არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4778
EUR
1 EUR
2.9746
RUB
100 RUB
4.2802
21-09-2017
ეროვნული სატყეო სააგენტო ბორჯომში სანიტარულ ჭრებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
17:46 17-06-2016
ეროვნული სატყეო სააგენტო ბორჯომში სანიტარულ ჭრებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ბორჯომში განსახორციელებელ სანიტარულ ჭრებთან დაკავშირებით, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო განცხადებას ავრცელებს.
ეროვნული სატყეო სააგენტო ბორჯომში, ე.წ „პლატოს“ ტერიტორიაზე დაფიქსირებულ, გზის გასწვრივ დასაწყობებულ მორებზე აკეთებს განმარტებას, რომლის ამსახველი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა.

განცხადების ტექსტს „ინტერპრესნიუსს“ უცვლელად გთავაზობთ.

„სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეოჩანაწერი, რომელიც გადაღებულია ბორჯომში, ე.წ „პლატოს“ ტერიტორიაზე და სადაც დაფიქსირებულია გზის გასწვრივ დასაწყობებული მორები.

მიუხედავად იმისა, რომ სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ ჯერ კიდევ გასული წლიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია, სამცხე-ჯავახეთში და პირველ რიგში, ბორჯომში განსახორციელებელ სანიტარულ ჭრებთან დაკავშირებით, საზოგადოების მაღალი ინტერესის გამო კიდევ ერთხელ ვრცლად განვმარტავთ ვიდეო ჩანაწერში ასახულ სიტუაციას.

წიწვოვანი კორომების მასიური ხმობა სამცხე-ჯავახეთში 2011 წლისთვის გამოვლინდა. 2011 წელს განხორციელებული სატყეო-პათოლოგიური შესწავლის საფუძველზე 2012 წლიდან სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ადიგენის, ასპინძა-ახალქალაქის, ახალცხისა და ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო უბნების ტერიტორიაზე სააგენტო ახორციელებდა გამოვლენილი მავნებლის (მბეჭდავი ქერქიჭამია - Ips typographus) წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებს ფერომონიანი მწერსაჭერებით (ტერიტორიაზე განთავსებული 5000 ცალი მწერსაჭერის მონიტორინგი სპეციალისტების მიერ პერმანენტულად ხორციელდება), მიუხედვად ბრძოლის ღონისძიებების შედეგად ხმობის ინტენსივობის კლებისა, საუკეთესო შედეგის მიღებისა და მავნებლის სრულად ლიკვიდიციისათვის აუცილებელია ბრძოლის ღონისძიებების გაგრძელება, მათ შორის სანიტარული ჭრების განხორციელება, რაც რეკომენდირებულია სატყეო-პათოლოგიური შესწავლითა და 2015 წელს ბრძოლის ღონისძიების შეფასების დოკუმენტით.

შესწავლის შედეგებზე დაყრდნობით ხმობის ყველაზე მაღალი ინტენსივობა დაფიქსირებულია ბორჯომ-ბაკურიანის სატყეო უბნის, ჩარხისწყლის სატყეოს (ე.წ ბორჯომის პლატო) ტერიტორიაზე.

მდგომარეობას ამძაფრებს ისიც, რომ აღნიშნული ტერიტორია, მისი დასახლებულ პუნქტთან სიახლოვის გამო წარმოადგენს ძირითად სარეკრეაციო ზონას და მნიშვნელოვანია მისი შენარჩუნება როგორც ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნებისთვის, ასევე, რეგიონის ინფრასტრუქტურისა და ტურისტული პოტენციალის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით. შესაბამისად, პირველ ეტაპზე სანიტარული ჭრები დაიგეგმა და ხორცილდება ზემოაღნიშნულ ტერიტორიაზე.

სანიტარულ ჭრები ხორციელდება ორგანიზებულად, სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე. განმახორციელებელი კომპანია ვალდებულია, მავნებლით ძლიერ დაზიანებული ხმელი და ხმობადი ხეების მოჭრის გარდა განახორციელოს მოჭრილი ხის გაქერქვა, ჭრის ადგილების დასუფთავება, ჭრის ნარჩენისა და განაქერქის განადგურება (დაწვა) უსაფრთხოების წესების დაცვით.

პროცესს ზედამხედველობას სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახური უწევს.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჭრის დასრულების შემდეგ დაგეგმილია შესაბამისი ტყის აღდგენის ღონისძიებების განხორციელებაც.

