არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.3895
EUR
1 EUR
2.8067
RUB
100 RUB
4.0213
21-08-2017
შპს “ჯორჯიან მანგანეზი” - ზესტაფონის ფეროშენადნობების ქარხანა სრულფასოვნად ფუნქციონირებს
16:34 19-05-2017
შპს “ჯორჯიან მანგანეზი” - ზესტაფონის ფეროშენადნობების ქარხანა სრულფასოვნად ფუნქციონირებს ზესტაფონის ფეროშენადნობების ქარხანა სრულფასოვნად ფუნქციონირებს. შესაბამისად, კომპანია "ჯი ეი ეის" მიერ გავრცელებული ინფორმაცია შპს. „ჯორჯიან მანგანეზში“ კომპიუტერული სისტემების მწყობრიდან გამოსვლასთან და საწარმოს პარალიზებასთან დაკავშირებით, სიმართლეს არ შეესაბამება. ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” “ჯორჯიან მანგანეზიდან” აცნობეს.

მათი ინფორმაციით, შპს “ჯორჯიან მანგანეზის" სპეციალური მმართველის, ნიკოლოზ ჩიქოვანის დანიშვნის შემდეგ, კომპანიაში განხორციელდა კიბერშეტევა, რომლის აღმოფხვრაც ახალმა მენეჯმენტმა მყისიერად და დროულად შეძლო. როგორც კომპანიაში განმარტავენ, აღნიშნული ფაქტის გამო, ზესტაფონის ფეროშენადნობების ქარხნის სრულფასოვნად მუშაობას საფრთხე არ შექმნია. კომპანიაზე განხორციელებული სავარაუდო კიბერშეტევის გამოსაძიებლად, “ჯორჯიან მანგანეზმა” შესაბამის საგამოძიებო სამსახურებს უკვე მიმართა.

„შპს “ჯორჯიან მანგანეზი“ თვლის, რომ კომპანია "ჯი ეი ეი" შეგნებულად ცდილობს დეზინფორმაციის გავრცელებით, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. სპეციალური მმართველი ნიკოლოზ ჩიქოვანი ხელისუფლების შესაბამის სამსახურებს მიმართავს, დაინტერესდეს კომპანია "ჯი ეი ეის" მხრიდან ახალი მენეჯმენტის დისკრედიტაციის მცდელობის ფაქტებით.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 12 მაისს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ, როგორც ლიცენზიისა და ნებართვის გამცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ, შპს "ჯორჯიან მანგანეზში" სპეციალურ მმართველად ნიკოლოზ ჩიქოვანი დანიშნა. უწყების ცნობით, კომპანია, რომელიც წლებია, ფლობს მანგანუმის მადნის მოპოვების ლიცენზიასა და ახორციელებს მანგანუმის გამდიდრებასა და გადამუშავებას, საქმიანობას გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მძიმე დარღვევით აგრძელებს. როგორც მდინარის, ასევე, ნიადაგის დაბინძურებისა და დეგრადაციის კუთხით, არათუ გამოასწორა კომპანიამ საქმიანობა, არამედ ბევრად დაამძიმა, რაც ადგილზე, ფაქტობრივად, ეკოლოგიური კატასტროფის მდგომარეობის ტოლფას სიტუაციას ქმნის.

შპს „ჯორჯიან მანგანეზში“ აღნიშნულმა სპეციალურმა მმართველმა, ნიკოლოზ ჩიქოვანმა ერთი თვის ვადაში უნდა წარმოადგინოს სამოქმედო გეგმა, სადაც გარემოზე მიყენებული ზიანის თავიდან ასაცილებლად, ეტაპობრივი ღონისძიებები იქნება განსაზღვრული“, - აცხადებენ კომპანიაში.

როგორც ცნობილია, ”ჯორჯიან მანგანეზის” ძველმა მენეჯმენტმა დღეს განცხადება გაავრცელდა, რომელშიც აცხადებდა, რომ კომპანიის სპეციალური მმართველის არაკომპეტენტურობის გამო, “ჯორჯიან მანგანეზი” პარალიზებულია.

InterPressNews.Ge
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ტექნიკური სამუშაოების გამო, თბილისის ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდება
ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, ხვალ თბილისის ზოგიერთ უბანს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება. "ყაზტრანსგაზ-თბილისის" ინფორმაციით,
ჩხოროწყუში გიგანტური ზომის ელარჯის მომზადება იგეგმება
საქართველოში ხვალ კულინარიული რეკორდი დამყარდება - ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ყველაზე დიდი ელარჯის მომზადება იგეგმება, - ამის შესახებ
„ბიზნესდაჯილდოება 2017-ში“ 661 კომპანია დარეგისტრირდა
”თიბისი ბანკისა” და ”ჯეოსელის” ერთობლივ პროექტში „ბიზნესდაჯილდოება 2017“ მონაწილე კომპანიების რეგისტრაცია დასრულდა.
საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტთან მოშიმშილეთა რაოდენობა 30-მდე გაიზარდა
საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტთან მოშიმშილეთა რაოდენობა 30-მდე გაიზარდა. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” რკინიგზის ახალი
გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო ხვალ, საბურთალოს, ისნის, ნაძალადევის, დიდუბის და ვაკის რაიონების ნაწილს
მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია დაიწყო
მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია
„სადახლოზე“ არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“, ეჭვის საფუძველზე სომხეთის
მებაჟეებმა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს
საბაჟო გამშვებ პუნქტებში „ყაზბეგი“ და ,,ლაგოდეხი”, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ჯამში 239.27 გრამი ოქროს
კომპანია „ცენტრ პოინტი“ იყიდება
სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტი“ იყიდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3910 ლარი გახდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3910 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის