არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4638
EUR
1 EUR
3.0595
RUB
100 RUB
4.3690
20-02-2018
ციხისძირში სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის დირექტორი - ივანიშვილმა სამუშაოები შეაჩერა
15:59 13-02-2016
ციხისძირში სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის დირექტორი - ივანიშვილმა სამუშაოები შეაჩერა თუ ჩემი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, პასუხსაც ვაგებ, - ამის შესახებ სამუშაოების შემსრულებელი კომპანია "ზიმოს" დირექტორმა ზურაბ კიკნაძემ ციხისძირში ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის სტუმრობის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ზურაბ კიკნაძემ ჟურნალისტებს განუმარტა, ყველანაირი ნებართვა სამუშაოების წარმოებისთვის აქვს და დოკუმენტაციას წარადგენს "სადაც საჭირო" იქნება. მისივე განმარტებით, მხოლოდ ერთი საბუთი არ აქვს მიწის კერძო მესაკუთრისგან, რომელიც საქართველოს მოქალაქე არ არის და მასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.

"აჭარის მთავრობისგან ხეების შეძენის დოკუმენტი მაქვს, რკინიგზის დეპარტამენტისგან მაქვს ნებართვა, რომ ამ ლიანდაგის იქეთ გადავიტან ხეებს. გზების დეპარტამენტი აკონტროლებს ზღვასთან მისვლის საკითხს და მათგან მაქვს უფლება, რომ ეს სამუშაოები შევასრულო. ერთადერთი რაც არა მაქვს, ეს არის კერძო მესაკუთრისგან ნებართვა, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე, მისი კომპანია დარეგისტრირებულია ოფშორულ ზონაში, პანამაში და მეპატრონეს ვერ ვპოულობთ. ლიანდაგიდან ზღვის სანაპირომდე ტერიტორია ეკუთვნის ამ პირს", - აღნიშნა ზურაბ კიკნაძემ.

მისივე განმარტებით, ხეები გაიყიდა, როგორც მოძრავი ნივთები:

"ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა შეაჩერა სამუშაოები. გვითხრა, გაარკვიეთ ყველაფერი და დაალაგეთ სიტუაცია. როგორც კი მოგვარდება ყველაფერი შემდეგ გააგრძელეთ სამუშაოებიო", - აღნიშნა ზურაბ კიკნაძემ.

ბიძინა ივანიშვილმა ციხისძირში ხეების გადარგვის სამუშაოების დასათვალიერებლად იყო მისული. ადგილზე მყოფ "ნაციონალური მოძრაობის" წევრებსა და ყოფილ პრემიერს შორის მცირე შელაპარაკებაც მოხდა. ხეების გადატანა ციხისძირიდან შეკვეთილში იგეგმება, რასაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრები აპროტესტებენ და ითხოვენ სამუშაოების წარმოების შესაბამის დოკუმენტაციას.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
2018 წლის მსოფლიო თასის გათამაშების პირველი ეტაპი ქართველი ეტლით მოფარიკავეებისათვის წარმატებული აღმოჩნდა
უნგრეთში, ეტლით ფარიკაობაში მსოფლიო თასის გათამაშების პირველ ეტაპზე ირმა ხეცურიანი ხმალში ოქროს მედლის, ხოლო რაპირაში ვერცხლის მფლობელი გახდა.
თბილისი ევროპის საავიაციო ფორუმს უმასპინძლებს
თბილისი 20-22 თებერვალს მასშტაბურ ღონისძიებას - ევროპის საავიაციო ფორუმს, CONNECT 2018-ს უმასპინძლებს. ფორუმზე დამსწრე დელეგატები განიხილავენ საჰაერო ტრანსპორტის
სამშენებლო ობიექტებზე უსაფრთხოების წესების დარღვევაზე ჯარიმის დეტალები ცნობილია
სამშენებლო ობიექტებზე უსაფრთხოების წესების დარღვევაზე საჯარიმო თანხა 3000 ლარიდან 30 000 ლარამდე იზრდება. შესაბამისი ცვლილებები პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი
ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სტამბოლის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ თურქეთში, სტამბოლის საერთაშორისო ტურისტულ
გია ვოლსკი „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით - არ ვფიქრობთ, რომ 2 მილიონი თუ მილიონ ნახევარი სარეკლამო ბაზარს დააზიანებს
რაც შეეხება 2 მილიონს, თუ მილიონ ნახევარს, ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ეს სარეკლამო ბაზარს დააზიანებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის
ტექნიკური სამუშაოების გამო, ჩარგლის ქუჩის მოსახლეობის ნაწილს ხვალ გაზმომარაგება შეუწყდება
ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 20 თებერვალს 12:00 საათიდან, გაზმომარაგება შეუწყდება სანზონაში, ჩარგლის ქუჩის № 73, № 75, № 77, № 79 ნომრებში მდებარე
გიორგი ბირბიჩაძის ინიციატივით, სკოლის მოსწავლეებს პირველადი გადაუდებელი დახმარების ტრენინგი ჩაუტარდათ
ავჭალის რაიონის სკოლის მოსწავლეებს პირველადი გადაუდებელი დახმარების საკითხზე ტრენინგი ჩაუტარდათ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის
სტუდენტებისთვის გამოფენა - „დაგეგმე კარიერა ტურიზმის სფეროში” მოეწყობა
ტურიზმის სფეროში კარიერის დასაგეგმად სტუდენტებისთვის 27 თებერვალს გამოფენა მოეწყობა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
ქსელზე ახალი აბონენტების მიერთების მიზნით, თბილისის ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
„თიბისის“ ბანკომატებიდან თანხის გამოტანა უკვე ბარათის წამკითხველზე ბარათის ან სტიკერის ერთი შეხებით არის შესაძლებელი
„თიბისი ბანკის“ ბანკომატებს ახალი ფუნქციონალი დაემატა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თიბისი ბანკიდან“ აცნობეს, „თიბისის“ ბანკომატებიდან თანხის