არქივი
«« დეკემბერი 2017 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.6673
EUR
1 EUR
3.1466
RUB
100 RUB
4.5043
12-12-2017
ვლადიმერ პაპავა - რექტორობის შემდეგ დაკითხვაზე მატარებდნენ, თითქოს ჩემს კორუფციულ საქმიანობას იკვლევდნენ, ორი ბრალდება წამიყენეს
11:47 01-05-2017
ვლადიმერ პაპავა - რექტორობის შემდეგ დაკითხვაზე მატარებდნენ, თითქოს ჩემს კორუფციულ საქმიანობას იკვლევდნენ, ორი ბრალდება წამიყენეს რექტორობის შემდეგ დაკითხვაზე მატარებდნენ. თითქოს ჩემს კორუფციულ საქმიანობას იკვლევდნენ. ორი ბრალდება წამიყენეს, - ამის შესახებ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილმა რექტორმა ვლადიმერ პაპავამ გაზეთ ”კვირის პალიტრასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

პაპავა მის გადადგომამდე განვითარებულ მოვლენებს იხსენებს. თსუ-ს ყოფილი რექტორი ყვება, რომ შარშან, მარტის ბოლოს, უნივერსიტეტში ვითარება მეტ-ნაკლებად ჩაწყნარდა, საპროტესტო აქციებიც შეჩერდა, სტუდენტებიც შენობიდან გავიდნენ. მისი თქმით, 2016 წლის 25 მარტში პატრიარქმა ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით, სიონის ტაძარში მსახურებაზე მიიწვია, სადაც მთავრობის წევრებთან ერთად აღმოჩნდა.

”ჩემ გვერდით პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი იდგა, რომელსაც პატივისცემის გამოსახატავად ჩავჩურჩულე, დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის-მეთქი. მოულოდნელად პრემიერმა ერთი ნაბიჯით უკან დაიწია და მიპასუხა - მე თქვენ მხარს არ გიჭერთ, მე უნივერსიტეტს დავუჭირე მხარიო. ეს მნიშვნელოვანი გზავნილი იყო - როდესაც მთავრობა მხარს არ გიჭერს, არ შეიძლება სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობაზე დარჩე. ამ შეხვედრამდე, მარტის რთულ დღეებში, პოსტიდან გადადგომაზე პერიოდულად მიმანიშნებდა განათლების მაშინდელი მინისტრიც, თამარ სანიკიძე”, - აღნიშნა ვლადიმერ პაპავამ.

მისივე თქმით, უნივერსიტეტში თვითმმართველობის სტუდენტებმა მისი გადადგომის მოთხოვნით შიმშილობა გამოაცხადეს. პაპავა იხსენებს, რომ კონსულტაცია გაიარა სახელისუფლებო წრიდან მისთვის პატივსაცემ ერთ-ერთ ავტორიტეტულ პირთან, რომელთანაც საუბრიდან მისთვის ნათელი გახდა, რომ თუ არ გადადგებოდა, უნივერსიტეტში უარესი რამ შეიძლებოდა მომხდარიყო.

”10 მარტს თსუ-ის პირველ კორპუსში სტუდენტები შემოიჭრნენ, დაბლოკეს ოთახი, სადაც კანცლერის არჩევნები უნდა ჩატარებულიყო, და ამ უმძიმეს ვითარებაში მირეკავს განათლების მინისტრი და მეუბნება: გადაწყვეტილება მიღებულია, პოლიცია უკვე მალე იქნება უნივერსიტეტში და შენობას მეამბოხე სტუდენტებისგან გაწმენდსო. ამ წინადადებაზე დათანხმება ნიშნავდა, რომ სამართალდამცავები ახალგაზრდებს ფიზიკურად გაუსწორდებოდნენ, დროებით დააკავებდნენ და როდესაც გაათავისუფლებდნენ, უნივერსიტეტში საპროტესტო ტალღა კიდევ უფრო დიდ მასშტაბს მიიღებდა უკვე ახალი ბრალდებით, რომ მე უნივერსიტეტში პოლიცია სტუდენტების დასარბევად შემოვიყვანე, ისინი ვაცემინე. ასეთი ბრალდების შემდეგ რექტორს უნივერსიტეტში კი არა, საქართველოშიც კი არ დაედგომება. როგორც კი პოლიცია უნივერსიტეტში შემოვიდა, სტუდენტებსა და პოლიციას შორის ჩავდექი იქ მყოფ თსუ-ის რამდენიმე პროფესორთან ერთად და ქვედანაყოფის ხელმძღვანელს შენობის დატოვება ვთხოვე, ესეც, სავარაუდოდ, გათვლილი ზარი გახლდათ, დავეთანხმებოდი თუ არა განათლების მინისტრის ამ შემოთავაზებას”, - იხსენებს პაპავა.

