არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5429
EUR
1 EUR
3.1082
RUB
100 RUB
4.4825
22-01-2018
აზიის განვითარების ბანკი ძირულა-ჩუმათელეთის მაგისტრალის რეაბილიტაციას დააფინანსებს
14:07 19-06-2017
აზიის განვითარების ბანკი ძირულა-ჩუმათელეთის მაგისტრალის რეაბილიტაციას დააფინანსებს აზიის განვითარების ბანკი (ADB) ძირულა - ხარაგაული - მოლითი - ფონა - ჩუმათელეთის დაახლოებით 50 კმ სიგრძის საავტომობილო გზის რეაბილიტაციას დააფინანსებს. შესაბამის შეთანხმებას ხელი მოაწერეს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და აზიის განვითარების ბანკის გენერალურმა დირექტორმა შონ ო’სალივანმა (Sean O'Sullivan), რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. შეთანხმება 80 მლნ. აშშ დოლარის ფინანსური რესურსის გამოყოფას ითვალისწინებს.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ხელმოწერის შემდეგ გაკეთებულ კომენტარში პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნული პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანი იქნება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალისა და შემოვლითი გზების განსავითარებლად. „ეს ნიშნავს ახალ სამუშაო ადგილებს, ახალ კავშირებს რეგიონებს შორის და იმ მხარდაჭერას, რომელსაც ჩვენ ვიღებთ აზიის განვითარების ბანკისგან“, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

პროექტით დაფინანსდება ძირულა - ჩუმათელეთის მაგისტრალთან სარკინიგზო სადგურებისა და ბორჯომი-ხარაგაულის ტყე-პარკთან დამაკავშირებელი გზები. პროექტის ფარგლებში მოხდება ასფალტის დაგება, ხიდების გარემონტება/რეკონსტრუქცია, გზის სადრენაჟე მილების გარემონტება/რეკონსტრუქცია, გზის გასწვრივ სადრენაჟე ნაგებობების მშენებლობა და საჭიროებიდან გამომდინარე მოხდება გზის მონიშვნა და აღჭურვა სათანადო საგზაო ნიშნებით, უსაფრთხოების ბარიერების მოწყობა. საავტომობილო გზა ორზოლიანი იქნება.

InterPressNews.Ge
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ილია მეორე - ქრისტიანობა არის ძალა, რომელიც გადაარჩენს კაცობრიობას და შეიყვანს სასუფეველში
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკუთარი
კომპანია "აგარის შაქრის" პირველადი პროფკავშირული ორგანიზაცია დღეს ქარხნის წინ აქციას გამართავს
კომპანია "აგარის შაქრის" პირველადი პროფკავშირული ორგანიზაცია დღეს ქარხნის წინ აქციას გამართავს. აქციის მონაწილეეები ქარხნის მუშაობის
ნავენახევის მღვიმე პირველ ვიზიტორებს გაზაფხულზე მიიღებს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე, დავით
21 იანვარს საქართველოს ოთხივე სამთო კურორტზე „თოვლის მსოფლიო დღე“ აღინიშნება
საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ინიციატივით უკვე მეშვიდე წელია ,,თოვლის მსოფლიო დღე“ აღინიშნება.
სამების საკათედრო ტაძარში დღეს ჩვილთა 52-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება
დღეს, სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა 52-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება. როგორც "ინტერპრესნიუსს" პატრიარქის საყოველთაო ნათლობის
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში“ ცვლილებების შეტანის შესახებ პროექტის საჯარო განხილვა ხულოდან იწყება
“აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის
ნინო გვენეტაძე - თბილისის საქალაქო სასამართლოს ახალი შენობის მშენებლობის დასრულება 2021 წლისთვის იგეგმება
იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის განცხადებით, სასამართლო პროცესების ეფექტურად
არასამთავრობო ორგანიზაციები - „ბასიანის“ ინციდენტი მართლმსაჯულების სისტემის ხარვეზებს წარმოაჩენს
არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ „ბასიანის“ ინციდენტი მართლმსაჯულების სისტემის ხარვეზებს წარმოაჩენს. როგორც რამდენიმე
ამირან გამყრელიძე - ძალიან გთხოვთ, ნუ აიცრუებთ გულს ვაქცინაციაზე
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს, რომ ვაქცინაციაზე გული არ აიცრუოს.