არქივი
«« ოქტომბერი 2017 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4863
EUR
1 EUR
2.9405
RUB
100 RUB
4.3181
20-10-2017
ევროპულმა სასამართლომ მოქალაქეებისთვის ჯანმრთელობის საფრთხის შექმნის გამო, სახელმწიფოს კომპენსაცია დააკისრა
13:38 17-07-2017
ევროპულმა სასამართლომ მოქალაქეებისთვის ჯანმრთელობის საფრთხის შექმნის გამო, სახელმწიფოს კომპენსაცია დააკისრა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საჩივრის საფუძველზე, ევროპულმა სასამართლომ თბოელექტროსადგურის ფუნქციონირებით შექმნილი, ჯანმრთელობისთვის საზიანო გარემოს გამო, სახელმწიფოს პასუხისმგებლობა დაადგინა.

როგორც საია-ს განცხადებაშია ნათქვამი, 2005 წლის 3 მარტს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა ცენტრმა (EHRAC) ერთობლივი საჩივრით „ჯუღელი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართეს.

”2017 წლის 13 ივლისს ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც წარდგენილი საჩივარი დაკმაყოფილდა.
საჩივარში საია და EHRAC დავობდნენ, რომ თბილისის ცენტრში, მომჩივანთა საცხოვრებელი კორპუსიდან ოთხი მეტრის მოშორებით მდებარე თბოელექტროსადგური საფრთხეს უქმნიდა მათ ჯანმრთელობას და შეუძლებელს ხდიდა უსაფრთხო გარემოში ცხოვრების უფლების რეალიზებას.
თბოელექტროსადგურმა ფუნქციონირება 1939 წელს დაიწყო და 2001 წელს მუშაობა ნაწილობრივ შეწყვიტა. მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მერიამ და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ეროვნული სასამართლოების წინაშე დაადასტურეს, რომ შენობის მცხოვრებელთა ჯანმრთელობის პრობლემები, შესაძლოა თბოელექტროსადგურის მიერ გარემოს დაბინძურებით ყოფილიყო გამოწვეული, ეროვნულმა სასამართლოებმა არ მიიჩნიეს, რომ მომჩივნების ჯანმრთელობას ზიანი გარემოს დაბინძურების შედეგად მიადგა. მომჩივნების მოთხოვნის მიუხედავად, ეროვნულმა სასამართლოებმა არ დააკისრეს ქარხანას ზიანის შესამცირებლად კონკრეტული ზომების მიღება. ამგვარი ზომები შეიძლებოდა ყოფილიყო თბოსადგურის დავალდებულება ღუმელებზე დაემონტაჟებინა სპეციალური ფილტრები ან დაევალებინა ზიანის გამომწვევი ქმედებების საცხოვრებლისგან მოშორებით განხორციელება.

2013 წლის 7 ივლისს მიღებული გადაწყვეტილებით ევროპულმა სასამართლომ გაიზიარა საიას მიერ წარდგენილი არგუმენტები და დაადგინა რომ საქართველომ დაარღვია მომჩივნების პირადი და ოჯახური ცხოვრებისა დაცულობის უფლება მათ საცხოვრებელ ადგილას არსებული გარემოს დაბინძურების გამო (ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი).
ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ კონვენციის მე-8 მუხლი კრძალავს არა მხოლოდ სახელმწიფოს მიერ უფლების თვითნებურ შეზღუდვას, არამედ აწესებს პოზიტიურ ვალდებულებას უზრუნველყოს პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობა.

ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე სახელმწიფომ ვერ დაიცვა ბალანსი თბოელექტროსადგურის ფუნქციონირების საზოგადოებრივ საჭიროებასა და მომჩივნების პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლებას შორის. სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებს საქართველოში გარემოსდაცვითი მიმართულებით საკანონმდებლო ჩარჩოსა და დაზარალებულების დარღვეული უფლების აღდგენის მექანიზმის ხარვეზიანობაზე.
თითოეული მომჩივნის სასარგებლოდ სახელმწიფოს კომპენსაციის სახით 4 500 ევროს გადახდის ვალდებულება დაეკისრა”,- ნათქვამია საია-ს განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
#67-ე სკოლის სამეურვეო საბჭოს წარმომადგენლები პედაგოგთა ნაწილის წინააღმდეგ ხვალ პროკურატურაში განცხადებას შეიტანენ
თბილისის #67-ე საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წარმომადგენლები სკოლის პედაგოგთა ნაწილის წინააღმდეგ ხვალ პროკურატურაში განცხადებას შეიტანენ, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს”
მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ნინიაშვილმა და გრიგალაშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
ზაგრებში მიმდინარე ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ბაგრატ ნინიაშვილმა (66) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მან ბრინჯაოსთვის ბრძოლაში იტალიელი მანუელ ლომბარდო იპონით დაამარცხა.
Björk-ის კონცერტებთან დაკავშირებით ხვალ პრესკონფერენცია გაიმართება
თბილისში ისლანდიელი მუსიკოსის, Björk-ის კონცერტებთან დაკავშირებით ხვალ პრესკონფერენცია გაიმართება.
კსუ-ის სტუდენტებს „პალიტრა ჯგუფის“ ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის წარმომადგენლები და Ambebi.ge-ის მთავარი რედაქტორი შეხვდნენ
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კარიერული განვითარების ცენტრისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ერთობლივი ორგანიზებით, ჟურნალისტიკის სპეციალობის
ნიკოლოზ გაგუა - გრძელვადიან პერიოდში, ვალის მდგრადობის ანალიზის მიხედვით, ვალის მოცულობა 37%-მდე უნდა შემცირდეს
„ჩვენს ქვეყანაში დაჩქარებული ინფრასტრუქტურული მშენებლობის ფონზე, რომელიც დონორი ორგანიზაციებიდან მოზიდული სესხებით ფინანსდება და ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას,
#67-ე საჯარო სკოლაში სამეურვეო საბჭოს სხდომა მიმდინარეობს, სადაც, სავარაუდოდ, დოდო კეზუას საკითხი განიხილება
თბილისის # 67-ე საჯარო სკოლაში სამეურვეო საბჭოს სხდომა მიმდინარეობს, სადაც, სავარაუდოდ, ქიმიის პედაგოგის, დოდო კეზუას გათავისუფლების საკითხი განიხილება. სავარაუდოდ,
ბერლინში ქართული პროდუქციის გამოფენა „განსაკუთრებული საქართველო“ გაიმართება
19-21 ოქტომბერს, ბერლინში დაგეგმილ გამოფენა-გაყიდვაზე, ქართული პროდუქცია სახელწოდებით „განსაკუთრებული საქართველო“ წარგება.
ზურაბ ალავიძე - ყველა რეგიონის ეკონომიკური პოტენციალი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ
მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად განვავითაროთ ადგილობრივი წარმოება და ბოლომდე გამოვიყენოთ საქართველოს ყველა რეგიონის ეკონომიკური პოტენციალი,
GIPA-ს სტუდენტებს "ახალი საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი ვაშაძე შეხვდა
GIPA-ში თბილისის მერობის კანდიდატებთან შეხვედრების ციკლი გრძელდება. როგორც ”ინტერპრესნიუსს” GIPA - დან აცნობეს,
სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება შეიზღუდება
სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, ხვალ, თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, - ამის შესახებ