არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4808
EUR
1 EUR
2.9546
RUB
100 RUB
4.2708
22-09-2017
მომატებული ვირუსების გამო, თბილისში ორი სამედიცინო დაწესებულება დღეიდან პაციენტებს 24-საათიან რეჟიმში მოემსახურება
15:56 21-01-2016
მომატებული ვირუსების გამო, თბილისში ორი სამედიცინო დაწესებულება დღეიდან პაციენტებს 24-საათიან რეჟიმში მოემსახურება მომატებული ვირუსების გამო, თბილისში ორი სამედიცინო დაწესებულება დღეიდან პაციენტებს 24-საათიან რეჟიმში მოემსახურება. აღნიშნული ცენტრები წინამძღვრიშვილის 57-ში და ქიაჩელის 18-ში მდებარეობს.

როგორც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დღეს გაიხსნება 24-საათიანი პირველი ორი საოჯახო მედიცინის ცენტრი, რომლებიც დღეს იმუშავებენ მხოლოდ მიღების რეჟიმში. აღნიშნულ საოჯახო ცენტრებში მუდმივად იქნება ოჯახის ექიმი, რომელსაც შეეძლება როგორც ბავშვების, ასევე მოზრდილების მიღება და ცხელების მდგომარეობისთვის საჭირო გამოკვლევის ადგილზე ჩატარება.

დღეს დაინერგება 112-ის სადისპეტჩეროს ახალი პროტოკოლი, რომელიც გამოაცალკევებს პროტოკოლს "ცხელება რისკ ჯგუფის გარეშე". ხვალიდან 112 ასეთ გამოძახებებს გადაამისამართებს არა თბილისის სასწრაფოში, არამედ სხვა სადისპეტჩეროში, რომელიც დაიწყებს ცენტრების მართვას და საჭიროების შემთხვევაში, ოჯახის ექიმების ბინაზე გააგზავნას.

"თბილისის სასწრაფო დახმარების სადგურში უკვე გამოყვეს ხუთი მსუბუქი მანქანა, რითიც მენეჯერული შემადგენლობა დადიოდა. დროებით ასეთ მობილიზაციას ვაკეთებთ, რომ ოჯახის ექიმებს და მოსახლეობას ოპერატიული მიწვდომის კომფორტი შევუქმნათ. ხვალიდან ეს სამსახურები გადავლენ როგორც მიღების, ასევე გამოძახებაზე გასვლის რეჟიმში. ხვალიდან ასევე დაემატება მინიმუმ ერთი რესპუბლიკური საავადმყოფოს ამბულატორიული ნაწილი, რომელიც გადაერთვება 24 საათიან ფუნქციონირებაში. თუ ამ საოჯახო ცენტრებს აქვთ თავისი რესურსები, ექიმები, და ჰყავთ ტრანსპორტი, რესპუბილიკურ საავადმყოფოს სხვა ფუნქცია გააჩნია, სტაციონარია, ამიტომ მას დავეხმარებით კვალიფიციური ექიმებით, დღეს უკვე გაფორმდება კონტრაქტი, ასევე ტრანსპორტით, რომლის ძირითად ნაწილს ალბათ ჯადაცვის სამინისტროდან ვათხოვებთ. ხვალიდან ესეც დაიწყებს ფუნქციონირებას. ვფიქრობ, დაემატება კიდევ ორი დაწებულება, რომ მთლიანად დედაქალაქის მოცვა იყოს სრული და მოსახლეობას ჰქონდეს კომფორტი", - აღნიშნა დავით სერგეენკომ.

მინისტრის ინფორმაციით, აღნიშნული სისტემა დღეს საღამოდან დაიწყებს მუშაობას მიღების რეჟიმში, ხვალიდან კი გამოძახების რეჟიმშიც გადავა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ილიაუნში გრაცის კარლ-ფრანცენის უნივერსიტეტის პროფესორ არნოლდ ჰანსლმაიერის საჯარო ლექცია მიმდინარეობს
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გრაცის კარლ-ფრანცენის უნივერსიტეტის პროფესორ არნოლდ ჰანსლმაიერის საჯარო ლექცია მიმდინარეობს.
გეგმური სამუშაოების გამო თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო თბილისის ნაწილს 25 სექტემბერს ელექტრომომარაგება შეეზღუდება.
"ფაბრიკას" საკონფერენციო დარბაზში "ლურჯი ოკეანის კლუბის" პრეზენტაცია და ბიზნეს ღონისძიება გაიმართება
"ფაბრიკას" საკონფერენციო დარბაზში 4 ოქტომბერს "ლურჯი ოკეანის კლუბის" პრეზენტაცია და ბიზნეს ღონისძიება გაიმართება, თემაზე - "რეკლამა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში „მაჭახლობა 2017“ გაიმართება
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სინდიეთში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზებით 24 სექტემბერს მაჭახელის ხეობის
„საზოგადოებრივი დამცველის“ თავმჯდომარის ინიციატივით, არასამთავრობოები ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდნენ
არასამთავრობო ორგანიზაციების „საზოგადოებრივი დამცველის“ თავმჯდომარე ირინა ფუტკარაძე, საერთო სამოქალაქო მოძრაობა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4804 ლარი გახდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4804 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად,
ბათუმში „ბიზნეს სამართლის დღეები“ გაიმართება, სადაც საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატი დავით ლანჩავა მიიღებს მონაწილეობას
USAID-ის პროექტის G4G-ისა და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მხარდაჭერით ბათუმში „ბიზნეს სამართლის დღეები“ გაიმართება,
24 სექტემბერს აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების ფესტივალი გაიხსნება
24-30 სექტემბერს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს.
საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური 20 წლისაა
საქართველოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა ვლადიმერ იმნაძემ სამსახურის სახელმწიფო უწყებად
PKTV-ის და „საფერავი ტვ“-ის მაუწყებლობის ავტორიზაციების მოდიფიცირება განხორციელდა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დააკმაყოფილა ააიპ „ჟურნალისტები და იურისტები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისათვის“,