ამასთან, ყოფილი რექტორის ინფორმაციით, ვიდრე დაძაბულობა პიკს მიაღწევდა, პრემიერთან შეხვედრა ითხოვა.

” ვთვლიდი, რომ მასთან მეგობრული ურთიერთობა წლების წინ ჩამომიყალიბდა. თუმცა, შეხვედრაზე მუდმივად უარს ვიღებდი. დიდი წვალების შემდეგ, როგორც იქნა, ჩვენი შეხვედრა დაიგეგმა, თუმცა შეხვედრაზე განათლების მინისტრიც დამხვდა. ეს უკვე იყო გზავნილი, რომ გულახდილი საუბარი არ გამოვიდოდა, რადგან ქალბატონ მინისტრთან ერთად მნიშვნელოვან დეტალებზე საუბარს არ ვაპირებდი”, - განაცხადა პაპავამ.
თსუ-ს ყოფილი რექტორი ამბობს, რომ მის წინააღმდეგ მოქმედი ყველაზე მთავარი ფიგურა დღეს ”სერიოზულად ავადაა”, ამიტომ მასზე საუბრისგან თავს იკავებს.

”ის მაშინაც პარლამენტის წევრი იყო. 2016 წელს, როდესაც მარტში უნივერსიტეტში ვითარება დაიძაბა, სწორედ მან გააკეთა პარლამენტიდან პირველი საჯარო განცხადება ჩემი გადადგომის მოთხოვნით. რადგან "ქართული ოცნება" თავიდანვე არ ყოფილა ერთიანი პოლიტიკური ძალა და მითუმეტეს, დღესაც არ არის, ყველას ერთნაირი შეხედულებები არ ჰქონია უნივერსიტეტთან მიმართებაში. ამ კონკრეტულ პარლამენტარს კი რექტორობასთან დაკავშირებით აშკარად თავისი გეგმები ჰქონდა”, - განაცხადა პაპავამ.

ამასთან, ყოფილმა რექტორმა მაღლივი კორპუსის გვერდით გაზგასამართი სადგურის შესაძლო აშენებასთან დაკავშირებულ ვნებათაღელვაზე და მის მიერ გაწეულ წინააღმდეგობაზეც ისაუბრა.

”მივლინებით ტარტუს უნივერსიტეტში ვიყავი, როდესაც სტუდენტებმა ამ გაზგასამართი სადგურის აშენების საწინააღმდეგო აქცია დაიწყეს. როდესაც საქართველოში დავბრუნდი, განათლების მინისტრმა დამიბარა და სცადა, ჩემთვის""ყური აეწია""- საპროტესტო აქციას "ნაციონალური მოძრაობის" წევრები და უნივერსიტეტის ერთ-ერთი დეკანი შეუერთდნენო. "ნაციონალური მოძრაობა" ბოროტი ძალაა, რომელიც სადმე არეულობას დაინახავს თუ არა, მაშინვე შეუერთდება, მაგრამ შენ თვითონ რატომ უწევ ამას პროვოცირებას? რაც შეეხება ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის აქციაში მონაწილეობას, განვუცხადე, პატარა იქნებოდით, როდესაც 1978 წელს ქართული ენის დასაცავად სტუდენტებთან ერთად პროფესორებიც იმყოფებოდნენ და მადლობელი ვარ, რომ აქციას თუნდაც ერთი დეკანი შეუერთდა და ნეტავ სხვებიც წასულიყვნენ-მეთქი”, - აღნიშნა ვლადიმერ პაპავამ.

