არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.6890
EUR
1 EUR
3.1717
RUB
100 RUB
4.5384
21-11-2017
ბათუმში “პროკრედიტ ბანკისა” და ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა
08:25 17-07-2017
ბათუმში “პროკრედიტ ბანკისა” და ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა 2017 წლის 14 ივლისს, პროკრედიტ ბანკმა ბათუმის ცენტრალურ ფილიალში ევროპის საინვესტიციო ბანკის დელეგაციას უმასპინძლა. შეხვედრის მიზანი ამ ორი ფინანსური ინსტიტუტის მრავალწლიანი პარტნიორობის ფარგლებში განხორციელებული წარმატებული პროექტების განხილვა იყო. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი და დიპლომატიური კორპუსის სხვა წარმომადგენლები. საქართველოს მთავრობას წარმოადგენდა ფინანსთა მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილი.

პროკრედიტ ბანკსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის გრძელვადიანი საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება 2011 წელს გაფორმდა. ევროპული საფინანსო ინსტიტუტის მიერ პროკრედიტ ბანკისათვის გამოყოფილი საკრედიტო ხაზის ჯამური თანხა 40 მილიონ ევროს შეადგენს. მიმდინარე წლის თებერვლის თვეში კი, ევროპის საინვესტიციო ფონდმა და პროკრედიტ ბანკმა ხელი მოაწერეს InnovFin-iს საგარანტიო პროგრამას, რაც ბანკისათვის საფინანსო საქმიანობის გაფართოვებას, საქართველოში მოღვაწე ინოვაციური კომპანიებისათვის კი, ახალი, მიმზიდველი საკრედიტო პროდუქტის გაჩენას ნიშნავს. მსგავსი ტიპის ხელშეკრულება საქართველოში პირველად, პროკრედიტ ბანკთან გაფორმდა. პროგრამის ჯამური მოცულობა 50 მილიონ ევროს შეადგენს, რომლის დაბანდება მომავალი 2 წლის განმავლობაში განხორციელდება. InnovFin-iს საგარანტიო პროგრამის ფარგლებში ქართველ მეწარმეებს საშუალება ეძლევათ მიიღონ დაფინანსება ახალ, ინოვაციურ ტექნოლოგიებში ინვესტირების მიზნით. პროგრამის მთავარი უპირატესობა შეღავათიანი საპროცენტო განაკვეთი და არასაკმარისი უზრუნველყოფის წარმოდგენის პირობებში მიღებული დაფინანსებაა.

ალექს მატუა, პროკრედიტ ბანკის დირექტორი: „ევროპის საინვესტიციო ბანკისგან მიღებული დაფინანსებით აქტიურად ვაკრედიტებთ მცირე და საშუალო ბიზნეს კომპანიებს. ჩვენი პარტნიორობის ფარგლებში უკვე 872 პროექტის დაფინანსება განხორციელდა, რაზეც ჯამში 25 მილიონი ევრო გამოიყო. მოხარულები ვართ, რომ თითოეულმა პროქტმა გაამართლა ჩვენი მოლოდინი. მიგვაჩნია, რომ მცირე და საშუალო ბიზნესების განვითარებაში წვლილის შეტანა წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკის ზრდისა და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნის საუკეთესო საშუალებას”.

“კერძო სექტორის, განსაკუთრებით კი, მცირე და საშუალო ბიზნესების განვითარება, მათი გრძელვადიანი დაფინანსების თვალსაზრისით, ევროპის საინვესტიციო ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ საქართველოში განხორციელებულ პროექტებს დადებითი შედეგები მოაქვთ. ამისათვის მადლობა გვინდა გადავუხადოთ ჩვენს პარტნიორს, პროკრედიტ ბანკი საქართველოს”, აღნიშნა ჰეინც ოლბერსმა, ევროპის საინვესტიციო ბანკის მოსაზღვრე ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორმა.

პროკრედიტ ბანკი საქართველო, როგორც პროკრედიტ ჯგუფის წევრი, 18 წელზე მეტია პასუხისმგებლობით ეკიდება საბანკო საქმიანობას. საქართველოში ერთადერთი ბანკი ევროპული გამოცდილებით, თანამედროვე სტანდარტების გაზიარებით, მომხმარებელს განსხვავებულ საბანკო მომსახურებას სთავაზობს. პროკრედიტ ბანკის საქმიანობის ძირითადი მიზანი იმ მცირე და საშუალო ბიზნესების დაფინანსებაა, რომლებსაც განვითარების გრძელვადიანი გეგმა აქვთ.

(R)

მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
სახალხო დამცველი რელიგიათა საბჭოს მიერ „ტოლერანტობის ქომაგის“ ჯილდოს გადაცემის საკითხზე დამატებით განმარტებას აკეთებს
საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი რელიგიათა საბჭოს მიერ 2017 წლის 16 ნოემბერს „ტოლერანტობის ქომაგის“ ჯილდოს გადაცემის საკითხზე
კლევერინგას ლექციების ფარგლებში საჯარო ლექციას თსუ-მ უმასპინძლა
კლევერინგას ლექციების ფარგლებში საჯარო ლექციას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა. ლექციას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, იუნისეფის
დედაქალაქის მერია და „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ერთობლივ, მასშტაბურ სოციალურ კამპანიას - „მეტი უსაფრთხოებისთვის“ იწყებს
დედაქალაქის მერია და კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ზამთრის სეზონთან დაკავშირებით, ერთობლივ, მასშტაბურ სოციალურ კამპანიას - „მეტი უსაფრთხოებისთვის“ იწყებს.
მინისტრმა პარასპორტსმენებთან ერთად მიმდინარე სეზონი შეაჯამა
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტთან, შალვა მაისურაძესთან და თბილისის საკრებულოს წევრ რატი იონათამიშვილთან ერთად,
კოსტავას ქუჩაზე პარკინგისთვის „ჯიბის“ მოწყობა მიმდინარეობს
კოსტავას ქუჩაზე, ტექნიკური უნივერსიტეტის მეორე კორპუსისა და „მაკდონალდსის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, პარკინგისთვის „ჯიბის“ მოწყობა მიმდინარეობს. აღნიშნულის შესახებ თბილისის
ლონდონში გალაკტიონ ტაბიძის დაბადებიდან 125 წლის იუბილე აღინიშნა
ლონდონში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და თანაორგანიზებით, აზიის სახლმა გალაკტიონ ტაბიძის დაბადებიდან 125 წლის იუბილეს უმასპინძლა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა
საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა და დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება
საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე და დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდის მმართველი
პეკინისა და დოლიძის ქუჩებზე სკვერები მოეწყო
საბურთალოს რაიონში, პეკინის №2-სა და დოლიძის №10-ში სკვერები მოეწყო, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.
დეპუტატი კობა კობალაძე მოსახლეობას შეხვდა
კობა კობალაძე ავჭალაში ლიბანის N1-ში იმყოფებოდა, სადაც ავარიული კორპუსის აღდგენა-გამაგრების სამუშაობი დაათვალიერა.
სიმონ ჯანაშიას სახელობის მუზეუმში ცნობილი ლიტველი ფოტოგრაფის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება
სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ცნობილი ლიტველი ფოტოგრაფისა და ფოტოგრაფიაში ლიტვური სკოლის ერთ-ერთი დამფუძნებლის,