არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5429
EUR
1 EUR
3.1082
RUB
100 RUB
4.4825
22-01-2018
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართა
20:28 20-03-2017
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” საქართველო პარლამენტიდან აცნობეს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი სამუშაო ჯგუფის პირველ სხდომაზე ჯგუფის წევრებმა, სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელად, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, პაატა კვიჟინაძე აირჩიეს.

მათივე ინფორმაციით, დღევანდელ სხდომაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა, ირაკლი წიწილაშვილმა ჯგუფის წევრებს აუდიტის ანგარიში „უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის გარე მექანიზმები“ წარუდგინა.
ირაკლი წიწილაშვილის განმარტებით, ამ დრომდე უმაღლესი განათების სფეროში ეფექტიანობის აუდიტი არ ჩატარებულა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გადაწყვიტა პირველ ეტაპზე უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის გარე მექანიზმები შეესწავლა. ანგარიში განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს ეხება და მასში უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის გარე მექანიზმების ნაკლოვანებებია ასახული.

აუდიტის სამსახურმა ჩატარებული ანალიზისა და გამოტანილი დასკვნების საფუძველზე სამუშაო ჯგუფს სარეკომენდაციო ნაწილთან ერთად, შესაბამისი რეკომენდაციები წარუდგინა, რომელთა შესრულების შემთხვევაში უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხის მნიშვნელოვანი ზრდაა შესაძლებელი.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი სამუშაო ჯგუფის სხდომაზე, აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის დეტალური განხილვისას, აუდიტის სამსახურისა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა დეპუტატების შეკითხვებს გასცეს პასუხები და შესაბამისი განმარტებები გააკეთეს.

განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის, ლაშა მარგიშვილის თქმით, ცენტრი სრულად იზიარებს აუდიტის სამსახურის ანგარიშში წარმოდგენილ რეკომენდაციებს და შესაბამისად, მათი მხრიდან გარკვეული ნაბიჯები უკვე გადადგმულია დასკვნაში ასახული მითითებების გაუმჯობესების მიმართულებით.

„დღეს გვქონდა პირველი შეხვედრა რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში აუდიტის სამსახური არის პარლამენტის პარტნიორი, რომელმაც პარლამენტის მიერ გამოყოფილი თანხების ეფექტურობა და მიზნობრიობა უნდა შეისწავლოს. პირველმა სხდომამ კონსტრუქციულ და საქმიან ვითარებაში ჩაიარა და იმედი გვაქვს, რომ კომისია ასევე გააგრძელებს მუშაობას. ჩვენი სურვილია, რომ პროცესი, რომელიც წინა მოწვევის პარლამენტში დაიწყო, ახალ სიმაღლეზე ავიყვანოთ,“-განაცხადა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, პაატა კვიჟინაძემ.

სამუშაო ჯგუფის წევრებმა აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციები გაიზიარეს. სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებებისა და წინადადებების გათვალისწინებით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი პარლამენტის სამუშაო ჯგუფი რეკომენდაციებს შეიმუშავებს და შესაბამის კომიტეტს წარუდგენს.

პაატა კვიჟინაძის განმარტებით, სამუშაო ჯგუფში აუდიტის სამსახურის მიერ განსახილველად წარმოდგენილია დასკვნები გასულ, 2016 წელს შემოწმებული 86 ობიექტის თაობაზე. ჯგუფი ამ ფორმატში მუშაობას მომავალშიც გააგრძელებს.


InterPressNews.Ge
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ილია მეორე - ქრისტიანობა არის ძალა, რომელიც გადაარჩენს კაცობრიობას და შეიყვანს სასუფეველში
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკუთარი
კომპანია "აგარის შაქრის" პირველადი პროფკავშირული ორგანიზაცია დღეს ქარხნის წინ აქციას გამართავს
კომპანია "აგარის შაქრის" პირველადი პროფკავშირული ორგანიზაცია დღეს ქარხნის წინ აქციას გამართავს. აქციის მონაწილეეები ქარხნის მუშაობის
ნავენახევის მღვიმე პირველ ვიზიტორებს გაზაფხულზე მიიღებს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე, დავით
21 იანვარს საქართველოს ოთხივე სამთო კურორტზე „თოვლის მსოფლიო დღე“ აღინიშნება
საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ინიციატივით უკვე მეშვიდე წელია ,,თოვლის მსოფლიო დღე“ აღინიშნება.
სამების საკათედრო ტაძარში დღეს ჩვილთა 52-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება
დღეს, სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა 52-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება. როგორც "ინტერპრესნიუსს" პატრიარქის საყოველთაო ნათლობის
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში“ ცვლილებების შეტანის შესახებ პროექტის საჯარო განხილვა ხულოდან იწყება
“აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის
ნინო გვენეტაძე - თბილისის საქალაქო სასამართლოს ახალი შენობის მშენებლობის დასრულება 2021 წლისთვის იგეგმება
იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის განცხადებით, სასამართლო პროცესების ეფექტურად
არასამთავრობო ორგანიზაციები - „ბასიანის“ ინციდენტი მართლმსაჯულების სისტემის ხარვეზებს წარმოაჩენს
არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ „ბასიანის“ ინციდენტი მართლმსაჯულების სისტემის ხარვეზებს წარმოაჩენს. როგორც რამდენიმე
ამირან გამყრელიძე - ძალიან გთხოვთ, ნუ აიცრუებთ გულს ვაქცინაციაზე
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს, რომ ვაქცინაციაზე გული არ აიცრუოს.