არქივი
«« აგვისტო 2017 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.3895
EUR
1 EUR
2.8067
RUB
100 RUB
4.0213
19-08-2017
ირაკლი ლექვინაძე - პირველი 6 თვის განმავლობაში მოვაჭრეები იჯარის თანხას არ გადაიხდიან
20:05 20-03-2017
ირაკლი ლექვინაძე - პირველი 6 თვის განმავლობაში მოვაჭრეები იჯარის თანხას არ გადაიხდიან თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე, ბაზრობების ასოციაციის წარმომადგენელთან ერთად, გარემოვაჭრეებს შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, მცირე მეწარმეებმა მიიღეს კონკრეტული შეთავაზებები, თუ სად და რა ფორმით შეუძლიათ საქმიანობის გაგრძელება. მერიის ინფორმაციით, თბილისის მერიასა და ბაზრობების ასოციაციას შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად, მოვაჭრეებს შესაძლებლობა აქვთ, აირჩიონ ადგილი სასურველ სავაჭრო ობიექტზე, გაიარონ რეგისტრაცია და დაიწყონ საქმიანობა. მათთვის გათვალისწინებულია შეღავათები - პირველი 6 თვის განმავლობაში მოვაჭრეები იჯარის თანხას არ გადაიხდიან.

“ბაზრობების ასოციაციის წარმომადგენელთან ერთად, მარჯანიშვილისა და აღმაშენებლის ქუჩების გარემოვაჭრეების წარმომადგენლებს შევხდით. დეტალურად განვუმარტეთ, რატომ მოხდა მიმდებარე ტერიტორიაზე ვაჭრობის შეზღუდვა. ასევე, ავუხსენით, რას სთავაზობს, თბილისის მერიის ჩართულობით, მათ ბაზრობების ასოციაცია. აქ იგულისხმება რეგისტრაციის გავლა იმ ბაზრობებზე, რომელსაც თავად მოვაჭრეები აირჩევენ. გარდა ამისა, ისინი, დაახლოებით 6 თვის განმავლობაში, გათავისუფლდებიან საიჯარო გადასახადისაგან და ორგანიზებულ სავაჭრო სივრცეებში ექნებათ საშუალება განახორციელონ თავიანთი საქმიანობა“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

თბილისის მერიამ უნებართვო გარე ვაჭრობის წინააღმდეგ ღონისძიებების გატარება 19 მარტს, მეტრო „მარჯანიშვილის“ მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო. როგორც მერიაში აცხადებენ, ანალოგიური ღონისძიებები, უახლოეს მომავალში, დედაქალაქის მასშტაბით არსებულ სხვა ადგილებშიც განხორციელდება.

InterPressNews.Ge
მასალის გამოყენების პირობები