არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4578
EUR
1 EUR
2.8597
RUB
100 RUB
3.8955
25-06-2018
"ლიბერთი ბანკი" ბანკომატის საშუალებით ყალბი ბანკნოტის გავრცელების შესაძლებლობას გამორიცხავს
19:33 26-03-2016
"ლიბერთი ბანკი" ბანკომატის საშუალებით ყალბი ბანკნოტის გავრცელების შესაძლებლობას გამორიცხავს "ლიბერთი ბანკი" გამორიცხავს მისი ბანკომატების საშუალებით ყალბი ბანკნოტების გავრცელებას. როგორც "ლიბერთი ბანკის" facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ბანკში დანერგილია ბანკის ქსელის მეშვეობით თანხის მიმოქცევის უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტები, რაც უზრუნველყოფს ყალბი ბანკნოტების გავრცელების პრევენციას ქსელის მასშტაბით.

"ინტერპრესნიუსი" "ლიბერთი ბანკის" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"გვსურს გამოვეხმაუროთ თითქოსდა "ლიბერთი ბანკის" ბანკომატის საშუალებით 20- ლარიანი ბანკნოტის გაცემასთან დაკავშირებით დღეს გავრცელებულ ინფორმაციას.

"ლიბერთი ბანკში" დანერგილია ბანკის ქსელის მეშვეობით თანხის მიმოქცევის უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტები, რაც სრულად უზრუნველყოფს ყალბი ბანკნოტების გავრცელების პრევენციას ქსელის მასშტაბით. ბანკის თანამშრომლები მკაცრად ითვალისწინებენ ბანკომატში თანხის ჩატვირთვის უსაფრთხოების დადგენილ ნორმებს. ბანკომატში ძირითადად იტვირთება ეროვნული ბანკისგან მიღებული ბანკნოტები. ბანკომატის ქსელში ჩატვირთვამდე, ბანკის ფულის მიმოქცევის დეპარტამენტისა და ბანკომატების ჯგუფის შესაბამისი სპეციალისტების მიერ ბანკნოტები მოწმდება Gorsrckr & Drtvorny ყალბი ბანკოტების ამომცნობი და დამხარისხებელი მოწყობილობების მეშვეობით, რომელიც ერთ-ერთი ლიდერია აღნიშნული მოწყობილობების წარმოების ბაზარზე და სრულად აკმაყოფილებს უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტებს. მოწყობილობა სათითაოდ ამოწმებს თითოეულ ბანკნოტს და ცალკე გამოყოფს საეჭვო ბანკნოტებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში, რათა დამატებით მოხდეს ბანკნოტების ვიზუალური დათვალიერება და ელექტრო მოწყობილობით შეფასება. ბანკომატში იტვირთება მხოლოდ შემოწმების შედეგად დამტკიცებული ბანკნოტები. "ლიბერთი ბანკი" საკუთარ მომხმარებელს 450-მდე ბანკომატით ემსახურება, საიდანაც მომხმარებელს ყოველთვიურად საშუალოდ 170 მილიონ ლარამდე ოდენობის თანხა გააქვს.

რაც შეეხება, ფულადი თანხის მიმოქცევას "ლიბერთი ბანკის" მომსახურების ცენტრებში, მოლარე ოპერატორები და სხვა შესაბამისი თანამშრომლები, ვიზუალური დათვალიერების გარდა, კუპიურებს ამოწმებენ სპეციალური ელექტრონული მოწყობილობებით, რაც დამატებით უზრუნველყოფს ყალბი ბანკნოტების მიმოქცევის პრევენციას საბანკო ქსელის სალაროებში. ამასთან აღსანიშნავია, რომ სალაროში მოხვედრილი თანხა, ბანკომატში მოხვედრამდე ვიზუალური დათვალიერების და სალაროს ელექტრო მოწყობილობის შემოწმების გარდა, დამატებით სრულად გაივლის ბანკომატში თანხის ჩატვირთვის უსაფრთხოების ზემოაღნიშნულ პროცედურას.

მიუხედავად იმისა, რომ ბანკში მკაცრად არის დაცული უსაფრთხოების წესები და გამოვრიცხავთ ბანკომატის საშუალებით ყალბი ბანკნოტის გავრცელების შესაძლებლობას, "ლიბერთი ბანკი" მზად არის ნებისმიერი ფორმით ითანამშრომლოს სამართალდამცავ სტრუქტურებთან გავრცელებულ ფაქტზე ჭეშმარიტების დადგენის მიზნით.

