არქივი
«« აგვისტო 2017 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.3885
EUR
1 EUR
2.7936
RUB
100 RUB
4.0193
18-08-2017
კახეთის მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის ღირებულება საქართველოს სხვა რეგიონების ფასებს გაუთანაბრდება
11:44 13-02-2016
კახეთის მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის ღირებულება საქართველოს სხვა რეგიონების ფასებს გაუთანაბრდება ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, კახეთის რეგიონის მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის ღირებულება საქართველოს სხვა რეგიონების ფასებს გაუთანაბრდება.
უწყების განმარტებით, 2016 წლის 1 მარტიდან, კახეთის მოსახლეობა მოხმარებულ ელექტროენერგიაში საქართველოს სხვა რეგიონების მოსახლეობის ანალოგიურ საფასურს გადაიხდის.

"კახეთის რეგიონის მოსახლეობის, დანარჩენი რეგიონების აბონენტებთან თანაბარ პირობებში ჩაყენების მიზნით, 2013 წლის პირველი აპრილიდან კახეთის რეგიონის მოსახლეობის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ, ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით ფინანსდებოდა, შედეგად კახეთის მოსახლეობა საქართველოს სხვა რეგიონების ანალოგიურ საფასურს იხდიდა მოხმარებულ ელექტროენერგიაში. ამისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2013-2016 წლებში ჯამურად 13 000 000 ლარამდე გამოიყო.

2015 წლის მე-3 კვარტალში საქართველოს რეგიონებში ელექტროენერგიის ტარიფები ძველ ნიშნულს დაუბრუნდა და კახეთის ელექტროენერგიის ტარიფებს გაუტოლდა. ამავდროულად, 2015 წლის 1 დეკემბერს, დასრულდა კახეთის რეგიონის მოსახლეობის სუბსიდირების პროგრამა. ზამთრის სეზონიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება კახეთში სუბსიდირების პროგრამა კიდევ სამი თვით გაეგრძელებინა, რისთვისაც ბიუჯეტიდან დამატებით 1 000 000 ლარზე მეტი გამოიყო.
სუბსიდირების პროგრამის დასრულების შედეგად, 2016 წლის 1 მარტიდან, კახეთის მოსახლეობა მოხმარებულ ელექტროენერგიაში საქართველოს სხვა რეგიონების მოსახლეობის ანალოგიურ საფასურს გადაიხდის.

რაც შეეხება კახეთის რეგიონის სოციალურად დაუცველ მოსახლეობას, კერძოდ მათ, რომელთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი სარეიტინგო ქულა ტოლია ან არ აღემატება 70 000 ქულას, 1 მარტიდანვე ამოქმედდება ელექტროენერგიის სუბსიდირების პროგრამა, მსგავსი პროგრამა უკვე მოქმედებს საქართველოს დანარჩენ რეგიონებში. პროგრამის ფარგლებში სოციალურად დაუცველი მოსახლეობა, რომელთა მიერ ერთი თვის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიის რაოდენობა ტოლია ან არ აღემატება 301 კილოვატ საათს, მოხმარებულ ერთ კილოვატ ელექტროენერგიაზე 3,95064 თეთრის ოდენობით შეღავათს მიიღებს.

იმ მომხმარებლებისთვის კი, რომელთა მიერ ერთი თვის განმავლობაში მოხმარებული ელექტროენერგიის ოდენობა 301 კილოვატ საათს აღემატება, ელექტროენერგიის ღირებულება არ შეიცვლება და იგივე დარჩება, რასაც 1 მარტამდე იხდიდნენ", - აცხადებენ სამინისტროში.

იხილეთ ვიდეო: კახეთში ელექტროენერგიის საფასური საქართველოს სხვა რეგიონების ფასებს გაუთანაბრდება
PLAYER_GET_VIDEOFLASH
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 21აგვისტოს აბონენტებს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 21 აგვისტოს „თელასის“ აბონენტების ნაწილს დროებით ელექტრომომარაგება შეეზღუდება.
გაერო-ს მოსახლეობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მსოფლიო ჰუმანიტარულ დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გაერო-ს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ნატალია კანემი მსოფლიო ჰუმანიტარულ დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 20 აგვისტოს აბონენტებს ელექტრომომარაგება შეეზღუდებათ
გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 20 აგვისტოს „თელასის“ აბონენტების ნაწილს, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო აბონენტებს ელექტრომომარაგება შეეზღუდებათ
გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 19 აგვისტოს “თელასის“ აბონენტებს ელექტრომომარაგება შეეზღუდებათ.
ირინა მილორავა - დღეს უბრალოდ წარმოუდგენელია, გავაკეთოთ რაიმე პროგნოზი ელექტროენერგიის მოსალოდნელ ტარიფთან დაკავშირებით
დღეს ჩვენგან უბრალოდ წარმოუდგენელია, გავაკეთოთ რაიმე პროგნოზი ელექტროენერგიის მოსალოდნელ ტარიფთან დაკავშირებით,
სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, სპეციალისტებმა სამეგრელოს მოსახლეობას კონსულტაციები გაუწიეს
სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთობლივი მასშტაბური პროექტის „მობილური ექსტენიცა“
გენადი მარგველაშვილმა თერჯოლის რაიონში გაზიფიცირებისა და ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების სამუშაოები დაათვალიერა
დეპუტატმა გენადი მარგველაშვილმა N47 საარჩევნო ოლქში, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფლებში გაზიფიცირებისა და საავტომობილო გზის
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3895 ლარი გახდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3895 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
გიორგი მარგველაშვილი - გიორგი ანწუხელიძემ თავისი სიცოცხლის ფასად აჩვენა ოკუპანტს, რომ შეიძლება ქართველი მოკლა, მაგრამ ვერ დააჩოქებ
გიორგი ანწუხელიძემ თავისი სიცოცხლის ფასად აჩვენა ოკუპანტს, რომ შეიძლება ქართველი მოკლა, მაგრამ ვერ დააჩოქებ, - ამის შესახებ ნათქვამია