არქივი
«« აგვისტო 2017 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.3895
EUR
1 EUR
2.8067
RUB
100 RUB
4.0213
20-08-2017
ია ანთაძე - საზოგადოებრივი მაუწყებლის 10 გადაცემას „ზურგში ჰქონდა მოკიდებული“ 20 გადაცემა
17:02 17-02-2017
ია ანთაძე - საზოგადოებრივი მაუწყებლის 10 გადაცემას „ზურგში ჰქონდა მოკიდებული“ 20 გადაცემა საზოგადოებრივი მაუწყებლის 10 გადაცემა თავის მხრებზე ეწეოდა 20 გადაცემას, უფრო სწორად, ვერ ეწეოდა და ამის გამო მაყურებლების რაოდენობა მუდმივად იკლებდა, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მრჩეველმა ია ანთაძემ ახალ გეგმაზე კომენტირების დროს განაცხადა, რომელიც ე.წ. წითელ ზოლში მყოფი დაბალრეიტინგული გადაცემების დახურვას ითვალისწინებს.

ია ანთაძის განცხადებით, ხარისხობრივი და ზეგავლენის კვლევები მოითხოვს როგორც ფინანსებს, ასევე დროს, ამიტომაც არხის მენეჯმენტმა მიზანშეწონილად მიიჩნია, რეფორმა განხორციელდეს ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით. მისივე განცხადებით, „ფიფლმეტრებით“ გაიზომა არხის რეიტინგი და აღმოჩნდა, რომ „ზოგი გადაცემა არის არხის საშუალო რეიტინგზე მაღალი, ზოგი ინარჩუნებს სტატუს-კვოს, ზოგი კი იწვევს „მაყურებლის მიგრაციას“ ანუ მაყურებელი იღებს პულტს და სხვა არხზე რთავს“.

ია ანათაძის განცხადებით, მსჯელობის შედეგად უნდა გადაწყდეს, ბორდს სურს თუ არა რეალური რეფორმა.

„რა გადაცემებიც დაგვხვდა ეთერში, მათთან დაკავშირებით არანაირი ეჭვი არ არსებობდა არასდროს, იმიტომ, რომ ეს იყო ტელევიზია, რომელიც ქმნიდა გადაცემებს იმ ნიშნით, რომ ისინი უნდა ყოფილიყო ხარისხიანი, ღირებულებებზე ორიენტირებული. ერთადერთი რასაც არ ითვალისწინებდნენ, იყო ის, - ჰყავს თუ არა მაყურებელი გადაცემებს. ამბობდნენ, რომ ეს არის უმნიშვნელო, შედეგად მივიღეთ ის, რომ წლიდან წლამდე ეცემოდა არხის რეიტინგი და ამას ადასტურებს „ფიფლმეტრებიც“ და სხვა კვლევებიც.

იმის გათვალისწინებით, რომ ხარისხობრივი კვლევა და ზეგავლენის კვლევა არის ძალიან გრძელვადიანი კვლევები, რომლებიც მოითხოვს როგორც დროს, ასევე დიდ ფინანსებს, ჩვენ მივიჩნიეთ, რომ თუ რეფორმა გვინდა, აუცილებელია გადაწყვეტილების მიღება რაც შეიძლება ობიექტურ კრიტერიუმზე დაყრდნობით. ეს არის ის კრიტერიუმი, რომლის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით არ შეიძლება კითხვა გაჩნდეს, ეს არის შეწონილი რეიტინგი ყველა გადაცემის 12 სექტემბრიდან 12 თებრვლამდე 6 თვის განმავლობაში, რომლის მიხედვითაც ზოგი გადაცემა არის არხის საშუალო რეიტინგზე მაღალი, ზოგი ინარჩუნებს სტატუს-კვოს, ზოგი კი იწვევს „მაყურებლის მიგრაციას“ ანუ მაყურებელი იღებს პულტს და სხვა არხზე რთავს.

მარტივად რომ ვთქვათ, არხის 10 გადაცემას ზურგში ჰქონდა მოკიდებული ე.წ ყვითელ ზოლში მყოფი ხუთი გადაცემის და ე.წ წითელ ზოლში მყოფი 15 გადაცემის ტვირთი“, - განაცხადა ია ანთაძემ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის წევრმა, გიორგი გვიმრაძემ არხის მენეჯმენტსა და სამეურვეო საბჭოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემების ნაწილის დახურვისა და ნაწილის სამაუწყებლო ბადეში დატოვების სავარაუდო გეგმა წარუდგინა.

