არქივი
«« აგვისტო 2017 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.3895
EUR
1 EUR
2.8067
RUB
100 RUB
4.0213
19-08-2017
რიმა ბერაძე - სურვილი გვაქვს „ბავშვთა სამყაროში“ ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს დავეხმაროთ
16:50 20-03-2017
რიმა ბერაძე - სურვილი გვაქვს „ბავშვთა სამყაროში“ ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოვაჭრეებს დავეხმაროთ „ბავშვთა სამყაროს” ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილს და საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატებს ხვდებიან. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას საკრებულოს უმრავლესობის ერთ-ერთმა დეპუტატმა რიმა ბერაძემ განაცხადა, დღეს მოხდება დაზარალებულთა მიერ წარმოდგენილი სიის გადახედვა. მისივე განცხადებით, უმრავლესობას აქვს სურვილი მოხდეს დაზარალებულთა დახმარება, თუმცა აღნიშნავს, რომ ამისთვის საჭიროა რიგი პროცედურების გავლა.

”დღეს გვაქვს მეხუთე შეხვედრა. დაზარალებულები ითხოვენ ერთჯერად დახმარებას, ვიდრე სამართლებრივი დავა დამთავრდება. მათ უკვე წარმოადგინეს სია, რომელიც ჩვენ მოვითხოვეთ. მოხდება ამ სიების გავლა და დაზუსტება. თანხებთან დაკავშირებით დღეს ვერ ვისუბრებთ, ვინაიდან სია დაზუსტებული არ არის. ჩვენი სურვილია ამ ადამიანების თანადგომა და დახმარება”, - განაცხადა რიმა ბერაძემ.

კითხვაზე, თუ საიდან გამოიყოფა დაზარალებულთა დასახამარებლად თანხა, ბერაძის თქმით, დღეს ეს მთავარი ამოცანა არ არის.

”ეს არ არის მთავარი ამოცანა, საიდან გამოიყოფა თანხა, მოხდება დახმარება”, - აღნიშნა რიმა ბერაძემ.

”ბავშვთა სამყაროს” დაზარალებულთა ნაწილი შეხვედრის დასრულებას საკრებულოს წინ ელოდება. მათი თქმით, მნიშვნელოვანია მოხდეს ერთჯერადად დაზარალებულთა 5 000-ლარიანი დახმარება, ასევე გამოიყოს ადგილი, სადაც დაზარალებულები საქმიანობის გაგრძელებას შეძლებენ. მათივე განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, პერმანენტულ აქციებს გამართავენ, ხელისუფლებას კი მოუწოდებენ, საკითხზე დროულად მოახდინოს რეაგირება.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ირინა მილორავა - დღეს უბრალოდ წარმოუდგენელია, გავაკეთოთ რაიმე პროგნოზი ელექტროენერგიის მოსალოდნელ ტარიფთან დაკავშირებით
დღეს ჩვენგან უბრალოდ წარმოუდგენელია, გავაკეთოთ რაიმე პროგნოზი ელექტროენერგიის მოსალოდნელ ტარიფთან დაკავშირებით,