არქივი
«« აგვისტო 2017 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.3885
EUR
1 EUR
2.7936
RUB
100 RUB
4.0193
18-08-2017
"თბილისის სატრანსპორტო კომპანია" მეტროპოლიტენის თანამშრომელთა მიმართვას განიხილავს
18:10 01-03-2016
"თბილისის სატრანსპორტო კომპანია" მეტროპოლიტენის თანამშრომელთა მიმართვას განიხილავს შპს "თბილისის სატრანსპორტო კომპანია" მეტროპოლიტენის ელ. მატარებელთა მემანქანეებისა და მეტროპოლიტენში დასაქმებულთა, ასევე დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი "ერთობა 2013"-ის მიმართვას მერიის შესაბამის სტრუქტურებთან კოორდინაციაში განიხილავს, - ამის შესახებ შპს "თბილისის სატრანსპორტო კომპანია" განცხადებას ავრცელებს.

"შპს "თბილისის სატრანსპორტო კომპანია" მეტროპოლიტენის ელ. მატარებელთა მემანქანეებისა და მეტროპოლიტენში დასაქმებულთა ნაწილის მიერ დღეს გამართულ აქციას და სატრანსპორტო კომპანიის წინაშე გაჟღერებულ მოთხოვნებს ეხმაურება.

შპს "თბილისის სატრანსპორტო კომპანიას" 2016 წლის 1-ელ მარტს გარკვეული მოთხოვნებით მიმართა მეტროპოლიტენის ელ. მატარებელთა მემანქანეებმა და მეტროპოლიტენში დასაქმებულთა, დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი "ერთობა 2013"-ის წევრებმა. შპს "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" თანამშრომელთა მოთხოვნები, ძირითადად, შრომის ანაზღაურების მატებას შეეხებოდა, რაც მათ მიერ დღეს გამართულ აქციაზეც იქნა გაჟღერებული.
შპს "თბილისის სატრანსპორტო კომპანია" სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ კომპანიისთვის მნიშვნელოვანია თითოეული თანამშრომელი და აფასებს წლების განმავლობაში მათ მიერ გაწეულ შრომას, როგორც "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის", ასევე, დედაქალაქის და მისი მცხოვრებლების წინაშე, გამომდინარე იქიდან, რომ მეტროს გამართულ მუშაობას ქალაქისათვის სტრატეგიული მნიშვნელობა გააჩნია.

შპს "თბილისის სატრანსპორტო კომპანია" განიხილავს მეტროპოლიტენის ელ. მატარებელთა მემანქანეებისა და მეტროპოლიტენში დასაქმებულთა, დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი "ერთობა 2013"-ის მიმართვას მერიის შესაბამის სტრუქტურებთან კოორდინაციაში და მიმართვის ავტორებს გონივრულ ვადაში აცნობებს კომპანიის პოზიციას თანამშრომელთა მოთხოვნებთან დაკავშირებით.

ამასთან, შპს "თბილისის სატრანსპორტო კომპანია" ითვალისწინებს რა დასაქმებულთა პროფესიონალიზმს, მრავალწლიან თანამშრომლობასა და საკუთარი საქმის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობას, იმედს გამოთქვამს, რომ შრომითი ურთიერთობა გაგრძელდება ჩვეულ რეჟიმში და არ შეფერხდება თბილისის მეტროს მუშაობა", - აღნიშნულია განცხადებაში.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია მეტროპოლიტენის თანამშრომლების ნაწილმა დღეს პირობების გაუმჯობესების მიზნით აქცია მოაწყო. მეტროპოლიტენ "დიდუბის" სადგურთან თანამშრომელთა ნაწილი შეიკრიბა. აქციის მონაწილეების თქმით, ინფლაციის შედეგად მათი ხელფასი წინა წლებთან შედარებით დაბალი მსყიდველუნარიანობისააა. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, კანონის შესაბამისად ისინი 21 დღეს დაელოდებიან, რის შემდეგაც თუ ხელისუფლება მათ წერილებზე რეაგირებას არ მოახდენს, უვადო გაფიცვებს დაიწყებენ. მათივე თქმით, დღევანდელი საგაფიცვო მოქმედებების დაწყების მიუხედავად, მეტროპოლიტენი შეუფერხებლად მუშაობს.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 21აგვისტოს აბონენტებს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 21 აგვისტოს „თელასის“ აბონენტების ნაწილს დროებით ელექტრომომარაგება შეეზღუდება.
გაერო-ს მოსახლეობის ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მსოფლიო ჰუმანიტარულ დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გაერო-ს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ნატალია კანემი მსოფლიო ჰუმანიტარულ დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 20 აგვისტოს აბონენტებს ელექტრომომარაგება შეეზღუდებათ
გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 20 აგვისტოს „თელასის“ აბონენტების ნაწილს, ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო აბონენტებს ელექტრომომარაგება შეეზღუდებათ
გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 19 აგვისტოს “თელასის“ აბონენტებს ელექტრომომარაგება შეეზღუდებათ.
ირინა მილორავა - დღეს უბრალოდ წარმოუდგენელია, გავაკეთოთ რაიმე პროგნოზი ელექტროენერგიის მოსალოდნელ ტარიფთან დაკავშირებით
დღეს ჩვენგან უბრალოდ წარმოუდგენელია, გავაკეთოთ რაიმე პროგნოზი ელექტროენერგიის მოსალოდნელ ტარიფთან დაკავშირებით,
სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, სპეციალისტებმა სამეგრელოს მოსახლეობას კონსულტაციები გაუწიეს
სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთობლივი მასშტაბური პროექტის „მობილური ექსტენიცა“
გენადი მარგველაშვილმა თერჯოლის რაიონში გაზიფიცირებისა და ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელების სამუშაოები დაათვალიერა
დეპუტატმა გენადი მარგველაშვილმა N47 საარჩევნო ოლქში, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფლებში გაზიფიცირებისა და საავტომობილო გზის
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3895 ლარი გახდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3895 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
გიორგი მარგველაშვილი - გიორგი ანწუხელიძემ თავისი სიცოცხლის ფასად აჩვენა ოკუპანტს, რომ შეიძლება ქართველი მოკლა, მაგრამ ვერ დააჩოქებ
გიორგი ანწუხელიძემ თავისი სიცოცხლის ფასად აჩვენა ოკუპანტს, რომ შეიძლება ქართველი მოკლა, მაგრამ ვერ დააჩოქებ, - ამის შესახებ ნათქვამია