არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4417
EUR
1 EUR
2.8436
RUB
100 RUB
3.8430
22-07-2018
თურქეთის ელჩმა საქართველოს განათლების სამინისტრო უკომენტაროდ დატოვა
13:59 21-07-2016
თურქეთის ელჩმა საქართველოს განათლების სამინისტრო უკომენტაროდ დატოვა თურქეთის ელჩმა საქართველოში ზაქი ლევენთ გუმრუქჩუმ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უკვე დატოვა. ელჩს მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი არ გაუკეთებია.
თურქეთის ელჩი უწყებაში დაახლოებით ერთი საათის წინ, ცენტრალური შესასვლელიდან შევიდა, თუმცა სამინისტრო ეზოდან, ავტომობილით დატოვა.

„ინტეპრესნიუსის“ ინფორმაციით, ზაქი ლევენთ გუმრუქჩუ უწყებაში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველ მოადგილეს, ქეთევან ნატრიაშვილს შეხვდა.

როგორც სააგენტოს სამინისტროში განუცხადეს, ელჩის სტუმრობა არანაირად არ უკავშირდება ფეთჰულა გიულენთან დაკავშირებული საგანმანათლებლო დაწესებულებების შესახებ საქართველოში თურქეთის გენერალური კონსულის იასინ თემისქანის მიერ გაკეთებულ განცხადებას.
16 ივლისს, თურქეთში მომხდარ სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით თურქეთის გენერალურმა კონსულმა იასინ თემისქანმა კომენტარი გააკეთა. კონსული გადატრიალების მცდელობასთან აშშ-ში მცხოვრები ფეტჰულა გიულენის კავშირზე საუბრობს.

„ეს ხალხი იმაგრებს საკუთარ პოზიციებს სკოლების მეშვეობით, ანუ ზრდიან თაობებს, რომლებიც არა სახელმწიფოს, არამედ ტერორისტულ დაჯგუფებებს ემსახურებიან. სამწუხაროდ, აჭარაში არის მსგავსი სკოლები. ერთ-ერთია რეფაიდინ შაჰინის სკოლა-ლიცეუმი. მე მოვუწოდებ აჭარის მოსახლეობას, ქართველ ხალხს, ნუ გაუშვებთ შვილებს ამ სკოლაში, ნუ ასწავლით, იმიტომ რომ ეს არის ტერორისტული დაჯგუფება და აქ ტერორისტულ მიზნებს ემსახურებიან. უახლოეს პერიოდში მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, რათა ამ ორგანიზაციების სკოლები დაიხუროს“, - განაცხადა კონსულმა, რომლის კომენტარის ქართული თარგამანი TV 25-მა გაავრცელა.

კონსულის აღნიშნულ განცხადებას საქართველოში აჟიოტაჟი მოჰყვა, რასთან დაკავშირებითაც, მოგვიანებით, თურქეთის ელჩმა განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ კონსულის კომენტარი მედიაში არასწორი ინტერპრეტაციით გავრცელდა.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
მაია ცქიტიშვილი და ლევან დავითაშვილი განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტთა ფორუმის მონაწილეებს თანამშრომლობის პერსპექტივებზე ესაუბრნენ
განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტთა ასოციაციის წევრები, კურსდამთავრებულებთან ერთად, მაია ცქიტიშვილი და ლევან დავითაშვილი იქნებიან, - ამის შესახებ
23 ივლისიდან უნიკალური ქართული პროექტი „საქართველოს ინტერაქციული რუკა“ გამოიცემა
23 ივლისიდან, ორ კვირაში ერთხელ ახალი ქართული საგამომცემლო პროექტი, „საქართველოს ინტერაქციული რუკა“ გამოიცემა.
ზვიად კვაჭანტირაძე ქართველ ემიგრანტებს მიმართავს
„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანულ კანონში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა
კახა კალაძემ კიკეთში ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური მთაწმინდის რაიონში, დაბა კიკეთში, ცომაიასა და თაყაიშვილის ქუჩების კაპიტალურ რეაბილიტაციას აწარმოებს.
კომპანია "კოლორპაკის" დირექტორი “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტებს მიმართავს
კომპანია "კოლორპაკის" დირექტორი “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტებს მიმართავს. კომპანია “კოლორპაკის” დირექტორის მიმართვას „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:
რეგიონალური ბიბლიოთეკებისთვის ესეების კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართება
საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, 23 ივლისს, ესეების კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.
პარლამენტმა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონი მიიღო
პარლამენტმა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონპროექტი, თანმდევ საკანონმდებლო ცვლილებებთან ერთად, მესამე მოსმენით მიიღო.
მიხეილ ბატიაშვილმა საჯარო და კერძო უმაღლესი სასწავლებლების რექტორებთან სისტემაში არსებულ პრობლემების მოგვარების გზებზე ისაუბრა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა საჯარო და კერძო უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების
ივერთუბანში ორ ქუჩაზე გზის საფარის დაგება მიმდინარეობს
თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, რიმა ბერაძემ და ამავე რაიონის გამგებელმა, ზურაბ ჩიკილაძემ ჩუღურეთის რაიონში, ე.წ. „ივერთუბანში“
ეკონომიკის სამინისტრო - უწყება მზად არის, პროკურატურას მათ მიერ მოთხოვნილი სრული დოკუმენტაცია გადასცეს
საქართველოს მთავარი პროკურატურიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში წარმოდგენილი მომართვის საფუძველზე, სამინისტრო პროკურატურას