სამართალდამცავ სტრუქტურებთან თანამშრომლობის პარალელურად, "ლიბერთი ბანკი" განაგრძობს საკუთარი მომხმარებლების უფლებების დაცვასა და მათ ფინანსურ უსაფრთხოებაზე ზრუნვას. ამ მიზნით მომხმარებელს საკუთარი უფლებების უკეთ დასაცავად რამდენიმე ალტერნატიულ მექანიზმს სთავაზობს, რომლითაც მათ 24 საათის განმავლობაში, უწყვეტ რეჟიმში შეუძლიათ ისარგებლონ როგორც ფიზიკურად ბანკის მომსახურების ნებისმიერ წერტილში მისვლით, ასევე დისტანციურად, სატელეფონო ცენტრისა ან ვებ გვერდის -www.lobrtyubank.ge - გამოყენებით", - ნათქვამია "ლიბერთი ბანკის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღეს მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ლიბერთი ბანკის" ბანკომატის მეშვეობით ერთი ცალი ყალბი 20-ლარიანი ბანკნოტი გავრცელდა.




მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
დღეს კლდეზე ცოცვის ფესტივალი ჩატარდება
დღეს, ჭიათურაში, კაცხში, საქართველოს სპორტისა და კულტურის სამინისტროს, საქართველოს მეკლდეურთა ეროვნული ფედერაციის
პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, თბილისის გარკვეულ რაიონებს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დღეს თბილისის გარკვეულ რაიონებს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.
თსუ-ში ფორუმი - „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გახსენება 100 წლის შემდეგ: მოდელი ევროპისთვის?“ გაიხსნება
დღეს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმი - „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის
Startup Grind-ის ორგანიზებით, თბილისს ცნობილი „ენჯელ ინვესტორი“ ზეკ კოელიუსი ეწვევა
Startup Grind-ის ორგანიზებით, თბილისს ცნობილი „ენჯელ ინვესტორი“ ზეკ კოელიუსი ეწვევა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ Startup Grind თბილისიდან აცნობეს,
დღეს, ქობულეთის შემოვლითი გზის მე-2 მონაკვეთის გახსნის ღონისძიება გაიმართება
დღეს, ქობულეთის შემოვლითი გზის მე-2 მონაკვეთის გახსნის ღონისძიება გაიმართება. რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით,
მამუკა ბახტაძე - საქართველო ჩემპიონების სამშობლოა, ხოლო ოლიმპიელები ჩვენი დროის გმირები არიან
საქართველოს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მოსახლეობა დიდი არ არის, ისტორიულად უნიკალური შედეგები აქვს სპორტში, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო
პარლამენტმა, შესაძლოა, “შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ“ კანონი მიიღოს
პარლამენტმა შესაძლოა, “შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ“ კანონი მიიღოს. პროექტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მოამზადა,
კანონს, რომლის საფუძველზეც მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია ხორციელდება, ვადა 2019 წლის 1-ელ იანვრამდე უგრძელდება
კანონს, რომლის საფუძველზეც მიწის ნაკვეთებზე საკუთრების რეგისტრაცია ხორციელდება, ვადა 2019 წლის 1-ელ იანვრამდე უგრძელდება.
მეუფე შიო - სამწუხაროა, რომ მასმედიაში და სოციალურ ქსელებში ვეხებით დიდ უსიყვარულობას, სისასტიკეს, დაუსაბუთებელ ბრალდებებს, უხეშობას, გინებას
სამწუხაროა, რომ მასმედიაში და სოციალურ ქსელებში ვეხებით დიდ უსიყვარულობას, მოუფრთხილებლობას, სისასტიკეს, დაუსაბუთებელ ბრალდებებს, უხეშობას,
გარკვეული კატეგორიების მართვის მოწმობების შეცვლის ვადა 2019 წლის 1-ელ მარტამდე გადაიწევს
2006 წლის 1-ელი აპრილიდან 2014 წლის 1-ელ მარტამდე საქართველოში გაცემულ “C“, “CE“, “D“, “DE“, “C1“, “C1E“, “D1“ და “D1E“ კატეგორიების მართვის მოწმობებს