არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5429
EUR
1 EUR
3.1082
RUB
100 RUB
4.4825
22-01-2018
გიორგი ანდრიაძე მეუფე პეტრესთან დებატებს ითხოვს
17:50 19-06-2017
გიორგი ანდრიაძე მეუფე პეტრესთან დებატებს ითხოვს „პატრიარქის ფონდის“ მმართველი საბჭოს წევრი გიორგი ანდრიაძე „ციანიდის საქმესთან“ დაკავშირებით პირდაპირ ეთერს და დებატებს კიდევ ერთხელ ითხოვს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გიორგი ანდრიაძემ განუცხადა.

როგორც გიორგი ანდრიაძემ აღნიშნა, მზადაა დებატები გამართოს მეუფე პეტრესთან, ან მის წარმომადგენელთან, ადვოკატებთან ან საქმესთან დაკავშირებულ სხვა პირებთან.

ანდრიაძის განცხადებით, ე.წ. ციანიდის საქმე „შეკერილია“, რადგან გამოძიებამ საქმე სასამართლოს ისე გადასცა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს ციანიდის შეძენის ფაქტი არ უდასტურდება. ანდრიაძის განმარტებით, ამ საქმის ფონზე ეკლესიის დისკრეტიდაცია მოხდა.

„ვთხოვდი ტელევიზიებს, რომ პირდაპირ ეთერში მოეწვიათ მეუფე პეტრე, ან მისი წარმომადგენელი, ადვოკატები ან ვინმე სხვა და გვემსჯელა ციანიდის საქმეზე. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, რომ ეს საქმე არის „ხაფანგი“ ეკლესიის წინააღმდეგ. საერთოდ, ვფიქრობ, რომ ციანიდი ამ საქმეში არ ფიგურირებს ანუ, მამა გიორგის სასამართლოზე გამართლება ელოდება და ამის ფონზე მეუფე პეტრეს - გამარჯვება. გამოძიებამ საქმე სასამართლოს ისე გადასცა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის მიერ ციანიდის შეძენის ფაქტი ვერ დააფიქსირა. გამოდის, რომ საქმე „შეკერილია“. ჩანაწერებში ციანიდის გადაცემის ფაქტი არ დასტურდება. თუ საქართველოს სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძე არ გაამართლა, მაშინ მას ევროპის სასამართლო გაამართლებს, როგორც ეს ტელეკომაპანია „რუსთავი 2“-ის შემთხვევაში მოხდა“, - განაცხადა ანდრიაძემ.

მისივე თქმით, ამ საკითხზე პირდაპირ ეთერს იგი ბოლო სამი თვის განმავლობაში არაერთხელ ითხოვდა.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
ილია მეორე - ქრისტიანობა არის ძალა, რომელიც გადაარჩენს კაცობრიობას და შეიყვანს სასუფეველში
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკუთარი
კომპანია "აგარის შაქრის" პირველადი პროფკავშირული ორგანიზაცია დღეს ქარხნის წინ აქციას გამართავს
კომპანია "აგარის შაქრის" პირველადი პროფკავშირული ორგანიზაცია დღეს ქარხნის წინ აქციას გამართავს. აქციის მონაწილეეები ქარხნის მუშაობის
ნავენახევის მღვიმე პირველ ვიზიტორებს გაზაფხულზე მიიღებს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე, დავით
21 იანვარს საქართველოს ოთხივე სამთო კურორტზე „თოვლის მსოფლიო დღე“ აღინიშნება
საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ინიციატივით უკვე მეშვიდე წელია ,,თოვლის მსოფლიო დღე“ აღინიშნება.
სამების საკათედრო ტაძარში დღეს ჩვილთა 52-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება
დღეს, სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა 52-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება. როგორც "ინტერპრესნიუსს" პატრიარქის საყოველთაო ნათლობის
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში“ ცვლილებების შეტანის შესახებ პროექტის საჯარო განხილვა ხულოდან იწყება
“აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის
ნინო გვენეტაძე - თბილისის საქალაქო სასამართლოს ახალი შენობის მშენებლობის დასრულება 2021 წლისთვის იგეგმება
იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის განცხადებით, სასამართლო პროცესების ეფექტურად
არასამთავრობო ორგანიზაციები - „ბასიანის“ ინციდენტი მართლმსაჯულების სისტემის ხარვეზებს წარმოაჩენს
არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ „ბასიანის“ ინციდენტი მართლმსაჯულების სისტემის ხარვეზებს წარმოაჩენს. როგორც რამდენიმე
ამირან გამყრელიძე - ძალიან გთხოვთ, ნუ აიცრუებთ გულს ვაქცინაციაზე
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს, რომ ვაქცინაციაზე გული არ აიცრუოს.