არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4778
EUR
1 EUR
2.9746
RUB
100 RUB
4.2802
21-09-2017
კოლხური ბზის გადარჩენის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების პირველი ეტაპი დასრულდა
13:38 09-06-2016
კოლხური ბზის გადარჩენის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების პირველი ეტაპი დასრულდა კოლხური ბზის გადარჩენის ეროვნული მრავალწლიანი სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიება - ბზის ალურით (Cydalima perspectalis) დაზიანებული კოლხური ბზის კორომების შეწამვლითი ღონისძიების პირველი ეტაპი დასრულდა.

ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, სამუშაოები იმერეთის, გურიისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული ტყის ფონდის 400 ჰა-ზე განხორციელდა.

შეწამვლის პრეპარატის შესხურება სპეციალური ტექნიკის საშუალებით, თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური ქარხნული აეროზოლის გენერატორის გამოყენებით მოხდა, რომელიც არეგულირებს სითხის დისპერსიულობის დონეს, სითხე გადაყავს აეროზოლში - ნისლში და გამიზნულია უშუალოდ ტყის ფართობების დასამუშავებლად.

სატყეო-პათოლოგიურ კვლევასთან ერთად სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აგრარული უნივერსიტეტიდან მიღებული რეკომენდაციების საფუძველზე პრეპარატი შეირჩა დიდი სიფრთხილით, რადგან, შეწამვლა შესაძლოა რიგ ადგილებში განხორციელდეს დასახლებული ადგილებისა ან/და სასოფლო სამეურნეო სავარგულებთან ახლოს.

პრეპარატი ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) კლასიფიკაციით მიეკუთვნება საშიშროების ყველაზე დაბალ კლასს - არ არის ტოქსიკური ადამიანების, თბილსისხლიანი ცხოველებისათვის, თევზებისათვის, ფუტკრებისათვის და სასარგებლო მწერებისათვის მითითებული ნორმით და წესით გამოყენების შემთხვევაში.

კოლხური ბზა „წითელი ნუსხით“ დაცული სახეობაა და მისმა ხმობამ ბუნებრივი გავრცელების მთელ არეალზე ბოლო რამოდენიმე წელია მასიური ხასიათი მიიღო.

სამინისტროს მიერ შემუშავებული „კოლხური ბზის გადარჩენის ეროვნული რეაგირების გეგმის“ ფარგლებში მიმდინარე და მომავალ წლებში სააგენტო მავნებელ-დაავადებებთან ბრძოლის გარდა ბზის აღდგენისა და კონსერვაციის ღონისძიებების განხორციელებას გეგმავს.

მავნებელთან ბრძოლის პროცესი სპეციალისტების ზედამხედველობის ქვეშ მიმდინარეობს და მავნებლის ბიოლოგიის გათვალისწინებით დაზიანებული ბზის კორომების შეწამვლა წლის ბოლომდე რამოდენიმეჯერ განხორციელდება.

InterPressNews.Ge
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
 „ადამიანის უფლებათა ცენტრი” განათლების სამინისტროს ტყუილის თქმაში ადანაშაულებს
„ადამიანის უფლებათა ცენტრი” განათლების სამინისტროს ტყუილის თქმაში ადანაშაულებს. ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის
სემეკი ხვალ ელექტროენერგიის წარმოების 2017 წლის ტარიფების კორექტირებაზე იმსჯელებს
სემეკი ხვალ, ელექტროენერგიის წარმოების 2017 წლის ტარიფების კორექტირებაზე იმსჯელებს. როგორც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების
ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში ხვალ ბავშვთა ნეფროლოგები კონსულტაციებს ჩაატარებენ
მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში ხვალ 11:00-16:00 საათამდე, თბილისიდან მიწვეული პროფესიონალი
ანგარიშგებების წარდგენისა და გასაჯაროების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურმა ანგარიშგებების
განათლების სამინისტრო - სკოლების საპირფარეშოების მონიტორინგი მკაცრდება
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლების საპირფარეშოებში არსებული ჰიგიენური მდგომარეობის საკითხზე განმარტებას აკეთებს.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4808 ლარი გახდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4808 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის
დიმიტრი ქუმსიშვილი - საჯარო ფინანსების მართვის რეფორმა მხოლოდ მაშინ არის შედეგიანი, როდესაც არსებობს მისი განხორციელების ძლიერი პოლიტიკური ნება
საჯარო ფინანსების მართვის რეფორმა მხოლოდ მაშინ არის შედეგიანი, როდესაც არსებობს მისი განხორციელების ძლიერი პოლიტიკური ნება,
დიმიტრი ქუმსიშვილმა ევროკავშირს პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა
სასტუმრო "ბილტმორში" დღეს საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის პროგრესის ამსახველი პუბლიკაციის პრეზენტაცია გაიმართა,
ტურიზმის საინფორმაციო ცენტრებისთვის ტრენინგი ტარდება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციის საინფორმაციო ცენტრების თანამშრომლებს ტრენინგი ჩაუტარდათ.
რობერტ ლოუსონი - ქვეყნების უმეტესობა ისურვებდა ისეთივე ეკონომიკური სისტემა ჰქონდეს, რაც დღეს საქართველოშია
დღეს საქართველოს ეკონომიკა იმაზე თავისუფალია, ვიდრე მრავალი სხვა ქვეყნის, მათ შორის ჩემი ქვეყნის ეკონომიკა, - ამის შესახებ ფრეიზერის