არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4402
EUR
1 EUR
3.0017
RUB
100 RUB
3.9729
22-04-2018
ილია მეორე - თანამედროვე მოთხოვნები ცხოვრების ჩვენეულ წესს უნდა შევუსაბამოთ, რომ არ მოვწყდეთ ფესვებს
12:56 04-12-2016
 ილია მეორე - თანამედროვე მოთხოვნები ცხოვრების ჩვენეულ წესს უნდა შევუსაბამოთ, რომ არ მოვწყდეთ ფესვებს ურთიერთპატივისცემა ჩვენი ერების თვისებაა. ამის ნათელი დადასტურებაა თუნდაც ჩვენთან არსებული სხვა და სხვა რელიგიის სამლოცველოები, ახლად აშენებული და ძველიც, - ამის შესახებ ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის საერთაშორისო კონფერენციაზე „რელიგიური ტოლერანტობის ტრადიციები კავკასიაში და აზერბაიჯანის მულტიკულტურულიზმის მოდელი” მონაწილეებისადმი მისასალმებელ სიტყვაში.

ილია მეორემ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს ჩვენი ქვეყნის თანადგომისთვის, ხოლო ამიერკავკასიის მუსლიმთა საბჭოს თავმჯდომარეს, ალაჰ შუქურ ფაშა-ზადეს მისი მხარდაჭერისა და სიყვარულისთვის მადლობა გადაუხადა.

”თქვენო აღმატებულებავ, აზერბაიჯანის პრეზიდენტო, ბატონო ილჰამ ალიევ, თქვენო აღმატებულებავ, შეიხ-ულ-ისლამ ალლახშუქურ ფაშა-ზადე,
დიპლომატიური კორპუსის წევრებო, რელიგიათა წარმომადგენლებო,
ქალბატონებო და ბატონებო!
გულითადად მოგესალმებით საქართველოს უძველესი მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით და გამოვთქვამთ კმაყოფილებას ასეთ ავტორიტეტულ შეხვედრაზე ჩვენი წარმომადგენლების მიწვევის გამო. ეს კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა ჩვენს ხალხებსა და სახელმწიფოებს შორის კეთილმეზობლური და მეგობრული დამოკიდებულებისა, რაც სხვა დროსაც არაერთხელ გამოვლენილა მაღალი დონის შეხვედრებზე, კონფერენციებზე, რელიგიურ და სახელმწიფო ლიდერთა ურთიერთობაში.

მადლობას ვუხდით პრეზიდენტ ილხამ ალიევს ჩვენი ქვეყნის თანადგომისათვის; მადლობას ვუხდით ამიერკავკასიის მუსლიმთა საბჭოს თავმჯდომარეს, ალაჰ შუქურ ფაშა-ზადეს მისი მხარდაჭერისა და სიყვარულისთვის.

ურთიერთპატივისცემა ჩვენი ერების თვისებაა. ამის ნათელი დადასტურებაა თუნდაც ჩვენთან არსებული სხვა და სხვა რელიგიის სამლოცველოები, ახლად აშენებული და ძველიც. ისინი დღესაც სიცოცხლით სავსე ცხოვრებას ეწევიან; მათ შორის ჩვენი ეკლესიები, რომელიც ჰერეთში, კახის რაიონში, ფუნქციონირებენ და სამასზე მეტი მეჩეთი და ჯამე და ათზე მეტი აზერბაიჯანელთა რელიგიური და კულტურული ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში მოქმედებს.

საქართველო და აზერბაიჯანი მულტიკულტურული, მრავალეთნიკური სახელმწიფოებია და თავის თავში მოიცავენ კავკასიის თითქმის ყველა ეთნო-რელიგიურ ჯგუფს, რომელნიც მშვიდობიანად თანაარსებობენ ჩვენს ქვეყნებში და მათი სიკეთეებით სარგებლობენ; მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ზოგადად პრობლემები არ არის.

დღეს ბევრს ლაპარაკობენ სიტყვის თავისუფლებაზე, რაც ურწმუნო და კადნიერ ადამიანს აძლევს საშუალებას, შეურაცხყოფა მიაყენოს როგორც ამა თუ იმ პიროვნებას, ისე მორწმუნეთა რელიგიურ გრძნობებს.

