არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4738
EUR
1 EUR
2.9661
RUB
100 RUB
4.2619
20-09-2017
არასამთავრობოები მაუწყებლის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების ფართო განხილვას ითხოვენ
17:49 19-06-2017
არასამთავრობოები მაუწყებლის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების ფართო განხილვას ითხოვენ არასამთავრობო ორგანიზაციები საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების ფართო განხილვას ითხოვენ.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ არასამთავრობო ორგანიზაციებიდან აცნობეს, მიმდინარე წლის 17 ივნისს საქართველოს პარლამენტში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტი აპირებს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების უმოკლეს ვადაში ინიცირებას.

„სამუშაო შეხვედრა, ისევე, როგორც საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობის პროცესი, მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, დაინტერესებული საზოგადოებისა და დარგის სპეციალისტების დიდი ნაწილის მონაწილეობის გარეშე წარიმართა. შემაჯამებელ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდა მაუწყებლის მენეჯმენტის დიდი ნაწილი, მაგრამ არ იყო ჩართული სამეურვეო საბჭოს არც ერთი წარმომადგენელი. ამასთან, განხილული ცვლილებების ინიცირება პარლამენტის კომიტეტში დეკლარირებულ ვადაზე უფრო სწრაფად, 20 ივნისს იგეგმება.

წარმოდგენილი პროექტით დაგეგმილი ცვლილებები, არსებითად აუარესებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის სტანდარტს, ზრდის საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის უფლებამოსილებას, ასუსტებს სამეურვეო საბჭოს, აჩენს კორუფციული გარიგებების რისკს, ასუსტებს მაუწყებელში დასაქმებულ პირთა დაცვის მექანიზმებს.

შემოთავაზებული ცვლილებები აკნინებს საზოგადოებრივი მაუწყებლის, როგორც საჯარო სიკეთის, როლს. მათი დაკანონების შემთხვევაში, საზოგადოებრივი მაუწყებელი დაკარგავს თავის პირველად მისიას და იქცევა კომერციულ, საზოგადოებრივი კონტროლისაგან თავისუფალ ტელევიზიად.

მიგვაჩნია, რომ დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიმდინარე პროცესის ნაწილია. ვგულისხმობთ, მენეჯმენტის მიერ პოლიტიკურად მნიშვნელოვანი გადაცემების დახურვას და საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიკური სივრცის მხოლოდ შიდა რესურსით მართვის გადაწყვეტილებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ხელმომწერი ორგანიზაციები მოვითხოვთ: შეჩერდეს კანონპროექტის გადაუდებელი ინიცირება პარლამენტში; დაუყოვნებლივ შეიქმნას ფართო და მონაწილეობითი სამუშაო ჯგუფი, კანონპროექტით დაგეგმილ ცვლილებებზე მსჯელობისათვის“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციები _ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“, რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, მცირე და საშუალო ტელეკომოპერატორთა ასოციაცია.

InterPressNews.Ge
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა „თეთრი ხალათების ცერემონიას“ გამართავს
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა ხვალ „თეთრი ხალათების ცერემონია 2017“-ს გამართავს.
ხელბურთის ეროვნული ფედერაციის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში და სამომავლო გეგმები სპორტის კომიტეტში მოისმინეს
საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში და სამომავლო გეგმები დღეს სპორტისა და ახალგაზრდულ
 თსუ ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციას “ჰუმბოლდტ-კოლეგ” უმასპინძლებს
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციას “ჰუმბოლდტ-კოლეგ” უმასპინძლებს.
„ბანკმა ქართუმ“, შესაძლოა, მის წინააღმდეგ გაკეთებული საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცილისმწამებლური განცხადებების გამო, სასამართლოს სარჩელით მიმართოს
„ბანკმა ქართუმ“, შესაძლოა, მის წინააღმდეგ გაკეთებული საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცილისმწამებლური განცხადებების გამო, სასამართლოს სარჩელით მიმართოს.
პეტრე კანკავამ საერთაშორისო ბანაკის გახსნაში მიიღო მონაწილეობა
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ, პეტრე კანკავამ ბაზალეთში, საერთაშორისო
საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ საინფორმაციო ბიულეტენს ავრცელებს
საერთო - სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ საინფორმაციო ბიულეტენს ავრცელებს. საინფორმაციო ბიულეტენში აღწერილია
 გეგმური სამუშაოების გამო თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო თბილისის ნაწილს ხვალ ელექტრომომარაგება შეეზღუდება.
იმერეთში, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში, 7000 ჰექტარზე მეტი ფართობი დამუშავდა
აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში, იმერეთის რეგიონში 7000 ჰექტარზე მეტი ფართობი დამუშავდა.
„თედექს თბილისის“ მეხუთე, საიუბილეო ღონისძიება 15 ოქტომბერს გაიმართება
”საქართველოს ბანკის” სათავო ოფისში #TEDxTbilisi 2017-ის შესახებ პრესკონფერენცია გაიმართა. ”საქართველოს ბანკი” უკვე მეხუთე წელია ღონისძიების
საქველმოქმედო საფეხბურთო მატჩში მსოფლიო ვარსკვლავებთან ერთად კახა კალაძეც ითამაშებს
საქველმოქმედო საფეხბურთო მატჩში მსოფლიო ვარსკვლავებთან ერთად ”ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძეც ითამაშებს.