არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4738
EUR
1 EUR
2.9661
RUB
100 RUB
4.2619
20-09-2017
რომან კაკულია - საფასური, რომელსაც „გაზპრომისგან“ მივიღებთ, იქნება ყველაზე ოპტიმალური, რაც ევროპულ პრაქტიკაში არსებობს
16:05 11-01-2017
რომან კაკულია - საფასური, რომელსაც „გაზპრომისგან“ მივიღებთ, იქნება ყველაზე ოპტიმალური, რაც ევროპულ პრაქტიკაში არსებობს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას აზრით, საქართველომ “გაზპრომთან” დაკავშირებით ოპტიმალური გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ენერგეტიკის სამინისტრომ საქართველოს ინტერესები მაქსიმალურად დაიცვა და ის მიღწეული შეთანხმების დრამატიზირების საფუძველს ვერ ხედავს.

”პირველ რიგში, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ იმ ხელშეკრულებაზე ვსაუბრობთ, რომელიც დასრულდა. რუსეთი ყოველთვის მოითხოვდა სხვა პირობების დაყენებას, თუმცა ის არსებულ ხელშეკრულებას ვერ დაარღვევდა. მოთხოვნა კი იმას ნიშნავს, რომ რუსეთი არ აპირებდა ხელშეკრულების ძველი პირობებით გაგრძელებას. ჩვენს წინაშე არჩევანი ძალიან შეზღუდული იყო. იმის მიუხედავად, რომ ჩვენ საფასურს ბუნებრივი აირის გარეშე მივიღებთ, ეს საფასური იქნება ყველაზე ოპტიმალური, რაც ევროპულ პრაქტიკაში არსებობს. თუკი დამატებითი რესურსის საჭიროება დადგება, ჩვენ გვექნება ბუნებრივი აირის უკეთეს ფასად მიღების საშუალება. ამასთან, რუსეთის მიმართ ჩვენი დამოკიდებულება არანაირად არ იზრდება. ასე, რომ ვერანაირ ძირეულ ცვლილებას იმ პრიორიტეტებში, რომელიც ჩვენი მხრიდან იდგა, მე ვერ ვხედავ”, - განუცხადა ჟურნალისტებს რომან კაკულიამ.

დეპუტატი აღნიშნულ საკითხზე ”ნაციონალური მოძრაობის” წევრის, რომან გოცირიძის განცხადებასაც გამოეხმაურა და დასძინა, რომ „კრიტიკული საუბარი იმ ხალხისგან, ვინც საერთოდ გასხვისებას აპირებდა ამ ინფრასტრუქტურის, ცოტა გაუგებარია“.

”არ მესმის, რატომ არის ეს მოვლენა ასეთი ტრაგიზმით აღსავსე. ძალიან მინდა, რომ ოპოზიციის კრიტიკა ისეთი იყოს, საიდანაც მე თვითონ რაღაც პოზიტივის ამოღებას შევძლებ. მაგრამ ტრაგიკული საუბარი იმ ხალხისგან, ვინც საერთოდ გასხვისებას აპირებდა ამ ინფრასტრუქტურის, ცოტა გაუგებარია”, - აღნიშნა რომან კაკულიამ.

სომხეთში გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ, ქართული მხარე „გაზპრომისგან“ გატარებული ბუნებრივი აირის მთლიანი მოცულობის 10%-ს იღებს. დღეს ცნობილი გახდა, რომ ქართული მხარე რუსეთიდან სომხეთში გაზის ტრანზიტის საფასურის გადახდის ფორმასთან დაკავშირებით „გაზპრომ ექსპორტის“ მოთხოვნას დათანხმდა. კერძოდ, საქართველო სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტის სანაცვლოდ „გაზპრომისგან“ ფულად ანაზღაურებას მიიღებს. ახალი ხელშეკრულება ორწლიანი იქნება, რომლის თანახმად, პირველ წელს ნაწილობრივ ისევ რჩება ნედლეულით ანაზღაურების ფორმა, ხოლო შემდგომი წლიდან ფულადი ანგარიშსწორება გაგრძელდება.


PLAYER_GET_VIDEOFLASH
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა „თეთრი ხალათების ცერემონიას“ გამართავს
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა ხვალ „თეთრი ხალათების ცერემონია 2017“-ს გამართავს.
ხელბურთის ეროვნული ფედერაციის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში და სამომავლო გეგმები სპორტის კომიტეტში მოისმინეს
საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში და სამომავლო გეგმები დღეს სპორტისა და ახალგაზრდულ
 თსუ ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციას “ჰუმბოლდტ-კოლეგ” უმასპინძლებს
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციას “ჰუმბოლდტ-კოლეგ” უმასპინძლებს.
„ბანკმა ქართუმ“, შესაძლოა, მის წინააღმდეგ გაკეთებული საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცილისმწამებლური განცხადებების გამო, სასამართლოს სარჩელით მიმართოს
„ბანკმა ქართუმ“, შესაძლოა, მის წინააღმდეგ გაკეთებული საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცილისმწამებლური განცხადებების გამო, სასამართლოს სარჩელით მიმართოს.
პეტრე კანკავამ საერთაშორისო ბანაკის გახსნაში მიიღო მონაწილეობა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ, პეტრე კანკავამ ბაზალეთში, საერთაშორისო
საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ საინფორმაციო ბიულეტენს ავრცელებს
საერთო - სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ საინფორმაციო ბიულეტენს ავრცელებს. საინფორმაციო ბიულეტენში აღწერილია
 გეგმური სამუშაოების გამო თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო თბილისის ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება შეეზღუდება.
იმერეთში, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში, 7000 ჰექტარზე მეტი ფართობი დამუშავდა
აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში, იმერეთის რეგიონში 7000 ჰექტარზე მეტი ფართობი დამუშავდა.
„თედექს თბილისის“ მეხუთე, საიუბილეო ღონისძიება 15 ოქტომბერს გაიმართება
”საქართველოს ბანკის” სათავო ოფისში #TEDxTbilisi 2017-ის შესახებ პრესკონფერენცია გაიმართა. ”საქართველოს ბანკი” უკვე მეხუთე წელია ღონისძიების
საქველმოქმედო საფეხბურთო მატჩში მსოფლიო ვარსკვლავებთან ერთად კახა კალაძეც ითამაშებს
საქველმოქმედო საფეხბურთო მატჩში მსოფლიო ვარსკვლავებთან ერთად ”ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძეც ითამაშებს.