არქივი
«« აგვისტო 2017 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.3895
EUR
1 EUR
2.8067
RUB
100 RUB
4.0213
20-08-2017
თბილისში EaPeReg ქსელის ექსპერტთა სამუშაო ჯგუფების სამუშაო შეხვედრა იმართება
18:52 17-02-2017
თბილისში EaPeReg ქსელის ექსპერტთა სამუშაო ჯგუფების სამუშაო შეხვედრა იმართება თბილისში, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“, 20 თებერვალს, ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოების დამოუკიდებელი პლატფორმის, EaPeReg ქსელის ექსპერტთა სამუშაო ჯგუფების შეხვედრა გაიხსნება.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან აცნობეს, შეხვედრას საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე, ვახტანგ აბაშიძე და ექსპერტთა ჯგუფების თანათავმჯდომარეები გახსნიან. ექსპერტთა სამუშაო ჯგუფებში გაერთიანებულები არიან აღმოსავლეთ პარტნიორობის, (აზერბაიჯანი, ბელორუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი, უკრაინა), ევროკავშირისა (გერმანია, ლატვია, ლიტვა, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი) და მაკედონიის ქვეყნების ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოების წარმომადგენლები.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრის მიზანია ჯგუფების 2017 წლის სამუშაო გეგმისა და ფორმატის შემუშავება და დამტკიცება, ევროპის ექსპერტთა ჯგუფების გამოცდილების გაზიარება, შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობის განხილვა. კონფერენცია სამი დღის განმავლობაში: 20, 21 და 22 თებერვალს გაგრძელდება.

სიხშირული სპექტრისა და ბენჩმარკინგის (შედარებითი ანალიზის) ექსპერტთა სამუშაო ჯგუფები 2015 წლის 5 ნოემბერს EaPeReg ქსელის პლენარულ სესიაზე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინიციატივით, შეიქმნა.

სიხშირული სპექტრის ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის (SEWG) თავმჯდომარეა გერმანიის მარეგულირებელი ორგანო, ელმარ ცილესის (მაუწყებლობის დეპარტამენტის უფროსი) წარმომადგენლობით; ხოლო თანათავმჯდომარე - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია, რომან ქურდაძის (რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი) წარმომადგენლობით. ჯგუფის წევრები კომისიის აპარატიდან, ასევე, არიან: სერგო შავგულიძე (რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის უფროსი) და ნოდარ ასპანიძე (რადიოსიხშირეთა მართვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი).
ბენჩმარკინგის ექსპერტთა სამუშაო ჯგუფის (BEWG) თავმჯდომარეა მოლდოვას ეროვნული მარეგულირებელი სააგენტო, რომან ბაჰნარუს (მარეგულირებელი დეპარტამენტის უფროსის მოადგილე) წარმომადგენლობით; ხოლო თანათავმჯდომარე - რუმინეთის მარეგულირებელი ორგანო, ბოგდან ვასილესკუს (ეკონომიკური რეგულირების დეპარტამენტის სტატისტიკური მონაცემების განყოფილების უფროსი) წარმომადგენლობით. ჯგუფის წევრები კომისიის აპარატიდან, ასევე, არიან: დავით გოგიჩაიშვილი (კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსი) და რატი სხირტლაძე (სტრატეგიული განვითარებისა და ბაზრის კვლევის დეპარტამენტის უფროსი), რომელიც გააკეთებს მოხსენებას მონაცემთა შეგროვების საკითხზე.

პასუხისმგებელი ჯგუფების მუშაობის ორგანიზაციულ საკითხებზე, შესაბამის ევროპულ ჯგუფებს შორის ურთიერთთანამშრომლობის კოორდინაციის ჩათვლით, არის მზია გოგილაშვილი (საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მთავარი სპეციალისტი).

ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოების დამოუკიდებელი პლატფორმა, EaPeReg ქსელი, შეიქმნა 2012 წლის 11 სექტემბერს, მოლდოვაში გამართულ პლენარულ სესიაზე, ავსტრიის ელექტრონული კომუნიკაციების მარეგულირებელი ორგანოს ინიციატივითა და ევროკომისიის ხელშეწყობითა და დაფინანსებით.

ქსელის საქმიანობის მიზანია პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკურ-სოციალური განვითარების ხელშეწყობა მათი ელექტრონული საკომუნიკაციო ბაზრების განვითარების კუთხით, ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მტკიცე და ხანგრძლივი თანამშრომლობის გზით.

დეტალური ინფორმაციის ნახვა ქსელისა და მისი საქმიანობის შესახებ შესაძლებელია ქსელის ვებ-გვერდზე:www.eapereg.org ან დაუკავშირდეთ ქალბატონ მზია გოგილაშვილს: mgogilashvili@gncc.ge.



InterPressNews.Ge
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
„ახალი საქართველოს“ ინფორმაციით, ქუთაისის მერი ”წარმოუდგენლად დიდი რაოდენობის საწვავს მოიხმარს”
„პოლიტიკური პლატფორმა - ახალი საქართველოს“ ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენელი გიორგი მარდალეიშვილი ქუთაისის მერიის მიერ,
ისნის ბაზრობის დაზარალებული - ყველაფერი მიწასთანაა გასწორებული, რკინაც კი დამდნარია
ისანში, მეორადი ავტომობილების ნაწილების ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები ტერიტორიაზე შევიდნენ და დამწვარი
მომდევნო სამი დღის განმავლობაში საქართველოში მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება
მომდევნო სამი დღის განმავლობაში, 20, 21 და 22 აგვისტოს საქართველოს მასშტაბით მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება. ამის შესახებ
ისნის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულებს ტერიტორიაზე შესვლის საშუალება მიეცათ
ისანში, მეორადი ავტომობილების ნაწილების ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულებს ტერიტორიაზე შესვლისა და დამწვარი
ისნის ბაზრობის დაზარალებულებსა და ბაზრობის დირექტორს შორის შეხვედრა დასრულდა
ისნის მეორადი ავტონაწილების ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულებსა და ბაზრობის დირექციას - შპს ,,ტრანსსერვისის"
ანატოლი ბოისამ ქუთაისის საკალათბურთო გუნდი დატოვა
ანატოლი ბოისამ საკალათბურთო გუნდი “ქუთაისი 2010“ დატოვა. ორივე მხარის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, კალათბურთელსა და კლუბს
რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის ხელმძღვანელი ფართომასშტაბიანი შიმშილობის აქციას აანონსებს
რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის ხელმძღვანელის, ვიტალი გიორგაძის განცხადებით, 21 აგვისტოდან რკინიგზის დეპარტამენტის შენობასთან
ისნის მეორადი ავტონაწილების ბაზრობის დირექტორი - ვარაუდით ვერ ვიტყვი დივერსია იყო თუ უბედური შემთხვევა - ყველაფერს გამოძიება დაადგენს
როდესაც დასკვნა დაიდება, ვისაც პასუხისმგებლობა დაეკისრება, ყველა აგებს კანონის წინაშე პასუხს, - ამის შესახებ ისნის მეორადი ავტონაწილების
ისნის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები ბაზრობის დირექციას ხვდებიან
ისანში, მეორადი ავტონაწილების ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები ისნის ბაზრობის დირექციას ხვდებიან.
ილია მეორე - უფალმა ინებოს, რომ ჩვენც ვიცვალოთ ფერი და დავუახლოვდეთ უფალსა ჩვენსა იესო ქრისტეს
უფალმა ინებოს, რომ ჩვენც ვიცვალოთ ფერი და დავუახლოვდეთ უფალსა ჩვენსა იესო ქრისტეს, - ამის შესახებ მცხეთის სამთავროს მონასტერში