არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.7062
EUR
1 EUR
3.2112
RUB
100 RUB
4.6278
25-11-2017
მიტროპოლიტი პეტრე - მეუფე იაკობმა ბერობის აღთქმა ღვთისა და ჩემს წინაშე დადო, ამიტომ იმედი მაქვს, გონს მოეგება
16:05 17-02-2017
მიტროპოლიტი პეტრე -  მეუფე იაკობმა ბერობის აღთქმა ღვთისა და ჩემს წინაშე დადო, ამიტომ იმედი მაქვს, გონს მოეგება მე ვიღებ პასუხისმგებლობას მეუფე იაკობის ბერად და მღვდლად მომზადებისთვის, მაგრამ არანაირად არ ვიღებ პასუხისმგებლობას მის მღვდელმთავრობაზე, - ამის შესახებ ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პეტრემ სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში დეკანოზ გიორგი მამალაძის მონახულების შემდეგ განუცხადა.

მისივე თმით, მან რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ მეუფე იაკობი პატრიოტი ადამიანია, მაგრამ ის არის უნებლიე შემადგებელი ნაწილი არსებული ინტრიგების.

”მეუფე იაკობი ყაზბეგში ჩემი მოღვაწეობისას, პატრიარქის კურთხევით, წლების მანძილზე სოფელ სნოში გადიოდა მორჩილებას ჩემს ხელში და მე ვამზადებდი მას ბერად. ჩემი გადაწყვეტილებით, როდესაც მისი ბერად აღკვეცის დრო დადგა, უფლისა ჩვენისა და იესო ქრისტესი და ანგელოსთა დასთან ერთად, რომლებიც უხილავად მონაწილეობდნენ ამ რიტუალში, ხილულად ვიყავი მე. აღთქმა ბერობისა მან ღვთისა და ჩემს წინაშე დადო. აქედან გამომდინარე, იმედია, გონს მოეგება და კარგად დაფიქრდება, თუ რა არის მთავარი ქვეყნისთვის და ეკლესიისთვის.
მე ვიღებ პასუხისმგებლობას მეუფე იაკობის ბერად და მღვდლად მომზადებისთვის, მაგრამ არანაიარად არ ვიღებ პასუხისმგებლობას მის მღვდელმთავრობაზე”, - განაცხადა მეუფე პეტრემ.


მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
კახა კალაძე სასტუმრო „ლეო გრანდში“ ხანძრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს
თბილისის მერი კახა კალაძე ბათუმში, სასტუმრო „ლეო გრანდში“ ხანძრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
გიორგი მარგველაშვილი - შეძრწუნებული ვარ ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო, რომელსაც ადამიანების სიცოცხლე შეეწირა
შეძრწუნებული ვარ ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო, რომელსაც ადამიანების სიცოცხლე შეეწირა, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში ბათუმში, სასტუმრო
 ირაკლი კობახიძე ბათუმში ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ბათუმში, ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძმრებს.
დედაქალაქის ანძა ნარინჯისფრად განათდა
გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ინიციატივითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით, დედაქალაქის ანძა ნარინჯისფრად განათდა.
ლორიკ მარშანიას დაბადებიდან 85 წლისადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამო გაიმართა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში პოლიტიკოსის, მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის
უჩა ნანუაშვილი - სახელმწიფოს ჯერ კიდევ არ აქვს შემუშავებული ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის ერთიანი მექანიზმი
სახელმწიფოს ჯერ კიდევ არ აქვს შემუშავებული ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის ერთიანი მექანიზმი, - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა,
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე პანელის „ვაჭრობის ხელშეწყობა სარტყელი და გზის ინიციატივები” ერთ-ერთი წევრი ი ხიოჟუნი ი სიაოჭუნი იქნება
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე, 28 ნოემბერს, პანელის „ვაჭრობის ხელშეწყობა სარტყელი და გზის ინიციატივები” ერთ-ერთი წევრი, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის
გია ჟორჟოლიანის ვარაუდით, უმრავლესობა ომბუდსმენის პოსტზე არასამთავრობოების მიერ წარდგენილი 4 კანდიდატის გარდა, სხვა კანდიდატურებსაც განიხილავს
დეპუტატ გია ჟორჟოლიანის ვარაუდით, საპარლამენტო უმრავლესობა სახალხო დამცველის პოსტზე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარდგენილი
თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებლის ყოფილი შენობა იყიდება
პროექტის „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების სააგენტომ,
ქართულ სტარტაპს „Forbes Startup 2017“- ის წოდება მიენიჭა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს სტარტაპს WiFisher-ს Forbes Startup 2017-ის წოდება მიენიჭა.