არქივი
«« ივლისი 2018 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4417
EUR
1 EUR
2.8436
RUB
100 RUB
3.8430
21-07-2018
საქართველოში მსოფლიოში გავრცელებული ინტერნეტ ვირუსის პირველი შემთხვევები დაფიქსირდა
11:23 15-05-2017
საქართველოში მსოფლიოში გავრცელებული ინტერნეტ ვირუსის პირველი შემთხვევები დაფიქსირდა საქართველოსა და რეგიონის სხვა ქვეყნებში მსოფლიოში გავრცელებული ინტერნეტ ვირუსის პირველი შემთხვევები დაფიქსირდა, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა, მიხეილ ბატიაშვილმა განუცხადა.

ბატიაშვილის თქმით, შეუძლებელია იმის თქმა, კონკრეტულად სად და რამდენი შემთხვევა იყო, თუმცა მონიტორინგმა ვირუსის რამდენიმე შემთხვევა გამოავლინა.

”ერთი თვის წინ ჩვენს უნივერსიტეტში გაიხსნა კიბერუსაფრთხოების ლაბორატორია, რომელიც ამერიკული კომპანიების - ”ჰემანტეკის”, ”ჩეკპოინტის” და ”ეისეტის” მიერ იქნა შექმნილი. მსოფლიოში დაიწყო ვირუსის გავრცელება, რომელმაც ძალიან დიდი კომპანიები დააზიანა. ჩვენ 24 საათის განმავლობაში ვახდენდით მონიტორინგს, თუ რა მასშტაბებით ხდებოდა ამ ვირუსის გავრცელება, რამდენად იზრდებოდა მისი არეალი და პირველი შედეგებიც მივიღეთ. ვირუსის პირველი შემთხვევები საქართველოშიც დაფიქსირდა. ზოგადად, ვირუსმა 200 ათას კომპიუტერზე მეტი მოიცვა და 150-ზე მეტ ქვეყანაშია შეღწეული. ამ სფეროს სპეციალისტები ძირითადად ელოდებიან, რომ დღეს საღამოს დაიწყება ევროპაში შეტევა”, - აღნიშნა ბატიაშვილმა.

მისივე თქმით, კიბერუსაფრთხოების ლაბორატორია რამდენიმე საათში გაავრცელებს რეკომენდაციებს, თუ როგორ უნდა იქნას დაცული კომპიუტერები შეტევებისგან.

”დეტალურად თქმა შეუძლებელია, თუ სად და რამდენი შემთხვევა დაფიქსირდა თბილისში, თუმცა მთავარია, რომ დღეს გლობალური საფრთხე ძალიან გაიზრდება. ჩვენ 24 საათიან რეჟიმში ვიმუშავებთ, რომ ტენდენციებს დავაკვირდეთ. ასევე რამდენიმე საათში ვამზადებთ და გავავრცელებთ ინფორმაციას პრევენციის შესახებ, თუ როგორ უნდა დაიცვათ თავი”, - განაცხადა ბატიაშვილმა.

12 მაისს გლობალური მასშტაბით საავადმყოფოები, მსხვილი კომპანიები და სამთავრობო უწყებები მასიური კიბერშეტევების ობიექტები გახდნენ. ჰაკერების მიერ გამოყენებული პროგრამა „WannaCry“ დავირუსებულ კომპიუტერზე ყველა ფაილების ფუნქციონალურ შესაძლებლობებს ზღუდავს და კომპიუტერის ადმინისტრატორს წვდომის აღსადგენად თანხის გადახდას სთხოვს.

მასალის გამოყენების პირობები