არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.3895
EUR
1 EUR
2.8067
RUB
100 RUB
4.0213
21-08-2017
გიორგი გახარია თურქეთის მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინდუსტრიის მინისტრს შეხვდა
17:26 17-02-2017
გიორგი გახარია თურქეთის მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინდუსტრიის მინისტრს შეხვდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი სტამბოლში მიმდინარე სამმხრივი ბიზნესფორუმის ფარგლებში თურქეთის მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინდუსტრიის მინისტრს შეხვდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი გახარიამ და ფარუკ ოზლუმ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. მხარეებმა მათ შორის სარფის ტერმინილზე მიმდინარე რეკონსტრუქციის შესახებ ისაუბრეს. როგორც შეხვედრაზე ითქვა, რეკონსტრუქცია რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს, რათა ორ ქვეყანას შორის ვაჭრობას ხელი არ შეეშალოს.

,,გვქონდა საუბარი იმის შესახებ, რომ თურქეთის მხარესთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებები ღია გვაქვს და გვსურს, რომ კიდევ მეტი ქართული პროდუქტი იყოს წარმოდგენილი თურქულ ბაზარზე იმისთვის, რომ ჩვენი სავაჭრო ბალანსის დისბალანსი გამოსწორდეს. თურქეთის მხარე გვპირდება, რომ ეს ცვლილებები ახალ ხელშეკრულებაში გათვალისწინებული იქნება. ვისაუბრეთ ასევე სატრანსპორტო დერეფნებსა და ჩვენს გადამზიდავებზე “ , - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მინისტრის თქმით, სამ ქვეყანას შორის თანამშრომლობა არის საუკეთესო მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება მეზობელმა ქვეყნებმა ერთმანეთის ეკონომიკურ პოტენციალს სინერგიის ძალა შესძინონ და თავიანთი ეკონომიკები სწრაფად განავითარონ. გიორგი გახარიას განცხადებით, ამას დღევანდელი გამოწვევების პერიოდში სერიოზული მნიშვნელობა აქვს.
InterPressNews.Ge
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ტექნიკური სამუშაოების გამო, თბილისის ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდება
ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, ხვალ თბილისის ზოგიერთ უბანს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება. "ყაზტრანსგაზ-თბილისის" ინფორმაციით,
ჩხოროწყუში გიგანტური ზომის ელარჯის მომზადება იგეგმება
საქართველოში ხვალ კულინარიული რეკორდი დამყარდება - ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ყველაზე დიდი ელარჯის მომზადება იგეგმება, - ამის შესახებ
„ბიზნესდაჯილდოება 2017-ში“ 661 კომპანია დარეგისტრირდა
”თიბისი ბანკისა” და ”ჯეოსელის” ერთობლივ პროექტში „ბიზნესდაჯილდოება 2017“ მონაწილე კომპანიების რეგისტრაცია დასრულდა.
საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტთან მოშიმშილეთა რაოდენობა 30-მდე გაიზარდა
საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტთან მოშიმშილეთა რაოდენობა 30-მდე გაიზარდა. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” რკინიგზის ახალი
გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო ხვალ, საბურთალოს, ისნის, ნაძალადევის, დიდუბის და ვაკის რაიონების ნაწილს
მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია დაიწყო
მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია
„სადახლოზე“ არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“, ეჭვის საფუძველზე სომხეთის
მებაჟეებმა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს
საბაჟო გამშვებ პუნქტებში „ყაზბეგი“ და ,,ლაგოდეხი”, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ჯამში 239.27 გრამი ოქროს
კომპანია „ცენტრ პოინტი“ იყიდება
სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტი“ იყიდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3910 ლარი გახდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3910 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის