არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4402
EUR
1 EUR
3.0017
RUB
100 RUB
3.9729
23-04-2018
ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი - ეკონომიკური დავები სასამართლომდე შესაძლოა უზენაესი სასამართლოს სამეცნიერო საკონსულტაციო საბჭომ განიხილოს
13:02 06-07-2016
ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი - ეკონომიკური დავები სასამართლომდე შესაძლოა უზენაესი სასამართლოს სამეცნიერო საკონსულტაციო საბჭომ განიხილოს ეკონომიკური დავები სასამართლომდე შესაძლოა უზენაესი სასამართლოს სამეცნიერო საკონსულტაციო საბჭომ განიხილოს, - ამის შესახებ „ნატახტარის“ კორპორატიულ საკითხთა დირექტორმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა განაცხადა.

მისი განმარტებით, ბიზნესისა და სასამართლო ხელისუფლების მიერ დღეს გამართულ შეხვედრაზე სწორედ ერთ-ერთი მსგავსი იდეა გაჟღერდა და ახლა ამ იდეის განხილვა მიმდინარეობს. კითხვაზე, თუ რა საკითხები განიხილეს შეხვედრაზე, ხუნძაკიშვილმა აღნიშნა, რომ საუბარია ზოგადად სასამართლო ხელისუფლებასა და ბიზნესს შორის დიალოგზე. მისივე თქმით, მსგავსი შეხვედრა საქართველოს რეალობაში უპრეცედენტოა.

„საუბარი შეეხება იმ საკითხებს და პრობლემებს, რომლებიც სასამართლოს წინაშე დგას. ესენიც ადამიანები არიან, ჩვენი საზოგადოების წევრები და ისინი შეზღუდული რესურსების პირობებში მუშაობენ. შესაბამისად, მათ სხვადასხვა ტიპის პრობლემები აქვთ. წარმოიდგინეთ, რომ ერთ მოსამართლეზე შესაძლოა 300 საქმე მოდიოდეს, რა ხარისხი უნდა მოვთხოვოთ მათ. თუმცა მაქსიმალურად ცდილობენ მიუკერძოებლები, გამჭვირვალეები, არაკორუმპირებულები იყვნენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ხუნძაკიშვილმა.

მისივე თქმით, გაჟღერდა იდეა, რომ სასამართლოში წასვლამდე საქმეები განიხილოს უზენაესი სასამართლოს სამეცნიერო საკონსულტაციო საბჭომ.

„შესაძლოა ბიზნესმა მიმართოს დავის დაწყებამდე ამ საბჭოს, რომ განზოგადებულად განიხილოს საკითხი და მან მისცეს რჩევა ბიზნესს, ღირს თუ არა კონკრეტულ საკითხზე სასამართლოში წასვლა. რეალობა არის ის, რომ ყველაფერზე მივმართავთ სასამართლოს“, - აღნიშნა ხუნძაკიშვილმა.

ევროკავშირ-საქართველოს ბიზნესსაბჭოს ორგანიზებით სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ბიზნესის სექტორის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა უკვე ერთ საათზე მეტია მიმდინარეობს.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
„ბიბლუსი გალერეამ“ თანამედროვე ქართველ მწერლებს, ციკო ინაურსა და ლუკა ბაქანიძეს უმასპინძლა
წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით „ბიბლუსისა“ და „პალიტრა L“-ის ორგანიზებით, „ბიბლუსი გალერეამ“ თანამედროვე ქართველ მწერლებს, ციკო ინაურსა და ლუკა ბაქანიძეს უმასპინძლა.
თსუ-ში სახალისო შემეცნებითი კვირეული - „ბავშვები უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში“ გაიხსნა
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სახალისო შემეცნებითი კვირეული - „ბავშვები უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში“ გაიხსნა.
ალერგიის მსოფლიო კვირეულის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართება
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის
ნაძალადევში გამწვანების აქცია გაიმართა
ნაძალადევში დედამიწის დღისადმი მიძღვნილი გამწვანების აქცია გაიმართა.
გეგმური სამუშაოების გამო ხვალ თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
გეგმური სამუშაოების გამო 24 აპრილს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება.
“სს ინსტიტუტი იგჰ“ საავტომობილო გზების დეპარტამენტის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
“სს ინსტიტუტი იგჰ“ საავტომობილო გორის გვირაბის გადაკეტვის გამო კომპანიის დაჯარიმების შესახებ გზების დეპარტამენტის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება, - ამის შესახებ კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი.
ვაშინგტონში ქართული ფილმის „მონანიება“ ჩვენება გაიმართა
საქართველოს საელჩოს ორგანიზებით აშშ-ში, ჯონს ჰოპკინსის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლაში, ქართული ფილმის ჩვენება გაიმართა.
საქართველო კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წლის ინიციატივას ოფიციალურად უერთდება
ევროკომისიის ინიციატივითა და ევროპის პარლამენტის გადაწყვეტილებით, 2018 წელი კულტურული მემკვიდრეობის წლად გამოცხადდა.
დავით ჭიჭინაძე - შევხვდი არჩილ თალაკვაძეს - დავილაპაკეთ და შევთანხმდით, რომ კომენტარს არ ვაკეთებთ
შევხვდი უმრავლესობის ლიდერს არჩილ თალაკვაძეს - დავილაპაკეთ და შევთანხმდით, რომ კომენტარს არ ვაკეთებთ, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“
თსუ-ში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ლექციათა ციკლი დაიწყო
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკისა და უნივერსიტეტის 100 წლის