გეგმის მიხედვით, სამაუწყებლო ბადეში რჩება ე.წ მწვანე ზოლში არსებული გადაცემები, რომლებიც იზიდავს მაყურებელს და რეიტინგი მაღალია. მათ შორისაა გადაცემები: "გამომძიებელი რეპორტიორი", "გურმანი", "ფერმა", "ჰოპლა! ჩვენ ვცოცხლობთ", "შაბათს საღამოს ლიზასთან", "წიგნების თარო", "ტელებლოგი", "პირადი ექიმი", "სიტყვების თამაში", "გააგრძელე საქართველოს ისტორია".

ასევე, სამაუწყებლო ბადეში რჩება მეორე კატეგორია, ე.წ ყვითელ ზოლში მყოფი გადაცემები, რომლებიც საშუალო რეიტინგისაა, მათ შორისაა, "დოკუმენტური ფილმების სტუდია", "ეპოქა", "დღე მუზეუმში", "რადიო თავისუფლება - ინტერview".

გიორგი გვიმრაძის გეგმის მიხედვით, სამაუწყებლო ბადიდან ამოღებული უნდა იქნეს ე.წ წითელ ზოლში მყოფი გადაცემები, რომლებიც დაბალი რეიტინგისაა და "მაყურებლის მიგრაციას" იწვევს, მათ შორისაა გადაცემები: "ხანმოკლე XX საუკუნე", "ეკონომეტრი", "ვაშინგტონი დღეს", "სპორტი 360 გრაუსი", მთავარი", "რეალური სივრცე", "ვექტორი", "სპორტის დაფა", "რადიო თავისუფლება - წითელი ზონა", "ტელემანი", "კაცების დრო", "C სტუდია", "უცნობი მუსიკა".

არხის მენეჯმენტი აცხადებს, რომ ეს საბოლოო ვარიანტი არ არის და საკითხზე მუშაობას სამშაბათს, 21 თებერვალს გააგრძელებენ.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
„ახალი საქართველოს“ ინფორმაციით, ქუთაისის მერი ”წარმოუდგენლად დიდი რაოდენობის საწვავს მოიხმარს”
„პოლიტიკური პლატფორმა - ახალი საქართველოს“ ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენელი გიორგი მარდალეიშვილი ქუთაისის მერიის მიერ,
ისნის ბაზრობის დაზარალებული - ყველაფერი მიწასთანაა გასწორებული, რკინაც კი დამდნარია
ისანში, მეორადი ავტომობილების ნაწილების ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები ტერიტორიაზე შევიდნენ და დამწვარი
მომდევნო სამი დღის განმავლობაში საქართველოში მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება
მომდევნო სამი დღის განმავლობაში, 20, 21 და 22 აგვისტოს საქართველოს მასშტაბით მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება. ამის შესახებ
ისნის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულებს ტერიტორიაზე შესვლის საშუალება მიეცათ
ისანში, მეორადი ავტომობილების ნაწილების ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულებს ტერიტორიაზე შესვლისა და დამწვარი
ისნის ბაზრობის დაზარალებულებსა და ბაზრობის დირექტორს შორის შეხვედრა დასრულდა
ისნის მეორადი ავტონაწილების ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულებსა და ბაზრობის დირექციას - შპს ,,ტრანსსერვისის"
ანატოლი ბოისამ ქუთაისის საკალათბურთო გუნდი დატოვა
ანატოლი ბოისამ საკალათბურთო გუნდი “ქუთაისი 2010“ დატოვა. ორივე მხარის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, კალათბურთელსა და კლუბს
რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის ხელმძღვანელი ფართომასშტაბიანი შიმშილობის აქციას აანონსებს
რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის ხელმძღვანელის, ვიტალი გიორგაძის განცხადებით, 21 აგვისტოდან რკინიგზის დეპარტამენტის შენობასთან
ისნის მეორადი ავტონაწილების ბაზრობის დირექტორი - ვარაუდით ვერ ვიტყვი დივერსია იყო თუ უბედური შემთხვევა - ყველაფერს გამოძიება დაადგენს
როდესაც დასკვნა დაიდება, ვისაც პასუხისმგებლობა დაეკისრება, ყველა აგებს კანონის წინაშე პასუხს, - ამის შესახებ ისნის მეორადი ავტონაწილების
ისნის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები ბაზრობის დირექციას ხვდებიან
ისანში, მეორადი ავტონაწილების ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები ისნის ბაზრობის დირექციას ხვდებიან.
ილია მეორე - უფალმა ინებოს, რომ ჩვენც ვიცვალოთ ფერი და დავუახლოვდეთ უფალსა ჩვენსა იესო ქრისტეს
უფალმა ინებოს, რომ ჩვენც ვიცვალოთ ფერი და დავუახლოვდეთ უფალსა ჩვენსა იესო ქრისტეს, - ამის შესახებ მცხეთის სამთავროს მონასტერში