არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4864
EUR
1 EUR
2.9344
RUB
100 RUB
4.3213
22-10-2017
გიორგი გახარიამ უნგრეთის მხარესთან ურთიერთგაგებისა და ინვესტიციების წახალისების მემორანდუმებს მოაწერა ხელი
14:38 21-04-2017
გიორგი გახარიამ უნგრეთის მხარესთან ურთიერთგაგებისა და ინვესტიციების წახალისების მემორანდუმებს მოაწერა ხელი გიორგი გახარიამ უნგრეთის მხარესთან ურთიერთგაგებისა და ინვესტიციების წახალისების მემორანდუმებს მოაწერა ხელი.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, დოკუმენტებს ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი გახარიამ და უნგრეთის ეროვნული ეკონომიკის მინისტრმა, მიჰაი ვარგამ.

ხელმოწერის ცერემონია მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოსა და უნგრეთის მთავრობების წარმომადგენელთა გაფართოებული შეხვედრის შემდეგ გაიმართა.

გიორგი გახარიამ გაფორმებული დოკუმენტების მნიშვნელობა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის დიდი პოტენციალი არსებობს.

მისი განცხადებით, უნგრეთის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გამართული ბიზნესფორუმი, ხელმოწერილი დოკუმენტები და მაღალი დონის შეხვედრები კარგ საფუძველს ქმნის სამომავლოდ უფრო მჭიდრო და ურთიერთსასარგებლო ეკონომიკური ურთიერთობებისთვის.

”დარწმუნებული ვარ, რომ ამ ვიზიტის შემდეგ აუცილებლად იქნება კონკრეტული ბიზნესაქტივობები, რასაც ხელს უწყობს დღეს ბიზნესებს შორის გამართული შეხვედრა სამთავრობო დელეგაციების მხარდაჭერით“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

InterPressNews.Ge
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
პატრიარქი - საქართველო არის ტახტი უფლისა და ჩვენ ვმადლობთ უფალს
საქართველო არის ტახტი უფლისა და ჩვენ ვმადლობთ უფალს, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ
„მრავალეროვანი საქართველო“ 21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების წინასწარ შეფასებას აქვეყნებს
„მრავალეროვანი საქართველოს“ მოკლევადიან დამკვირვებელთა აბსოლუტურ უმრავლესობას საშუალება მიეცა თავისუფლად განეხორციელებინა
CDD-ს სადამკვირვებლო მისია - არჩევნებმა სერიოზული ხარვეზებისა და დარღვევების გარეშე ჩაიარა
CDD-ს სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, 2017 წლის ადგილობრიივი თვითმმართველობის არჩევნებმა მშვიდ და ორგანიზებულ გარემოში,
თბილისის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტით მოძრაობა აიკრძალება
22 ოქტომბერს, 08:00 საათიდან 14:00 საათამდე, თბილისის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტით მოძრაობა აიკრძალება.
თბილისი მარათონი სტარტს დღეს, 08:30 საათზე თბილისის კლასიკურ გიმნაზიასთან აიღებს
ჰაიდელბერგცემენტის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო გარბენი თბილისი მარათონი 22 ოქტომბერს უკვე მეექვსედ გაიმართება და სტარტს
დიმიტრი ლორთქიფანიძეს სტენოკარდიული შეტევის გამო სასწრაფო დახმარება დასჭირდა
ბლოკ ”დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს” წევრ დიმიტრი ლორთქიფანიძეს გუშინ, სტენოკარდიული შეტევის გამო სასწრაფო დახმარება დასჭირდა.