არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5429
EUR
1 EUR
3.1082
RUB
100 RUB
4.4825
21-01-2018
ქეთევან ციხელაშვილმა ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს ანგარიში წარუდგინა
16:13 21-04-2017
ქეთევან ციხელაშვილმა ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს ანგარიში წარუდგინა ეს არის პირველი წლის ანგარიში ახალი ეროვნული სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის ფარგლებში, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოსთვის „სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიის 2016 წლის სამოქმედო გეგმის“ შესრულების ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” სახელმწიფო მინისტრის აპარატის პრესსამსახურიდან აცნობეს, სახელმწიფო მინისტრმა სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ძირითად სტრატეგიულ მიმართულებებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ სახელმწიფო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც საქართველოს მთავრობამ 2015 წლის აგვისტოში დაამტკიცა, ბევრ ახალ მიმართულებას მოიცავს.

„სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიით და 2015-2020 წლების სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ყველა მიმართულებით გაგრძელდა პროგრამებისა და პროექტების განხორციელება და თითოეული მიმართულებით აღინიშნება პროგრესი“, - ნათქვამია სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ მომზადებულ ანგარიშში.

სამოქმედო გეგმა მოიცავს ოთხ ძირითად სტრატეგიულ მიზანს: თანაბარი და სრულფასოვანი მონაწილეობა სამოქალაქო და პოლიტიკურ ცხოვრებაში; თანაბარი სოციალური და ეკონომიკური პირობებისა და შესაძლებლობების შექნა; ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და სახელმწიფო ენის ცოდნის დონის გაუმჯობესება; ეთნიკურ უმცირესობათა კულტურის შენარჩუნება და ტოლერანტული გარემოს უზრუნველყოფა;

"თანაბარი და სრულფასოვანი მონაწილეობა სამოქალაქო და პოლიტიკურ ცხოვრებაში


უკვე არსებულ პროექტებთან ერთად სახელმწიფო მინისტრის ინიციატივით, წარმატებული პროგრამის, 1+4 ფარგლებში დაიწყო საჯარო სექტორში სტაჟირების საპილოტე პროექტი.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში სრულად იყო უზრუნველყოფილი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების თანასწორი და აქტიური მონაწილეობა.

მცირერიცხოვან და მოწყვლად ეთნიკურ უმცირესობათა მხარდაჭერის მიზნით საჯარო სკოლებში, სხვა მცირერიცხოვან ეთნიკურ უმცირესობათა ენებთან ერთად, პირველად დაინერგა ჩეჩნური ენის სწავლება, სახელმწიფო მინისტრის ინიციატივით კი აჭარაში გაიხსნა აფხაზური ენის კლასები.

ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და სახელმწიფო ენის ცოდნის დონის გაუმჯობესება


განათლების თითოეული საფეხური ხელმისაწვდომია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის. უზრუნველყოფილია ასევე, ეთნიკური უმცირესობების მშობლიურ ენებზე ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობა (აზერბაიჯანული, სომხური, რუსული).

2016-2017 აკადემიური წლისთვის გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა წარადგინა აფხაზურენოვანი ზოგადი უნარების ტესტი, რაც შესაძლებლობას აძლევს აფხაზურენოვან აბიტურიენტებს ჩაერთონ პროგრამაში და უკვე აფხაზურ ენაზე ჩააბარონ მისაღები გამოცდები გამარტივებული ფორმით.
ამასთან ერთად, აქტიურად გაგრძელდა ეთნიკური უმცირესობების ახალგაზრდებისთვის სწავლების ყველა საფეხურზე ხარისხიანი განათლების ხელშემწყობი პროგრამებისა და პროექტების განხორციელება.

პროფესიული სწავლების სახელმწიფო პროგრამაში წელს პირველად ჩაერთნენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდები და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები.

