არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.3895
EUR
1 EUR
2.8067
RUB
100 RUB
4.0213
21-08-2017
“აეროსმიტი“ საქართველოშია
20:18 19-05-2017
“აეროსმიტი“ საქართველოშია ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჯგუფი “აეროსმიტი“ უკვე საქართველოშია - ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ჩარტერული რეისი 18:45 საათზე ჩამოვიდა.
“აეროსმიტს“ 20 მაისს “ბლექ სი არენა“ უმასპინძლებს. ჯგუფი ქართველი მსმენელის წინაშე 2017 წლის გრანდიოზული ევროტურის “Aero-Vederci Baby!” ფარგლებში წარდგება.

“Aerosmith“-ის წევრებმა მასშტაბური ევროტურის შესახებ გასული წლის 14 ნოემბერს გამოაცხადეს. ტურნეს ფარგლებში ჯგუფი ეწვევა ისრაელს, საქართველოს, რუსეთს, გერმანიას, პოლონეთს, დანიას, შვედეთს, დიდ ბრიტანეთს, ირლანდიას, საფრანგეთს, იტალიას, პორტუგალიას, ესპანეთსა და შვეიცარიას.

ჯგუფი ქართველი მსმენელისთვის ბოლო დროის საუკეთესო სიმღერებთან ერთად, ძველ ჰიტებსაც შეასრულებს.

2017 წლის ევროტურის ფარგლებში, “Aerosmith“ კონცერტებს გამართავს ისეთ მასშტაბურ ფესტივალებზე, როგორიცაა შვედეთის როკ-ფესტივალი (Sweden Rock), საფრანგეთში “ჰელფესტი“ (France’s Hellfest) და დიდ ბრიტანეთში, დონინგტონის ლეგენდარული “დაუნლოუდ ფესტივალი“ (Download Festival in Donington, UK). ბოლო ტურნე “Aerosmith”-მა სამხრეთ ამერიკაში ჩაატარა, კონცერტები გაიმართა ჩილეში, არგენტინაში, კოლუმბიაში, ბოლივიაში, ბრაზილიაში, პერუსა და მექსიკაში.

“Aerosmith“-ის კონცერტი საქართველოში პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში იმართება. Check in Georgia წელს უკვე მეორედ ტარდება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების პრესსამსახურის ცნობით, 20 მაისს დაგეგმილი კონცერტის გარდა, არაერთ საინტერესო, მათ შორის საერთაშორისო მასშტაბის მუსიკალურ, თეატრალურ თუ სპორტულ ღონისძიებას მოიცავს.

”Check in Georgia-ს საერთო კონცეფციის ქვეშ გაერთიანდება ისეთი ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ამაღლებას და საქართველოში დამატებით ათასობით ტურისტს მოიზიდავს. პროექტი რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდება და მნიშვნელოვანია, ის იქნება ასევე ადგილობრივი ბიზნესის წამახალისებელი ფაქტორი იქნება და ხელს შეუწყობს ჩვენი მოქალაქეების შემოსავლების ზრდას”, - აღნიშნულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

45 წელზე მეტია, რაც ”Aerosmiths”-ს მსოფლიო კარგად იცნობს. ოთხი მუსიკოსისგან დაკომპლექტებული ბენდი მრავალწლიანი მოღვაწეობის განმავლობაში, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან როკ-ჯგუფად იქცა.

ამერიკის უდიდეს როკენროლ ჯგუფს 100 მილიონზე მეტი ალბომი აქვს გაყიდული. მრავალწლიანი არსებობის განმავლობაში, ჯგუფს არაერთი პრესტიჟული ჯილდო აქვს მიღებული - მათ შორის: 4 „Grammy Awards“ , 8 „American Music Awards“, 6 „Billboard Awards“ და „12 MTV Awards“.

სხვადასხვა დროს, „Aerosmiths”-ის წევრებს - სტივენ ტაილერს (Steven Tyler), ჯო პერის (Joe Perry), ჯოი კრამერს (Joey Kramer), ტომ ჰამილტონსა (Tom Hamilton) და ბრედ უითფორდს (Brad Whitford) „ამერიკის ხმის ჩამწერი ინდუსტრიის ასოციაციის“ (RIAA) 95 ოქროს, პლატინისა და მულტი-პლატინის სერტიფიკატი აქვთ მიღებული - საუკეთესო ალბომების, სინგლებისა და ვიდეოებისთვის.

„Aerosmith”-ის თითქმის ყველა სიმღერა ჰიტად არის ქცეული. მათ შორის, როგორც კარიერის დასაწყისში დაწერილი სიმღერები, ასევე, ბოლო პერიოდში შექმნილი ჰიტები (As Dream On, Sweet Emotion, Toys In the Attic and Back In The Saddle, Walk This Way, Janie’s Got A Gun, Cryin’, Dude Looks Like A Lady, Love In An Elevator and I Don’t Want To Miss A Thing, etc.).
InterPressNews.Ge
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ტექნიკური სამუშაოების გამო, თბილისის ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდება
ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, ხვალ თბილისის ზოგიერთ უბანს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება. "ყაზტრანსგაზ-თბილისის" ინფორმაციით,
ჩხოროწყუში გიგანტური ზომის ელარჯის მომზადება იგეგმება
საქართველოში ხვალ კულინარიული რეკორდი დამყარდება - ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ყველაზე დიდი ელარჯის მომზადება იგეგმება, - ამის შესახებ
„ბიზნესდაჯილდოება 2017-ში“ 661 კომპანია დარეგისტრირდა
”თიბისი ბანკისა” და ”ჯეოსელის” ერთობლივ პროექტში „ბიზნესდაჯილდოება 2017“ მონაწილე კომპანიების რეგისტრაცია დასრულდა.
საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტთან მოშიმშილეთა რაოდენობა 30-მდე გაიზარდა
საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტთან მოშიმშილეთა რაოდენობა 30-მდე გაიზარდა. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” რკინიგზის ახალი
გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო ხვალ, საბურთალოს, ისნის, ნაძალადევის, დიდუბის და ვაკის რაიონების ნაწილს
მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია დაიწყო
მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია
„სადახლოზე“ არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სადახლო-საავტომობილო“, ეჭვის საფუძველზე სომხეთის
მებაჟეებმა არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს
საბაჟო გამშვებ პუნქტებში „ყაზბეგი“ და ,,ლაგოდეხი”, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ჯამში 239.27 გრამი ოქროს
კომპანია „ცენტრ პოინტი“ იყიდება
სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტი“ იყიდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3910 ლარი გახდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.3910 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის