არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.3895
EUR
1 EUR
2.8067
RUB
100 RUB
4.0213
21-08-2017
გიორგი ტყემალაძე - ოთარ ფარცხალაძისთვის გადაცემულ გამწვანებულ მიწის ნაკვეთზე მშენებლობა არ განხორციელდება
17:55 19-05-2017
გიორგი ტყემალაძე - ოთარ ფარცხალაძისთვის გადაცემულ გამწვანებულ მიწის ნაკვეთზე მშენებლობა არ განხორციელდება ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძისთვის გადაცემულ გამწვანებულ მიწის ნაკვეთზე მშენებლობა არ განხორციელდება, - ამის შესახებ დღეს თბილისის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, რომელიც ამ განცხადებით საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატის, მარიკა დათუკიშვილის მიერ სხდომაზე დაყენებულ საკითხს გამოეხმაურა.

ამავე საკითხზე ოპოზიციონერ დეპუტატს ასევე ვრცლად უპასუხა საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ჯაბა სამუშიამ. სამუშიას თქმით, ყოფილი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძისთვის მიწის მონაცვლეობის საკითხი საკრებულოში არა 2016 წელს, არამედ უფრო ადრე დაისვა. როგორც ჯაბა სამუშიამ განმარტა, ეს პროცესი 2014 წელს დაიწყო.

“რატომღაც ჩემი კოლეგები მედიით საუბრობენ, რომ მიწის ნაკვეთის გადაცვლა 2016 წელს მოხდა. ეს ტყუილია. ამ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით მუშაობა 2014 წლის დეკემბერში დაიწყო და საკრებულომ აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილება 2015 წლის 28 აპრილს მიიღო. შემდგომ ეს მიწის ნაკვეთი გადაეცა ეკონომიკის სამინისტროს. მინდა შეგახსენოთ, რომ იმ დროს თვითმმართველობას კანონით არ ჰქონდა უფლება, მსგავსი გათვლა განეხორციელებინა. კანონში ჩანაწერი ამის შესახებ რამდენიმე თვის შემდეგ განხორციელდა. მინდა მოგახსენოთ, რომ თუ 2015 წლის საკრებულოს გადაწყვეტილებით ჩვენ შპს “ბიესარ-სიდიჯი დეველოპმენტ”-ს გადავეცით თითქმის 9 ათასი კვადრატული მეტრი, 2015 წელს ეს ფართობი შემცირდა და დამატებით კომპანიამ თანხა გადაიხადა”, - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

საკრებულოს უმრავლესობის წევრმა მიმართა კოლეგებს, კარგად წაიკითხონ დოკუმენტაცია. მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილებას საკრებულოში მხარს უჭერდნენ “ნაციონალური მოძრაობის” წევრებიც.

ჯაბა სამუშიას განმარტებით, “ბიესარ-სიდიჯი დეველოპმენტ”-ს “ნაციონალური მოძრაობის” პერიოდში წაართვეს ტერიტორია და ნაკვეთზე გზა გაიყვანეს.

ამ საკითხს სხდომაზე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ტყემალაძეც გამოეხმაურა და ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრ მარიკა დათუკიშვილის საპასუხოდ აღნიშნა, რომ აღნიშნულ გამწვანებულ ტერიტორიაზე მშენებლობა არ განხორციელდება. ტყემალაძის თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის და ეს მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით მოხდება. დათუკიშვილს კი ტყემალაძემ მოუწოდა, დაინტერესდეს, რა ეტაპზეა ამ საკითხის განხილვა.

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ტექნიკური სამუშაოების გამო, თბილისის ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდება
ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, ხვალ თბილისის ზოგიერთ უბანს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება. "ყაზტრანსგაზ-თბილისის" ინფორმაციით,
ჩხოროწყუში გიგანტური ზომის ელარჯის მომზადება იგეგმება
საქართველოში ხვალ კულინარიული რეკორდი დამყარდება - ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ყველაზე დიდი ელარჯის მომზადება იგეგმება, - ამის შესახებ
„ბიზნესდაჯილდოება 2017-ში“ 661 კომპანია დარეგისტრირდა
”თიბისი ბანკისა” და ”ჯეოსელის” ერთობლივ პროექტში „ბიზნესდაჯილდოება 2017“ მონაწილე კომპანიების რეგისტრაცია დასრულდა.
საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტთან მოშიმშილეთა რაოდენობა 30-მდე გაიზარდა
საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტთან მოშიმშილეთა რაოდენობა 30-მდე გაიზარდა. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” რკინიგზის ახალი
გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო ხვალ, საბურთალოს, ისნის, ნაძალადევის, დიდუბის და ვაკის რაიონების ნაწილს
მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია დაიწყო
მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია
„სადახლოზე“ არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“, ეჭვის საფუძველზე სომხეთის
მებაჟეებმა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს
საბაჟო გამშვებ პუნქტებში „ყაზბეგი“ და ,,ლაგოდეხი”, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ჯამში 239.27 გრამი ოქროს
კომპანია „ცენტრ პოინტი“ იყიდება
სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტი“ იყიდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3910 ლარი გახდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3910 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის