არქივი
«« დეკემბერი 2017 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.6794
EUR
1 EUR
3.1462
RUB
100 RUB
4.5141
11-12-2017
თოვლისა და ლიპყინულის გამო, საავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები მოქმედებს
20:12 23-01-2016
თოვლისა და ლიპყინულის გამო, საავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები მოქმედებს თოვლისა და ლიპყინულის გამო, საავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები მოქმედებს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-კმ188 (ჯვარი-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.
გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გარდა, სხვა სახის ავტოტრანსპორტისთვის დაწესებულია შემდეგი სახის მოძრაობის რეჟიმი: ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის ჯვარი-უშგულის მონაკვეთზე ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კმ100-კმ188 (ლახამურა-უშგული) მონაკვეთზე დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, კმ1-კმ29 (ზუგდიდი-ჯვარი) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
"თოვის, ძლიერი ყინვის და ლიპყინულის გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის არაგვისპირი-გუდაური-ლარსის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.
მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გარდა, სხვა სახის ავტოტრანსპორტისთვის დაწესებულია შემდეგი სახის მოძრაობის რეჟიმი: მლეთა-კობის მონაკვეთზე ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით .
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით", - აღნიშნულია გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო (ძლიერი ქარბუქის და დაბალი ხილვადობის გამო), კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის საუღელტეხილო მონაკვეთზე (ნარდევანი–როდიონოვკა(ფარავანი) მონაკვეთზე კმ94–კმ110), ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
თბილისის მერია ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციას იწყებს
თბილისის მერია ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციას იწყებს.
11 დეკემბერს კალათბურთის ფედერაციის ყრილობა და პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება
11 დეკემბერს, კალათბურთის ფედერაციის ყრილობა და პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება. კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტისთვის ორი კანდიდატი - პაატა გურასპაული
ფემინისტების დამოუკიდებელმა ჯგუფმა სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ აქცია გამართა
”არ დავთმოთ ღამე” - ამ სახელწოდებით ფემინისტების დამოუკიდებელმა ჯგუფმა სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ აქცია გამართა.
 ბექა წიქარიშვილის ინფორმაციით, ნარკოტიკების მოხმარებისთვის დაკავებულები დღევანდელ საპროტესტო აქციას სოლიდარობას უცხადებენ და შიმშილობენ
”თეთრი ხმაურის მოძრაობის” წარმომადგენელის, ბექა წიქარიშვილის განცხადებით, ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისთვის დაკავებული პირები შიმშილობენ. ამის შესახებ ბექა წიქარიშვილმა
ადვოკატთა ასოციაცია - ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნების მიმდინარეობისას საარჩევნო პროცესი დაცული იყო
საარჩევნო პროცესის მიმდინარეობისას დაცული იყო საარჩევნო პროცესი და საარჩევნო პროცესის დროს საარჩევნო დარბაზში დენი არ ჩამქრალა, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ავრცელებს.
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად დაშავებული ერთ-ერთი მოქალაქის მდგომარეობა მძიმეა
ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მალხაზ ხალვაშის განცხადებით, აფეთქების შედეგად დაშავებული ერთ-ერთი მოქალაქის მდგომარეობა მძიმეა.
ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სასულიერო პირები ბანერით - ”ნარკომანია - გზა ჯოჯოხეთისკენ” მივიდნენ
საპროტესტო აქციაზე, სადაც მოქალაქეთა ერთი ჯგუფი ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით საპროტესტო აქციას მართავს, სასულიერო პირები ბანერებით ”ნარკომანია - გზა ჯოჯოხეთისკენ” მივიდნენ.
ვარდების მოედანზე, ნარკოპოლიტიკის კანონპროექტთან დაკავშირებით, მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ აქცია მიმდინარეობს
მოვითხოვთ, რომ პარლამენტში მოხდეს კანონპროექტის განხილვა, რომელიც ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციას შეეხება. ამასთან, მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, ახალ წლამდე შეიწყალოს
საახალწლო განათებების სამონტაჟო სამუშაოების გამო, ჭავჭავაძის გამზირსა და პეკინის ქუჩაზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება
საახალწლო განათებების სამონტაჟო სამუშაოების გამო, 11-12 დეკემბერს, ჭავჭავაძის გამზირსა და პეკინის ქუჩაზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
“ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის” იმედს გამოთქვამს, რომ სახელმწიფოსთვის ადამიანის უფლებები უმთავრესი პრიორიტეტი გახდება
არასამთავრობო ორგანიზაცია “ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის” იმედს გამოთქვამს, რომ სახელმწიფოსთვის ადამიანის უფლებები უმთავრესი პრიორიტეტი გახდება