არქივი
«« აგვისტო 2017 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.3895
EUR
1 EUR
2.8067
RUB
100 RUB
4.0213
19-08-2017
საქართველოში ქარის სიმძლავრემ გრიგალის ნიშნულს მიაღწია
22:12 20-03-2017
საქართველოში ქარის სიმძლავრემ გრიგალის ნიშნულს მიაღწია საქართველოში ქარის სიმძლავრემ გრიგალის ნიშნულს მიაღწია. ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების ცენტრში განუცხადეს.

ცენტრის უფროსის, სვეტლანა ნიორაძის განცხადებით, რამდენიმე წუთის წინ ქარის სიჩქარემ 32 მეტრი წამში შეადგინა. ნიორაძის თქმით, ძლიერი ქარი, ქვეყნის მასტაბით მთელი ღამის განმავლობაში შენარჩუნდება, თუმცა, ქარის გაძლიერება მოსალოდნელი არ არის.

”ბოლო ინფორმაციით, ქარის სიმძლავრე 32 მეტრი წამში დაფიქსირდა, რაც უკვე გრიგალის მნიშვნელობისაა. ძლიერი ქარი შენარჩუნდება მთელი ღამის განმავლობაში. ქარი იქნება ხვალ დღის საათებშიც, თუმცა მისი გაძლიერება მოსალოდნელი არ არის”, - განაცხადა სვეტლანა ნიორაძემ.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, დღის მეორე ნახევარში გამოძახებებმა იმატა. სააგენტოს პრესსამსახურის ცნობით, ამ დროის მონაცემებით დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.

”დღის პირველ ნახევარში გამოძახებები ფიქსირდებოდა გარე უბნებში, დღის მეორე ნახევრიდან კი თითქმის ყველა უბნიდან დაფიქსირდა გამოძახება. დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ არსებობს”, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ირინა მილორავა - დღეს უბრალოდ წარმოუდგენელია, გავაკეთოთ რაიმე პროგნოზი ელექტროენერგიის მოსალოდნელ ტარიფთან დაკავშირებით
დღეს ჩვენგან უბრალოდ წარმოუდგენელია, გავაკეთოთ რაიმე პროგნოზი ელექტროენერგიის მოსალოდნელ ტარიფთან დაკავშირებით,
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ფერიცვალებას აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ფერიცვალების დღესასწაულს აღნიშნავს. როგორც "ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოდან აცნობეს, მცხეთის სამთავროს