმწიფო უწყებად
PKTV-ის და „საფერავი ტვ“-ის მაუწყებლობის ავტორიზაციების მოდიფიცირება განხორციელდა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დააკმაყოფილა ააიპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“,