სახელმწიფოს პრიორიტეტად კვლავ რჩება სახელმწიფო ენის ცოდნის დონის ამაღლება და ამ მიზნით ხორციელდება კომპლექსური პროგრამები და პროექტები განათლების ყველა საფეხურზე. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ენის შესწავლა შეუძლია ნებისმიერ დაინტრესებულ პირს.
მედიასა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა გაუმჯობესებულია. საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარი საინფორმაციო გამოშვება “მოამბე“ (18:00 და 20:00სთ) პარალელურ რეჟიმში მეორე არხის ეთერში ქართული, სომხური და აზერბაიჯანული ენის ხმოვანი ბილიკების თანხლებით გადაიცემა.

თანაბარი სოციალური და ეკონომიკური პირობებისა და შესაძლებლობების შექნა

გაგრძელდა ეთნიკური უმცირესობებისთვის ინფორმაციის მიწოდება სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამების და სოციალური დახმარების შესახებ. განხორციელდა გაზიფიკაციის, შიდა გზების, საირიგაციო და სასმელი წყლის სისტემების, გარე განათების რეაბილიტაციას და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები.

ეთნიკურ უმცირესობათა კულტურის შენარჩუნება და ტოლერანტული გარემოს უზრუნველყოფა


გაგრძელდა სხვადასხვა პროგრამების/პროექტებისა და ღონისძიებების განხორციელება, რომლებიც მიზნად ისახავდა ეთნიკურ უმცირესობათა კულტურის დაცვა- განვითარებასა და პოპულარიზაციას.

ძირითად პრიორიტეტებთან ერთად დავიწყეთ აქტიური მუშაობა ეთნიკური უმცირესობების ახალგაზრდებისთვის ოჯახში ძალადობის და ქალთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით.

სახალხო დამცველთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოში გაერთიანებულია საქართველოში მცხოვრები ყველა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელთა ასზე მეტი ორგანიზაცია. სახელმწიფო მინისტრის აპარატი საბჭოს ყოველწლიურად წარუდგენს ანგარიშს სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით გაწეული მუშაობის შესახებ”, - ნათქვამია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
InterPressNews.Ge
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
კომპანია "აგარის შაქრის" პირველადი პროფკავშირული ორგანიზაცია დღეს ქარხნის წინ აქციას გამართავს
კომპანია "აგარის შაქრის" პირველადი პროფკავშირული ორგანიზაცია დღეს ქარხნის წინ აქციას გამართავს. აქციის მონაწილეეები ქარხნის მუშაობის
ნავენახევის მღვიმე პირველ ვიზიტორებს გაზაფხულზე მიიღებს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე, დავით
21 იანვარს საქართველოს ოთხივე სამთო კურორტზე „თოვლის მსოფლიო დღე“ აღინიშნება
საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ინიციატივით უკვე მეშვიდე წელია ,,თოვლის მსოფლიო დღე“ აღინიშნება.
სამების საკათედრო ტაძარში დღეს ჩვილთა 52-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება
დღეს, სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა 52-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება. როგორც "ინტერპრესნიუსს" პატრიარქის საყოველთაო ნათლობის
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში“ ცვლილებების შეტანის შესახებ პროექტის საჯარო განხილვა ხულოდან იწყება
“აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის
ნინო გვენეტაძე - თბილისის საქალაქო სასამართლოს ახალი შენობის მშენებლობის დასრულება 2021 წლისთვის იგეგმება
იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის განცხადებით, სასამართლო პროცესების ეფექტურად
არასამთავრობო ორგანიზაციები - „ბასიანის“ ინციდენტი მართლმსაჯულების სისტემის ხარვეზებს წარმოაჩენს
არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ „ბასიანის“ ინციდენტი მართლმსაჯულების სისტემის ხარვეზებს წარმოაჩენს. როგორც რამდენიმე
ამირან გამყრელიძე - ძალიან გთხოვთ, ნუ აიცრუებთ გულს ვაქცინაციაზე
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს, რომ ვაქცინაციაზე გული არ აიცრუოს.