არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.5429
EUR
1 EUR
3.1082
RUB
100 RUB
4.4825
21-01-2018
ზაალ უდუმაშვილი - ვაპირებ თბილისის მერის არჩევნებში დავამარცხო ივანიშვილის კორუმპირებული და ანტიდემოკრატიული რეჟიმი
22:15 19-06-2017
ზაალ უდუმაშვილი - ვაპირებ თბილისის მერის არჩევნებში დავამარცხო ივანიშვილის კორუმპირებული და ანტიდემოკრატიული რეჟიმი "კურიერის" წამყვანი ზაალ უდუმაშვილი მაყურებელს დაემშვიდობა. „ეს არის ჩემი ბოლო მიმართვა მაყურებლისადმი, როგორც „კურიერის“ წამყვანის. დღეს მე 25- წლიან სატელევიზიო კარიერას ვასრულებს. ჩვენ ამიერიდან სატელევიზიო ეკრანი აღარ გაგვყოფს. მე მივიღე გადაწყვეტილება და მივდივარ პოლიტიკაში. როგორც ჟურნალისტი, მთელი ამ წლების განმავლობაში მე თქვენი ყოველდღიური სტუმარი ვიყავი და გაწვდიდით ინფორმაციას ამ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ. თუმცა, ახლა ვთვლი, რომ დადგა დრო, როდესაც თავად უნდა გავხდე აქტიური პოლიტიკური პროცესების აქტიური მონაწილე და ჩემი წვლილი შევიტანო იმ ბრძოლაში, რომელიც ქვეყანაში ტოტალურ განუკითხაობას და ერთი კაცის მმართველობას დაასრულებს. ბრძოლის გამოცდილება ნამდვილად მაქვს. გავიარე ძალიან საინტერესო წლები, როგორც ჟურნალისტმა და შევიძინე უზარმაზარი გამოცდილება, თუ როგორ ვებრძოლო უსამართლობას. მე "რუსთავი 2"-ის გუნდთან და თქვენთან ერთად ერთხელ უკვე გავიმარჯვე ამ ხელისუფლებასთან უთანასწორო ბრძოლაში, თუმცა ქვეყანას მთავარი ბრძოლა წინ აქვს და მე ვაპირებ თქვენთან ერთად კიდევ ერთხელ გავიმარჯვო ამ ბრძოლაში და ამჯერად თბილისის მერის არჩევნებში დავამარცხო ივანიშვილის კორუმპირებული და ანტიდემოკრატიული რეჟიმი. ბოლოს მინდა მადლობა ვუთხრა ყველა "რუსთავი 2"-ელს იმ წლებისთვის, რომელიც აქ გავატარე. უდიდესი მადლობა თქვენ, რომლის თანადგომასაც ამ წლების განმავლობაში ვგრძნობდი. მე თქვენთვის ვმუშაობდი, როგორც ჟურნალისტი და თქვენს სამსახურში ვიქნები მომავალშიც, პოლიტიკაში", - აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა 9 საათიანი "კურიერის" დასრულების შემდეგ.

იხილეთ ვიდეო: ”ზაალ უდუმაშვილი მაყურებელს დაემშვიდობა - ემოციური ბოლო ეთერი ატირებულ დიანა ჯოჯუასთან ერთად”
PLAYER_GET_VIDEOFLASH
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
კომპანია "აგარის შაქრის" პირველადი პროფკავშირული ორგანიზაცია დღეს ქარხნის წინ აქციას გამართავს
კომპანია "აგარის შაქრის" პირველადი პროფკავშირული ორგანიზაცია დღეს ქარხნის წინ აქციას გამართავს. აქციის მონაწილეეები ქარხნის მუშაობის
ნავენახევის მღვიმე პირველ ვიზიტორებს გაზაფხულზე მიიღებს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე, დავით
21 იანვარს საქართველოს ოთხივე სამთო კურორტზე „თოვლის მსოფლიო დღე“ აღინიშნება
საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ინიციატივით უკვე მეშვიდე წელია ,,თოვლის მსოფლიო დღე“ აღინიშნება.
სამების საკათედრო ტაძარში დღეს ჩვილთა 52-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება
დღეს, სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა 52-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება. როგორც "ინტერპრესნიუსს" პატრიარქის საყოველთაო ნათლობის
„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში“ ცვლილებების შეტანის შესახებ პროექტის საჯარო განხილვა ხულოდან იწყება
“აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის
ნინო გვენეტაძე - თბილისის საქალაქო სასამართლოს ახალი შენობის მშენებლობის დასრულება 2021 წლისთვის იგეგმება
იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის განცხადებით, სასამართლო პროცესების ეფექტურად
არასამთავრობო ორგანიზაციები - „ბასიანის“ ინციდენტი მართლმსაჯულების სისტემის ხარვეზებს წარმოაჩენს
არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ „ბასიანის“ ინციდენტი მართლმსაჯულების სისტემის ხარვეზებს წარმოაჩენს. როგორც რამდენიმე
ამირან გამყრელიძე - ძალიან გთხოვთ, ნუ აიცრუებთ გულს ვაქცინაციაზე
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე მოსახლეობას მოუწოდებს, რომ ვაქცინაციაზე გული არ აიცრუოს.