მართალია, აღიარებულია, რომ გამოხატვის თავისუფლება სხვათა უფლებების შეზღუდვას არ უნდა იწვევდეს, მაგრამ მრავალ ქვეყანაში ადამიანი მაინც სათანადოდ არ არის დაცული შეურაცხყოფისაგან, რაც სერიოზულ პრობლემებს ქმნის.
ჩვენ გვაქვს საუკუნეობით ჩამოყალიბებული ჩვენი ყოფა, ტრადიციები, რომელიც განსაზღვრავს ურთიერთობის კულტურასაც.
თანამედროვე მოთხოვნები ცხოვრების ჩვენეულ წესს უნდა შევუსაბამოთ, რომ არ მოვწყდეთ ფესვებს და ვიყოთ წინაპართა საუკეთესო ტრადიციების გამგრძელებელნი;

შევნიშნავთ იმასც, რომ მსოფლიოს სხვა და სხვა რეგიონში არსებული რელიგიური და ეთნიკური კონფლიქტები, ბუნებრივია, ჩვენს დიდ მწუხარებასა და შეშფოთებას იწვევს და გვიბიძგებს, კიდვ უფრო გავაძლიეროთ ძალისხმევა მშვიდობისა და ურთიერთგაგების ატმოსფეროს შესაქმნელად.
ამიტომაც მეტად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ამ კონფერენციის ჩატარება. გამოვთქვამთ იმედს, რომ იგი დასახავს სწორ ორიენტირებს აღნიშნული პრობლემების გადაჭრისათვის.

კიდევ ერთხელ მივესალმები ყველას და გისურვებთ შედეგიან და წარმატებულ საქმიანობას”, - ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მისასალმებელ სიტყვაში.

პატრიარქის მისასალმებელი სიტყვა საქართველოს საპატრიაქროს ვებგვერდზე გავრცელდა.


InterPressNews.Ge
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
სტარტაპ დემოდღის ფარგლებში, ექვსი ინოვაციური სტარტაპი თავის პროექტებს ინვესტორების წინაშე წარადგენს
სტარტაპ დემოდღის ფარგლებში, 24 აპრილს ექვსი ინოვაციური სტარტაპი თავის პროექტებს ინვესტორების წინაშე წარადგენს.
პარლამენტარმა ლევან კობერიძემ, დედამიწის დღის აღსანიშნავად, მოსახლეობასთან ერთად ხის ნერგები დარგო
საქართველოს პარლამენტის წევრმა, გლდანი-მუხიანის მაჟორიტარმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ, დედამიწის დღის აღსანიშნავად,
დედამიწის საერთაშორისო დღე „ჯორჯიან მანგანეზმა“ ნერგების დარგვითა და დასუფთავების აქციით აღნიშნა
დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამართულ ღონისძიებებს, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზიც“ შეუერთდა.
თბილისის საკრებულოს წევრები გარემოსდაცვით კამპანიას „გარემოს გულისთვის“ შეუერთდნენ
დედამიწის დღის აღსანიშნავად თბილისის საკრებულოს წევრებმა ვერის პარკი დაასუფთავეს და შემდგომში მის მოვლაზე პასუხისმგებლობა აიღეს.
ელიზაბეთ რუდიმ და კახა კალაძემ „დედამიწის დღისადმი“ მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა
საქართველოში ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდიმ და თბილისის მერმა, კახა კალაძემ, ამერიკის საელჩოს მიერ
თბილისში ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია დასუფთავდა
დედამიწის დღესთან დაკავშირებით, თბილისში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია დასუფთავდა. დასუფთავების აქცია თბილისის მერიისა და „საქართველოს
300 არაგველის სახელობის სკვერში გამწვანების აქცია გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნების სამინისტროს ინიციატივით, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, 300 არაგველის სახელობის სკვერში გამწვანების აქცია გაიმართა.
რამდენიმე ოპოზიციური პარტია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
რამდენიმე ოპოზიციური პოლიტიკური პარტია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. პარტიების განცხადებას,
დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით ბიბლიოთეკარებისთვის ესსეების კონკურსი გაიმართება
საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით საპრეზიდენტო კამპანიის "დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ - პირველი
კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულები საპროტესტო აქციას მართავენ
დიდ დიღომში, მეოთხე მიკრორაიონის მე-13 კორპუსთან კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულები საპროტესტო აქციას მართავენ.