არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.6890
EUR
1 EUR
3.1717
RUB
100 RUB
4.5384
21-11-2017
ევროპასთან ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების განხორციელების ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართება
20:26 17-02-2017
ევროპასთან ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების განხორციელების ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართება ევროპასთან ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის (DCFTA) ხელშეკრულების განხორციელების ფარგლებში გორში სამუშაო შეხვედრა გაიმართება. როგორც ”ინტერპრესნიუსს” ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრა გორში 20 თებერვალს, სასტუმრო „ვიქტორიაში“ გაიმართება, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლები დაესწრებიან.

ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიებაზე, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის მნიშვნელოვან თემებთან ერთად, რეგიონში მოღვაწე კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის სხვადასხვა პრიორიტეტულ საკითხებს განიხილავენ.

”საუბარია იმ შესაძლებლობებზე, რომლებსაც DCFTA სთავაზობს კერძო სექტორს ექსპორტის წახალისების, საექსპორტო პოტენციალის ზრდის, ამ კუთხით მეწარმეთათვის საწარმოთა მართვის უნარ-ჩვევების განვითარებისა და საექსპორტო-სავაჭრო ურთიერთობებში აქტიური ჩართულობის კუთხით”, - აღნიშნავენ ეკონომიკის სამინისტროში.

შეხვედრაზე მოხსენებებს გააკეთებენ სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე არჩილ ყარაულაშვილი, ასოცირების შეთანხმების განხორციელების მხარდამჭერი პროექტის ხელმძღვანელი იოლანტა ტაჩინსკა და სხვა ოფიციალური პირები. ღონისძიების მოდერატორი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე იქნება.

InterPressNews.Ge
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
სახალხო დამცველი რელიგიათა საბჭოს მიერ „ტოლერანტობის ქომაგის“ ჯილდოს გადაცემის საკითხზე დამატებით განმარტებას აკეთებს
საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი რელიგიათა საბჭოს მიერ 2017 წლის 16 ნოემბერს „ტოლერანტობის ქომაგის“ ჯილდოს გადაცემის საკითხზე
კლევერინგას ლექციების ფარგლებში საჯარო ლექციას თსუ-მ უმასპინძლა
კლევერინგას ლექციების ფარგლებში საჯარო ლექციას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა. ლექციას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, იუნისეფის
დედაქალაქის მერია და „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ერთობლივ, მასშტაბურ სოციალურ კამპანიას - „მეტი უსაფრთხოებისთვის“ იწყებს
დედაქალაქის მერია და კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ზამთრის სეზონთან დაკავშირებით, ერთობლივ, მასშტაბურ სოციალურ კამპანიას - „მეტი უსაფრთხოებისთვის“ იწყებს.
მინისტრმა პარასპორტსმენებთან ერთად მიმდინარე სეზონი შეაჯამა
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტთან, შალვა მაისურაძესთან და თბილისის საკრებულოს წევრ რატი იონათამიშვილთან ერთად,
კოსტავას ქუჩაზე პარკინგისთვის „ჯიბის“ მოწყობა მიმდინარეობს
კოსტავას ქუჩაზე, ტექნიკური უნივერსიტეტის მეორე კორპუსისა და „მაკდონალდსის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, პარკინგისთვის „ჯიბის“ მოწყობა მიმდინარეობს. აღნიშნულის შესახებ თბილისის
ლონდონში გალაკტიონ ტაბიძის დაბადებიდან 125 წლის იუბილე აღინიშნა
ლონდონში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და თანაორგანიზებით, აზიის სახლმა გალაკტიონ ტაბიძის დაბადებიდან 125 წლის იუბილეს უმასპინძლა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა
საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება
საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე და დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდის მმართველი
პეკინისა და დოლიძის ქუჩებზე სკვერები მოეწყო
საბურთალოს რაიონში, პეკინის №2-სა და დოლიძის №10-ში სკვერები მოეწყო, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.
დეპუტატი კობა კობალაძე მოსახლეობას შეხვდა
კობა კობალაძე ავჭალაში ლიბანის N1-ში იმყოფებოდა, სადაც ავარიული კორპუსის აღდგენა-გამაგრების სამუშაობი დაათვალიერა.
სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმში ცნობილი ლიტველი ფოტოგრაფის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება
სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ცნობილი ლიტველი ფოტოგრაფისა და ფოტოგრაფიაში ლიტვური სკოლის ერთ-ერთი დამფუძნებლის,