მანვე პირველი რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, ნოე რამიშვილის დისშვილის, მამია ბერიშვილის შვილის ხელთ არსებული მასალების - მთავრობის და სოციალ-დემოკრატიული პარტიის არქივისა და ბიბლიოთეკის უნივერსიტეტისათვის საჩუქრად გადაცემისას შექმნილ წინააღმდეგობაზეც ისაუბრა. ასევე გაიხსენა მისი გადადგომის შემდეგ განვითარებული მოვლენები.

”პროცესი ჩემი გადადგომის შემდგომაც გაგრძელდა - რექტორობის შემდეგ დაკითხვაზე მატარებდნენ. თითქოს ჩემს კორუფციულ საქმიანობას იკვლევდნენ. ორი ბრალდება წამიყენეს - უნივერსიტეტს თქვენი წიგნები რატომ აყიდინეთო და ასევე, ბიოლოგიის კორპუსთან სასტუმროს მშენებლობაზე. საკითხს სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახური იძიებდა და როდესაც გადავდექი, ქალბატონმა მინისტრმა ვითომ მეგობრულად ისიც კი შემომთავაზა, თქვენ უკვე გადადექით და თუ გნებავთ, საქმეს მსვლელობას არ მივცემთო. როგორ გეკადრებათ, თუ საკითხი შემოსულია, პირიქით, მიეცით ბოლომდე მსვლელობა, არაფერი მაქვს დასამალი-მეთქი”, - განაცხადა ვლადიმერ პაპავამ.

ყოფილი რექტორი აღნიშნული ინტერვიუს შემდეგ მის წინააღმდეგ ”მორიგი სიბინძურეების კამპანიას” არ გამორიცხავს და თუ მისი მოლოდინი გამართლდება, ამის ”მთავარ შემოქმედად” სახელმწიფო უშიშროების სამსახურის წარმომადგენლებს მოიაზრებს.

PLAYER_GET_VIDEOFLASH
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ქუთაისის აეროპორტიდან მილანის რეისი არ შესრულდა
ქუთაისის აეროპორტიდან მილანის მიმართულებით დღეს დაგეგმილი ფრენა ვერ განხორციელდა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” ერთ-ერთმა
ჩუღურეთის ნაწილს გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა
თბილისში, ჩუღურეთის რაიონის ნაწილს, დღეს გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ყაზტრანსგაზ-თბილისიდან“ აცნობეს,
გიორგი მარგველაშვილმა ”2017 წლის წინანდლის პრემიის" დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს პრეზიდენტმა "2017 წლის წინანდლის პრემიის" დაჯილდოების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც თბილისის
თსუ-ში დათო მაღრაძის ახალი პოეტური კრებულის პრეზენტაცია გაიმართება
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხვალ, დათო მაღრაძის ახალი პოეტური კრებულის AVE, EVA! პრეზენტაცია
დიმიტრი ქუმსიშვილი - ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ სრულად მხარდაჭერილია
ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ სრულადაა მხარდაჭერილი, - ეს განცხადება საქართველოს
თბილისის განვითარების ფონდი - მტკვრის ქუჩის N1-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ძველი აგურის წყობით ნაშენი კედლები აღმოჩნდა, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთზე სამუშაოები დროებით შეჩერდა
მტკვრის ქუჩის N1-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, საინჟინრო-საკომუნიკაციო სამუშაოების დროს, 0,7 მეტრის სიღრმეზე ძველი აგურის წყობით
დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს წარმატების მნიშვნელობაზე ისაუბრა
საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების და სუვერენული სარეიტინგო კომპანიების პოზიტიური შეფასებები საქართველოსთვის ძალიან
დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, ტურიზმის სექტორმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდის მაჩვენებლების გაუმჯობესებაში
პირველი ვიცე პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, ტურიზმის სექტორმა
არჩილ თალაკვაძე - ორბელიანის მოედნის რეაბილიტაციით დედაქალაქში მიზიდულობის კიდევ ერთი ცენტრი გაჩნდება
ორბელიანის მოედნის რეაბილიტაციით დედაქალაქში მიზიდულობის კიდევ ერთი ცენტრი გაჩნდება, - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი
ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
ელექტროქსელის საიმედოობის გაზრდის მიზნით, თბილისის ნაწილს 12 დეკემბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.