არქივი
«« ოქტომბერი 2017 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4863
EUR
1 EUR
2.9405
RUB
100 RUB
4.3181
20-10-2017
სტამბა “ფავორიტის” განცხადება სახელმძღვანელოების ბეჭდვაზე სპეკულაციების შესახებ
14:42 21-04-2017
სტამბა “ფავორიტის” განცხადება სახელმძღვანელოების ბეჭდვაზე სპეკულაციების შესახებ ბოლო დღეებში, ანგაჟირებული მედიასაშუალებებით გავრცელდა ფაქტების მანიპულირებით მომზადებული “ჟურნალისტური მასალები” სტამბა “ფავორიტის” შესახებ.

პათოსი ასეთია: ვინაიდან “ფავორიტის” დამფუძნებელი ივანე თევდორაშვილი და ვიცეპრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი არიან ახლო ნათესავები, ეს არის კორუფციული საფრთხე სახელმძღვანელოების ბეჭდვისას, ვინაიდან ვიცეპრემიერი შესაძლოა ლობირებდეს ნათესავის კომპანიას(!)

მიუხედავად იმისა, რომ ამ მედიასაშუალებების (რუსთავი 2-ის და ნეტგაზეთის) ჟურნალისტებს ჰქონდათ სრული წვდომა რეალურ ინფორმაციაზე, მათ შორის ჩვენი კომპანიისგან, მათ დაამახინჯეს რეალობა და წარმოაჩინეს ისე, თითქოს სტამბა “ფავორიტი” დიმიტრი ქუმსიშვილის მინისტრობის პერიოდში აღზევდა და ის მონოპოლისტია სახელმძღვანელოების ბეჭდვის ბიზნესში.

ზემოთაღნიშნულთან დაკავშირებით გვსურს განვაცხადოთ: დიმიტრი ქუმსიშვილი ნამდვილად არის შპს “ფავორიტის” დამფუძნებლის სიძე 2002 წლიდან.

შპს “ფავორიტი” არის სტამბა. დაფუძნებიდან, 1997 წლიდან, მისი ერთერთი უმთავრესი სპეციალიზაცია წიგნები, მათ შორის სახელმძღვანელოებია.
1997 წლიდან ის უბეჭდავდა და უბეჭდავს წიგნებს (მათ შორის სახელმძღვანელოებს) თითქმის ყველა მსხვილ ქართულ გამომცემლობას. დაარსებიდან “ფავორიტი” იყო და არის ერთ-ერთი ძირითადი მოთამაშე წიგნის ბეჭდვის ბაზარზე, თუმცა არც ერთ სეზონზე არ დაუბეჭდავს სახელმძღვანელოები მხოლოდ მას, ეს ყოველთვის ხდებოდა სხვა სტამბებთან კონკურენციის და თანამშრომლობის პირობებში. თუმცა იყო წლები, შაშკინის მინისტრობის დროს, როცა “ფავორიტს” არც ერთი სახელმძღვანელო არ დაუბეჭდავს, რადგან მაშინდელი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ყოველგვარი ტენდერის გარეშე, მხოლოდ ერთ ორგანიზაციას ჰქონდა სახელმძღვანელოების ბეჭდვის უფლება, რომელიც ამას ძირითადად საზღვარგარეთ აკეთებდა…

საგულისხმოა, რომ “ფავორიტს” არ დაუბეჭდავს სახელმძღვანელოები არც 2015 წლის სეზონზე , ვინაიდან ვერ გაიმარჯვა ტენდერში. ასევე სხვა სტამბა გახდა გამარჯვებული ტენდერში 2016 წელსაც.

მიმდინარე წელს,”ფავორიტი” ისევ აპირებს ტენდერში მონაწილეობას და გამარჯვების შემთხვევაში მზად არის შეასრულოს შეკვეთა.

ჩვენ, მრავალწლიანი გამოცდილების წარმატებული საწარმო, არ ვაპირებთ შევწყვიტოთ საქმიანობა და განვითარება იმის გამო , რომ ვიცეპრემიერი არის დამფუძნებლის ნათესავი და მავანი ცდილობს ეს დიმიტრი ქუმსიშვილის წინააღმდეგ შავი პიარისთვის გამოიყენოს.

(R)
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
#67-ე სკოლის სამეურვეო საბჭოს წარმომადგენლები პედაგოგთა ნაწილის წინააღმდეგ ხვალ პროკურატურაში განცხადებას შეიტანენ
თბილისის #67-ე საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წარმომადგენლები სკოლის პედაგოგთა ნაწილის წინააღმდეგ ხვალ პროკურატურაში განცხადებას შეიტანენ, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს”
მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ნინიაშვილმა და გრიგალაშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
ზაგრებში მიმდინარე ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ბაგრატ ნინიაშვილმა (66) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მან ბრინჯაოსთვის ბრძოლაში იტალიელი მანუელ ლომბარდო იპონით დაამარცხა.
Björk-ის კონცერტებთან დაკავშირებით ხვალ პრესკონფერენცია გაიმართება
თბილისში ისლანდიელი მუსიკოსის, Björk-ის კონცერტებთან დაკავშირებით ხვალ პრესკონფერენცია გაიმართება.
კსუ-ის სტუდენტებს „პალიტრა ჯგუფის“ ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის წარმომადგენლები და Ambebi.ge-ის მთავარი რედაქტორი შეხვდნენ
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კარიერული განვითარების ცენტრისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ერთობლივი ორგანიზებით, ჟურნალისტიკის სპეციალობის
ნიკოლოზ გაგუა - გრძელვადიან პერიოდში, ვალის მდგრადობის ანალიზის მიხედვით, ვალის მოცულობა 37%-მდე უნდა შემცირდეს
„ჩვენს ქვეყანაში დაჩქარებული ინფრასტრუქტურული მშენებლობის ფონზე, რომელიც დონორი ორგანიზაციებიდან მოზიდული სესხებით ფინანსდება და ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას,
#67-ე საჯარო სკოლაში სამეურვეო საბჭოს სხდომა მიმდინარეობს, სადაც, სავარაუდოდ, დოდო კეზუას საკითხი განიხილება
თბილისის # 67-ე საჯარო სკოლაში სამეურვეო საბჭოს სხდომა მიმდინარეობს, სადაც, სავარაუდოდ, ქიმიის პედაგოგის, დოდო კეზუას გათავისუფლების საკითხი განიხილება. სავარაუდოდ,
ბერლინში ქართული პროდუქციის გამოფენა „განსაკუთრებული საქართველო“ გაიმართება
19-21 ოქტომბერს, ბერლინში დაგეგმილ გამოფენა-გაყიდვაზე, ქართული პროდუქცია სახელწოდებით „განსაკუთრებული საქართველო“ წარგება.
ზურაბ ალავიძე - ყველა რეგიონის ეკონომიკური პოტენციალი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ
მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად განვავითაროთ ადგილობრივი წარმოება და ბოლომდე გამოვიყენოთ საქართველოს ყველა რეგიონის ეკონომიკური პოტენციალი,
GIPA-ს სტუდენტებს "ახალი საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი ვაშაძე შეხვდა
GIPA-ში თბილისის მერობის კანდიდატებთან შეხვედრების ციკლი გრძელდება. როგორც ”ინტერპრესნიუსს” GIPA - დან აცნობეს,
სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება შეიზღუდება
სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, ხვალ, თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, - ამის შესახებ