არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.7062
EUR
1 EUR
3.2112
RUB
100 RUB
4.6278
25-11-2017
მამა შალვა კეკელია - თუ დეკანოზ გიორგი მამალაძის მისამართით გაჟღერებული ბრალდება სიმართლეს არ შეესაბამება, გამოდის, რომ სახელმწიფომ ეკლესიას დიდი დარტყმა მიაყენა
22:17 17-02-2017
მამა შალვა კეკელია - თუ დეკანოზ გიორგი მამალაძის მისამართით გაჟღერებული ბრალდება სიმართლეს არ შეესაბამება, გამოდის, რომ სახელმწიფომ ეკლესიას დიდი დარტყმა მიაყენა თუ დეკანოზ გიორგი მამალაძის მისამართით გაჟღერებული ბრალდება სიმართლეს არ შეესაბამება, გამოდის, რომ სახელმწიფომ ეკლესიას დიდი დარტყმა მიაყენა, - ამის შესახებ ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” მამა შალვა კეკელიამ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს პატრიარქის მიერ გაკეთებული განცხადება დეკანოზ გიორგი მამალაძის მხარდასაჭერი იყო.

მამა შალვა კეკელიას თქმით, ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, სასულიერო პირები არასახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.

”ნამდვილად გიორგი მამალაძის მხარედამჭერი განცხადება გაკეთდა მისი უწმინდესობის მხრიდან. აქ უნდა გამოიკვეთოს ის, რომ პროკურატურამ ძალიან მძიმე განცხადება გააკეთა, რადგან თუ მამა გიორგი დამნაშავე არ არის, გამოდის, რომ ვიღაცამ ჩაუწყო ეს ყველაფერი. მაშინ უნდა გამომჟაღავნდეს ის, თუ ვინ დააბრალა მამა გიორგის ეს დანაშაული. მის უკან არის ოჯახი, შვილები, მეუღლე, ნათესავები... თუ ეს ყველაფერი ტყუილია, მაშინ რატომ დაჭირდა პროკურატურას ამ განცხადების გაკეთება?! ამ ყველაფერმა დიდი გამოხმაურება გამოიწვია, მირეკავენ სასულიერო პირები და მეუბნებიან, ქუჩაში გამოსვლა გვრცხვენიაო. ზოგჯერ ადამიანები ხუმრობით გვეუბნებიან, საწამლავი ხომ არ ჩაგვიყარეო. თუ დეკანოზ გიორგი მამალაძის მისამართით გაჟღერებული ბრალდება სიმართლეს არ შეესაბამება, გამოდის, რომ სახელმწიფომ ეკლესიას დიდი დარტყმა მიაყენა”, - განაცხადა შალვა კეკელიამ.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის განცხადებით, ის დიდიხანია იცნობს დეკანოზ გიორგი მამალაძეს და დასძენს, რომ მასზე კარგის მეტი არაფერი სმენია და უნახავს. პატრიარქი, დეკანოზის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს უცნაურს და არანორმალურს უწოდებს. ”მინდა შევეხო იმ უცნაურ და რაღაც არანორმალურ სიტუაციას, რომელიც დაკავშირებულია მამა გიორგი მამალაძესთან. მე ვიცნობ მამა გიორგის უკვე კარგა ხანია და კარგის მეტი მე არაფერი მომისმენია და მინახავს მისგან“, - განაცხადა ილია მეორემ.

საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, 2017 წლის 10 თებერვალს, მკვლელობის მომზადების ფაქტზე დეკანოზი გიორგი მამალაძე დააკავეს. პროკურატურის განცხადებით, გამოძიება 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყო.


"მღვდლებს უკვე გვეხუმრებიან: საწამლავს ხომ არ ჩამიყრიო?" - მამა შალვა კეკელია

PLAYER_GET_VIDEOFLASH
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
კახა კალაძე სასტუმრო „ლეო გრანდში“ ხანძრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს
თბილისის მერი კახა კალაძე ბათუმში, სასტუმრო „ლეო გრანდში“ ხანძრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
გიორგი მარგველაშვილი - შეძრწუნებული ვარ ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო, რომელსაც ადამიანების სიცოცხლე შეეწირა
შეძრწუნებული ვარ ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო, რომელსაც ადამიანების სიცოცხლე შეეწირა, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში ბათუმში, სასტუმრო
 ირაკლი კობახიძე ბათუმში ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ბათუმში, ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძმრებს.
დედაქალაქის ანძა ნარინჯისფრად განათდა
გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ინიციატივითა და თბილისის მერიის მხარდაჭერით, დედაქალაქის ანძა ნარინჯისფრად განათდა.
ლორიკ მარშანიას დაბადებიდან 85 წლისადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამო გაიმართა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში პოლიტიკოსის, მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის
უჩა ნანუაშვილი - სახელმწიფოს ჯერ კიდევ არ აქვს შემუშავებული ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის ერთიანი მექანიზმი
სახელმწიფოს ჯერ კიდევ არ აქვს შემუშავებული ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის ერთიანი მექანიზმი, - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა,
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე პანელის „ვაჭრობის ხელშეწყობა სარტყელი და გზის ინიციატივები” ერთ-ერთი წევრი ი ხიოჟუნი ი სიაოჭუნი იქნება
თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე, 28 ნოემბერს, პანელის „ვაჭრობის ხელშეწყობა სარტყელი და გზის ინიციატივები” ერთ-ერთი წევრი, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის
გია ჟორჟოლიანის ვარაუდით, უმრავლესობა ომბუდსმენის პოსტზე არასამთავრობოების მიერ წარდგენილი 4 კანდიდატის გარდა, სხვა კანდიდატურებსაც განიხილავს
დეპუტატ გია ჟორჟოლიანის ვარაუდით, საპარლამენტო უმრავლესობა სახალხო დამცველის პოსტზე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარდგენილი
თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებლის ყოფილი შენობა იყიდება
პროექტის „50 ქონება შენი სასტუმროსთვის“ ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების სააგენტომ,
ქართულ სტარტაპს „Forbes Startup 2017“- ის წოდება მიენიჭა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს სტარტაპს WiFisher-ს Forbes Startup 2017-ის წოდება მიენიჭა.