არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4671
EUR
1 EUR
3.0375
RUB
100 RUB
4.3763
25-02-2018
ილია მეორე - ქართული საეკლესიო კალენდარი ძველ სტილზე დარჩება
13:57 31-01-2016
ილია მეორე - ქართული საეკლესიო კალენდარი ძველ სტილზე დარჩება მსოფლიო მართლმადიდებელთა საეკლესიო კრება ივნისში გაიმართება. როგორც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას ბრძანა, ეს გადაწყვეტილება ჟენევაში, მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურთა შეხვედრაზე მიიღეს. უწმინდესის თქმით, 15 მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიიდან ერთს - ამერიკის ეკლესიას - ყველა არ აღიარებს, როგორც ავტოკეფალურს. დარჩენილი 14-დან კი შეკრებას არ ესწრებოდნენ ანტიოქიის პატრიარქი, საბერძნეთის ეკლესიის მეთაური და პოლონეთის მიტროპოლიტი.

"ამ ერთი კვირის განმავლობაში იყო შეხვედრები, კამათი და კიდევ ერთხელ გამოვლინდა, რომ მართლმადიდებლობა არის ერთადერთი გზა სასუფევლისკენ. მართლმადიდებლობა არის ის ეკლესია, რომელიც ატარებს რწმენას და ტრადიციებს განუყოფელი სამოციქულო ეკლესიისა. მათ გადაწყვიტეს, რომ ივნისში ჩატარდება მართლმადიდებელი ეკლესიების საეკლესიო კრება და განიხილება ზოგიერთი საკითხი. ის საკითხები, რომელიც იწვევს განსხვავებულ აზროვნებას, მიდგომას, არ იქნება განხილული, მაგალითად, კალენდარი. ზოგიერთი ეკლესია ძველ სტილზეა, ზოგი - ახალზე, მაგრამ ეს არ არის დოგმატი. ჩვენ როგორც ვიყავით ძველ სტილზე, ისე დავრჩებით. უნდა ითქვას, რომ ყველაზე დიდი სიმტკიცე მართლმადიდებლობის ერთგულებისა ჩვენმა დელეგაციამ გამოიჩინა. მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველოს ეკლესია იყო, არის და იქნება მართლმადიდებლობის ერთგული აწ და მარადის. საქართველოს ეკლესია ის ეკლესიაა, რომელმაც გადაარჩინა ჩვენი ერი ნგრევისაგან და მომავალშიც ჩვენი ეკლესია იქნება მართლმადიდებლობის სადარაჯოზე", - განაცხადა უწმინდესმა. პატრიარქმა აღნიშნა, რომ ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც არის მართლმადიდებელი ეკლესიის წევრი.

ქადაგების დასრულების შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა რამდენიმე გვარი დალოცა და მრევლს თამარობის დღესასწაული მიულოცა.

იხილეთ ვიდეო: "რა ინფორმაცია ჩამოიტანა პატრიარქმა მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურთა შეხვედრიდან"
PLAYER_GET_VIDEOFLASH
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ვახტანგ ყოლბაიამ და მთავრობის წევრებმა იუნკრების ხსოვნას პატივი მიაგეს
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა, საქართველოს
გიორგი მარგველაშვილი - საქართველოს გამთლიანება მოხდება არა სამხედრო გზით, არამედ საზოგადოების გაერთიანებით
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ახალი კამპანიის "დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ - რესპუბლიკის 100 წელი" ფარგლებში გორში საჯარო ლექცია წაიკითხა.
თბილისის მერი იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
თბილისის მერი კახა კალაძე პარლამენტის სასახლეში 1921 წელს დაღუპულ იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
საქართველოს პრეზიდენტმა გორში ოკუპაციის მუზეუმი გახსნა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით გორის უნივერსიტეტში ოკუპაციის მუზეუმი გახსნა.
მიხეილ ჯანელიძე არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საკითხს გაეროს ხელმძღვანელ პირებთან ორმხრივ შეხვედრებზე დააყენებს
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე 25-27 თებერვალს სამუშაო ვიზიტით ჟენევას (შვეიცარიის კონფედერაცია) ეწვევა, სადაც მონაწილეობას მიიღებს
პარიზში სოფლის მეურნეობის 55-ე საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა
პარიზში სოფლის მეურნეობის 55-ე საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა და მინისტრთა შეხვედრა გაიმართა, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე
ილია მეორე - ეკლესია მართლმადიდებელი რომ არ ყოფილიყო, ძნელი წარმოსადგენია, რა იქნებოდა საქართველო
ეკლესია მართლმადიდებელი რომ არ ყოფილიყო, ძნელი წარმოსადგენია, რა იქნებოდა საქართველო, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა
„ევროპული საქართველო“ ინგოროყვას ქ. #22-ში საბჭოთა რეპრესიების მუზეუმის შექმნის ინიციატივით გამოდის
საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის დღეს პარტია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ წევრები თბილისში, ინგოროყვას ქ. #22-ში მდებარე შენობაში საბჭოთა ოკუპაციისა და რეპრესიების
კახა კალაძე - მესხიშვილი ამბობს რამეს თუ რომელიმე კონკრეტული ადამიანი, ეს ჩემთვის არაფერს ნიშნავს, უნდა იყოს შესაბამისი კვლევები წარმოდგენილი
საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ ნინო ჟვანიას ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობის არეალი მეწყერსაშიში ზონაა, გაუგებარია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა კახა კალაძემ განუცხადა.
"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" წარმომადგენელი - სამუშაო დრო არ გაზრდილა, მოხდა სამუშაო გრაფიკის გადალაგება
კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ადამიანური კაპიტალის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, რუსუდან სანიკიძის განცხადებით, კომპანიის კონტრაქტორებისთვის