არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4864
EUR
1 EUR
2.9344
RUB
100 RUB
4.3213
22-10-2017
შეიხ ულ ისლამი ილია მეორეს - მინდა გამოგიტყდეთ, რომ თქვენ ჩვენი ოჯახისთვის წმინდანი ხართ
15:41 21-04-2017
შეიხ ულ ისლამი ილია მეორეს - მინდა გამოგიტყდეთ, რომ თქვენ ჩვენი ოჯახისთვის წმინდანი ხართ მთელ მსოფლიოში შესაძლოა, ანალოგი არ მოიძებნოს იმის, რომ - მუსლიმური რელიგიის შეიხი პატრიარქს ეწვევა, ხელზე კოცნის მას, აღიარებს მას თავის უხუცესად. მე მსურს ქართველმა ხალხმა გაიგოს და აქ დამსწრე მუსლიმებმაც, რომ მისი უწმინდესობა, კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გახლავთ უიშვიათესი ადამიანი, - ამის შესახებ კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს სულიერმა ლიდერმა, შეიხ ულ ისლამ ალაჰ შუქურ ფაშა-ზადემ საპატრიარქოში პატრიარქთან შეხვედრაზე განაცხადა, სადაც იგი დელეგაციის წევრებთან ერთად მივიდა.

კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს სულიერმა ლიდერმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ საქართველოში იგი პატრიარქის მოსანახულებლად ჩამოვიდა. როდესაც შეიტყო, რომ მისი უწმინდესობა შეუძლოდ იყო, გადაწყვიტა გერმანიაში მოენახულებინა, თუმცა ეს ვერ განხორციელდა, ამიტომ უწმინდესს დღეს თბილისში ეწვია.

შეიხ ულ ისლამის თქმით, მისი უწმინდესობა თავის კეთილ გავლენას ახდენს ქართულ-აზერბაიჯანულ ურთიერთობებზე. შუქურ ფაშა-ზადემ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის მოსახლეობას, მუსლიმ მრევლს პატრიარქი ძალიან უყვარს. მან უწმინდესს აზერბაიჯანის პრეზიდენტისა და მისი მეუღლის მოკითხვა გადასცა, ასევე პატრიარქს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა. შეიხმა მადლობა გადაუხადა ყველას, დარბაზში მყოფთ და აღნიშნა, რომ „ეს ჩვენი ტოლერანტობის მაჩვენებელია“.

„ჩემთვის ყოველთვის სასიამოვნო გახლავთ თქვენი სახით კავკასიის უხუცესთან შეხვედრა და პირადად ჩემი უხუცესი ბრძანდებით. თქვენ აღნიშნეთ, რომ კომუნისტური რეჟიმის დროს მე შეიხ ულ ისლამის ტიტული მივიღე, თქვენ პატრიარქობამდე ამაღლდით. ჩვენ გავხდით მოწმე იმ რთულ პერიოდში როგორ საჭირო იყო ეს. თქვენი მეთაურობით სწორედ იღვაწეთ ამისთვის. მაგრამ, ჩვენ გამოვიარეთ ის რთული დღეები, გამოვიარეთ ძმობით, მეგობრობით, თანადგომით. დღეს შევიქენით ღირსი იმისა, რომ ვცხოვრობდეთ დამოუკიდებელ სახელმწიფოებში. ნება მიბოძეთ აღვნიშნო ისიც, რომ შესაძლოა მთელ მსოფლიოში ანალოგი არ მოეძებნება იმას, რომ მუსლიმური რელიგიის შეიხი, შეიხ ულ ისლამი ეწვევა პატრიარქს, ხელზე კოცნის მას, აღიარებს მას თავის უხუცესად. მე მსურს ქართველმა ხალხმა გაიგოს და აქ დამსწრე მუსლიმებმაც, რომ მისი უწმინდესობა, კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე გახლავთ უიშვიათესი ადამიანი. მე 40 წელია რაც მაქვს შეიხ ულ ისლამის ტიტული და ჩემი მსახურების პერიოდში ყოველთვის ვგრძნობდი პატრიარქის მხარდაჭერას. იმ ცუდ პერიოდში, როდესაც საშიში იყო სასულიერო პირად ყოფნა, პატრიარქი ყოველთვის მხარში მედგა“, - განაცხადა შუქურ ფაშა-ზადემ.

კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს სულიერმა ლიდერმა საუბრისას ასევე განაცხადა, რომ იგი დღეს შეხვედრაზე თავის ოჯახთან ერთად იმყოფება. კერძოდ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრის სურვილი მისმა ვაჟმა, შვილიშვილმა, ქალიშვილმა და რძალმა გამოთქვა.
„მინდა გამოგიტყდეთ, რომ თქვენ ჩვენი ოჯახისთვის წმინდანი ხართ. ამიტომ დღეს აქ ოჯახთან ერთად მოვედი. მათაც სურვილი გამოთქვეს, რომ ეამბორათ თქვენ ხელზე. მე გეახელით ვაჟით, შვილიშვილით, რომელიც ჩემი სეხნია გახლავთ, ასულითა და რძლით“, - განაცხადა შუქურ ფაშა ზადემ.

კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს სულიერმა ლიდერმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ბაქოში სტუმრად მიიწვია, რათა ერთად აღნიშნონ უწმინდესის მოღვაწეობის 40 წლის საიუბილეო თარიღი.


მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
პატრიარქი - საქართველო არის ტახტი უფლისა და ჩვენ ვმადლობთ უფალს
საქართველო არის ტახტი უფლისა და ჩვენ ვმადლობთ უფალს, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ
„მრავალეროვანი საქართველო“ 21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების წინასწარ შეფასებას აქვეყნებს
„მრავალეროვანი საქართველოს“ მოკლევადიან დამკვირვებელთა აბსოლუტურ უმრავლესობას საშუალება მიეცა თავისუფლად განეხორციელებინა
CDD-ს სადამკვირვებლო მისია - არჩევნებმა სერიოზული ხარვეზებისა და დარღვევების გარეშე ჩაიარა
CDD-ს სადამკვირვებლო მისიის შეფასებით, 2017 წლის ადგილობრიივი თვითმმართველობის არჩევნებმა მშვიდ და ორგანიზებულ გარემოში,
თბილისის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტით მოძრაობა აიკრძალება
22 ოქტომბერს, 08:00 საათიდან 14:00 საათამდე, თბილისის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტით მოძრაობა აიკრძალება.
თბილისი მარათონი სტარტს დღეს, 08:30 საათზე თბილისის კლასიკურ გიმნაზიასთან აიღებს
ჰაიდელბერგცემენტის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო გარბენი თბილისი მარათონი 22 ოქტომბერს უკვე მეექვსედ გაიმართება და სტარტს
დიმიტრი ლორთქიფანიძეს სტენოკარდიული შეტევის გამო სასწრაფო დახმარება დასჭირდა
ბლოკ ”დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს” წევრ დიმიტრი ლორთქიფანიძეს გუშინ, სტენოკარდიული შეტევის გამო სასწრაფო დახმარება დასჭირდა.