არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4864
EUR
1 EUR
2.9344
RUB
100 RUB
4.3213
22-10-2017
მსოფლიო ბანკი საქართველოს სამთავრობო ვალისა და ფისკალური რისკების მართვის საკითხებში ტექნიკურ დახმარებას აღმოუჩენს
14:19 21-04-2017
მსოფლიო ბანკი საქართველოს სამთავრობო ვალისა და ფისკალური რისკების მართვის საკითხებში ტექნიკურ დახმარებას აღმოუჩენს მსოფლიო ბანკი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სამთავრობო ვალისა და ფისკალური რისკების მართვის საკითხებში ტექნიკურ დახმარებას აღმოუჩენს.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნულ საკითხზე ისაუბრეს საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილისა და მსოფლიო ბანკის სამთავრობო ვალისა და რისკ-მენეჯმენტის მიმართულების ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრაზე.

სამინისტროს ინფორმაციით, აღინიშნა, რომ მსოფლიო ბანკის მხრიდან ტექნიკური დახმარების ფარგლებში როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, ამ საკითხით დაინტერესებული საჯარო უწყებების წარმომადგენლებისთვის ტრენინგები და სხვა სახის საკონსულტაციო მომსახურება იქნება გაწეული.

„სამთავრობო ვალისა და ფისკალური რისკების მართვა ჩვენი სამინისტროს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. მსოფლიო ბანკის სპეციალურმა მისიამ შემოგვთავაზა ამ საკითხზე ტექნიკური დახმარების გამოყოფა და ჩვენ ამ შეთავაზებით აუცილებლად ვისარგებლებთ. შესაბამისად, გავაუმჯობესებთ როგორც სახელმწიფო ვალის, ასევე ფისკალური რისკების მართვის მიმართულებას“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მსოფლიო ბანკის ხაზინის სამთავრობო ვალისა და რისკ-მენეჯმენტის მიმართულების ხელმძღვანელის, ჩოქსუნ ჩანგოზის განცხადებით, მსოფლიო ბანკი მოხარულია საქართველოს გაუწიოს ნებისმიერი სახის მხარდაჭერა ფისკალური რისკების მართვისა და სახელმწიფო ვალის მართვის მიმართულებით.

”ივნისში ჩვენ ვგეგმავთ საქართველოში ორგანიზება გავუწიოთ მსოფლიო ბანკის ექსპერტების დიდი ჯგუფის მისიის ჩამოსვლას. ჩვენ საქართველოს მთავრობას შევთავაზეთ ტექნიკური მხარდაჭერის გაწევა სამთავრობო ვალისა და ფისკალური რისკების მართვის კუთხით. ასე რომ, ეს არის გრძელვადიანი თანამშრომლობა, რომელიც მსოფლიო ბანკის ხაზინას აკავშირებს საქართველოს მთავრობასთან“, - აღნიშნა ჩოქსუნ ჩანგოზმა.
InterPressNews.Ge
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
პატრიარქი - საქართველო არის ტახტი უფლისა და ჩვენ ვმადლობთ უფალს
საქართველო არის ტახტი უფლისა და ჩვენ ვმადლობთ უფალს, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ
„მრავალეროვანი საქართველო“ 21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების წინასწარ შეფასებას აქვეყნებს
„მრავალეროვანი საქართველოს“ მოკლევადიან დამკვირვებელთა აბსოლუტურ უმრავლესობას საშუალება მიეცა თავისუფლად განეხორციელებინა
CDD-ს სადამკვირვებლო მისია - არჩევნებმა სერიოზული ხარვეზებისა და დარღვევების გარეშე ჩაიარა
CDD-ს სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, 2017 წლის ადგილობრიივი თვითმმართველობის არჩევნებმა მშვიდ და ორგანიზებულ გარემოში,
თბილისის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტით მოძრაობა აიკრძალება
22 ოქტომბერს, 08:00 საათიდან 14:00 საათამდე, თბილისის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტით მოძრაობა აიკრძალება.
თბილისი მარათონი სტარტს დღეს, 08:30 საათზე თბილისის კლასიკურ გიმნაზიასთან აიღებს
ჰაიდელბერგცემენტის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო გარბენი თბილისი მარათონი 22 ოქტომბერს უკვე მეექვსედ გაიმართება და სტარტს
დიმიტრი ლორთქიფანიძეს სტენოკარდიული შეტევის გამო სასწრაფო დახმარება დასჭირდა
ბლოკ ”დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს” წევრ დიმიტრი ლორთქიფანიძეს გუშინ, სტენოკარდიული შეტევის გამო სასწრაფო დახმარება დასჭირდა.