არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.7062
EUR
1 EUR
3.2112
RUB
100 RUB
4.6278
25-11-2017
მსოფლიო ბანკის პროგნოზით, საქართველოში ეკონომიკური ზრდა 2017 წელს 5,2%-ს მიაღწევს
12:02 11-01-2017
მსოფლიო ბანკის პროგნოზით, საქართველოში ეკონომიკური ზრდა 2017 წელს 5,2%-ს მიაღწევს მსოფლიო ბანკის ახალი პროგნოზით, საქართველოში ეკონომიკური ზრდა 2017 წელს 5,2%-ს მიაღწევს. ეკონომიკური პორტალის, bpn.ge-ს ინფორმაციით, ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის - „გლობალური ეკონომიკური პერსპექტივები“ თანახმად, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2018 წლისთვის 5,3%-მდე გაიზრდება, თუმცა 2019 წლისთვის 5,0%-მდე შემცირდება.

როგორც გამოცემა წერს, გასული წლის ივნისის ანგარიშის შემდეგ, მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2017 წლისთვის 0,7 პროცენტული პუნქტით გააუმჯობესა, 2018 წლისთვის კი 0,3 პროცენტით.

ამასთან, მსოფლიო ბანკმა შეამცირა გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2017 და 2018 წლებისთვის. ბანკის ანგარიშის თანახმად, 2017 წელს მსოფლიოს ეკონომიკური ზრდა 2,7%-ს შეადგენს, 2018 წლისთვის კი 2,9%-ს.

ივნისის ანგარიშის თანახმად, მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2017 წლისთვის გლობალური ეკონომიკური ზრდა - 2,8% უნდა ყოფილიყო, 2018 წლისთვის კი - 3%.

„2008-2009 წლების ღრმა რეცესიის შემდეგ, 2016 წელი გლობალური ეკონომიკისთვის ყველაზე სუსტი იყო“, - ნათქვამია მსოფლიო ბანკის ანგარიშში.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
კახა კალაძე სასტუმრო „ლეო გრანდში“ ხანძრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს
თბილისის მერი კახა კალაძე ბათუმში, სასტუმრო „ლეო გრანდში“ ხანძრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
გიორგი მარგველაშვილი - შეძრწუნებული ვარ ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო, რომელსაც ადამიანების სიცოცხლე შეეწირა
შეძრწუნებული ვარ ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო, რომელსაც ადამიანების სიცოცხლე შეეწირა, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში ბათუმში, სასტუმრო
 ირაკლი კობახიძე ბათუმში ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ბათუმში, ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძმრებს.
დედაქალაქის ანძა ნარინჯისფრად განათდა
გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ინიციატივითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით, დედაქალაქის ანძა ნარინჯისფრად განათდა.
ლორიკ მარშანიას დაბადებიდან 85 წლისადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამო გაიმართა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში პოლიტიკოსის, მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის
უჩა ნანუაშვილი - სახელმწიფოს ჯერ კიდევ არ აქვს შემუშავებული ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის ერთიანი მექანიზმი
სახელმწიფოს ჯერ კიდევ არ აქვს შემუშავებული ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის ერთიანი მექანიზმი, - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა,
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე პანელის „ვაჭრობის ხელშეწყობა სარტყელი და გზის ინიციატივები” ერთ-ერთი წევრი ი ხიოჟუნი ი სიაოჭუნი იქნება
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე, 28 ნოემბერს, პანელის „ვაჭრობის ხელშეწყობა სარტყელი და გზის ინიციატივები” ერთ-ერთი წევრი, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის
გია ჟორჟოლიანის ვარაუდით, უმრავლესობა ომბუდსმენის პოსტზე არასამთავრობოების მიერ წარდგენილი 4 კანდიდატის გარდა, სხვა კანდიდატურებსაც განიხილავს
დეპუტატ გია ჟორჟოლიანის ვარაუდით, საპარლამენტო უმრავლესობა სახალხო დამცველის პოსტზე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარდგენილი
თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებლის ყოფილი შენობა იყიდება
პროექტის „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების სააგენტომ,
ქართულ სტარტაპს „Forbes Startup 2017“- ის წოდება მიენიჭა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს სტარტაპს WiFisher-ს Forbes Startup 2017-ის წოდება მიენიჭა.