ტყის ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიება აქ გასულ წელს დაიწყო 4 ჰა-ზე მეტი ტერიტორია გაიწმინდა და შეიღობა ძოვებისგან დაცვის მიზნით, ხოლო, სამომავლოდ დაგეგმილია 269 ჰექტარზე განხორციელდეს ტყის აღდგენის ღონისძიებების დაპროექტება/განხორციელება. ტყის აღდგენის სამუშაოების შეუფერხებლად წარმოებისა და ადგილობრივი სარგავი მასალით უზრუნველყოფის მიზნით, სააგენტოს მიერ ტყის დროებითი სანერგეების მოწყობა რეგიონში გასულ წელს დაიწყო.

მბეჭდავი ქერქიჭამია (Ips typographus) საქართველოში პირველად 1952 წელს გამოჩნდა. მავნე მწერი ჩრდილოეთის რეგიონებიდან იპორტირებულ გაუქერქავ ხე-ტყეს შემოჰყვა. ყველაზე დიდი ზიანი მავნებელმა სამცხე-ჯავახეთის რეგიონს, ბორჯომის ხეობას მიაყენა და იმ პერიოდისთვის მის შესაჩერებლად რიგ ადგილებში პირწმინდა ჭრების ჩატარებაც კი გახდა აუცილებელი.

ბორჯომში, ე.წ „პლატოს“ ტერიტორია ეროვნული სატყეო სააგნეტოსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული და მნიშვნელოვანი ფართობია. აღნიშნულ ტერიტორიაზე სანიტარული ჭრების მუდმივ მონიტორინგს ანხორციელებს სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახური“, - ნათქვამია განცხადებაში.

InterPressNews.Ge
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
 „ადამიანის უფლებათა ცენტრი” განათლების სამინისტროს ტყუილის თქმაში ადანაშაულებს
„ადამიანის უფლებათა ცენტრი” განათლების სამინისტროს ტყუილის თქმაში ადანაშაულებს. ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის
სემეკი ხვალ ელექტროენერგიის წარმოების 2017 წლის ტარიფების კორექტირებაზე იმსჯელებს
სემეკი ხვალ, ელექტროენერგიის წარმოების 2017 წლის ტარიფების კორექტირებაზე იმსჯელებს. როგორც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების
ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში ხვალ ბავშვთა ნეფროლოგები კონსულტაციებს ჩაატარებენ
მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში ხვალ 11:00-16:00 საათამდე, თბილისიდან მიწვეული პროფესიონალი
ანგარიშგებების წარდგენისა და გასაჯაროების შესახებ პრეზენტაცია გაიმართა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურმა ანგარიშგებების
განათლების სამინისტრო - სკოლების საპირფარეშოების მონიტორინგი მკაცრდება
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლების საპირფარეშოებში არსებული ჰიგიენური მდგომარეობის საკითხზე განმარტებას აკეთებს.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4808 ლარი გახდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4808 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის
დიმიტრი ქუმსიშვილი - საჯარო ფინანსების მართვის რეფორმა მხოლოდ მაშინ არის შედეგიანი, როდესაც არსებობს მისი განხორციელების ძლიერი პოლიტიკური ნება
საჯარო ფინანსების მართვის რეფორმა მხოლოდ მაშინ არის შედეგიანი, როდესაც არსებობს მისი განხორციელების ძლიერი პოლიტიკური ნება,
დიმიტრი ქუმსიშვილმა ევროკავშირს პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა
სასტუმრო "ბილტმორში" დღეს საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის პროგრესის ამსახველი პუბლიკაციის პრეზენტაცია გაიმართა,
ტურიზმის საინფორმაციო ცენტრებისთვის ტრენინგი ტარდება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციის საინფორმაციო ცენტრების თანამშრომლებს ტრენინგი ჩაუტარდათ.
რობერტ ლოუსონი - ქვეყნების უმეტესობა ისურვებდა ისეთივე ეკონომიკური სისტემა ჰქონდეს, რაც დღეს საქართველოშია
დღეს საქართველოს ეკონომიკა იმაზე თავისუფალია, ვიდრე მრავალი სხვა ქვეყნის, მათ შორის ჩემი ქვეყნის ეკონომიკა, - ამის შესახებ ფრეიზერის