არქივი
«« ოქტომბერი 2017 »»
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4863
EUR
1 EUR
2.9405
RUB
100 RUB
4.3181
20-10-2017
ირინა მილორავა - გაზის ტრანსპორტირების ტარიფს, რომელიც საშუალოდ 0,5 თეთრით გაიზარდა, სამომხმარებლო ტარიფზე გავლენა ექნება
14:13 17-07-2017
ირინა მილორავა - გაზის ტრანსპორტირების ტარიფს, რომელიც საშუალოდ 0,5 თეთრით გაიზარდა, სამომხმარებლო ტარიფზე გავლენა ექნება გაზის ტრანსპორტირების ტარიფი 1 კუბურ მეტრზე საშუალოდ, 0.5 თეთრით გაიზარდა, - ამის შესახებ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ ირინა მილორავამ დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც მილორავამ აღნიშნა, „გაზის ტრანსპორტირების კომპანია" არის საქართველოში გაზის ერთადერთი ტრანსპორტირების ლიცენზიანტი.

მისივე თქმით, აქამდე მოქმედი ტარიფი იყო 1 კუბურ მეტრზე - 1. 383 თეთრი, ხოლო დღეს დადგინა ერთიანი ტარიფი 1 კუბურ მეტრზე - 1.884 თეთრი (დღგ-ის გარეშე).

„აქამდე „გაზის ტრანსპორტირების კომპანიას" ჰქონდა 4 ტარიფი. განსხვავებული ტარიფები იყო თბოსადგურებისთვის, მოსახლეობისთვის. ჩვენ დავადგინეთ ერთიანი ტარიფი, რადგან ეს არის სწორი პრაქტიკა. ძირითად ტარიფთან შედარებით, რაც სექტორში მოქმედებდა - 1.383 თეთრი, მასთან შედარებით დაახლოებით, 0.5 თეთრით გაიზარდა ტრანსპორტირების ტარიფი", - განაცხადა მილორავამ.

მისივე განმარტებით, ტრანსპორტირების ტარიფი სამომხმარებლო ტარიფის ერთ-ერთი კომპონენტია.

„სამომხმარებლო ტარიფში სამი კომპონენტია თუ დღგ-ს არ ჩავთვლით. მისი წილი სამომხმარებლო ტარიფში დაახლოებით 5%-ის ფარგლებშია", - განაცხადა მილორავამ და დასძინა, რომ გაზის სამომხმარებლო ტარიფები ხვალ დადგინდება.

სემეკის თავმჯდომარის განცხადებით, გაზის ტრანსპორტირების ტარიფს სამომხმარებლო ტარიფზე გავლენა, ბუნებრივია, ექნება, თუმცა საბოლოო შედეგს დანარჩენი კომპონტების განხილვის შემდეგ დავინახავთ.

„როგორც ელექტროენერგეტიკაში ხდება, შესაძლებელია ერთი კომპონენტი იზრდებოდეს, მაგრამ მეორე მცირდებოდეს. რადგან 3 კომპონენტზე გვაქვს საუბარია, შეუძლებელია დღეს იმის პროგნოზირება, ხვალ რა მოხდება, თუ არ დავინახავთ სამივე კომპომენტის საბოლოო შედეგს", - განაცხადა მილორავამ.

სემეკმა ,,საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის" 2017-2018 წლების ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების ტარიფი დაადგინა.

სემეკის გადაწყვეტილებით, თბოელექტროსადგურებისთვის, ,,ყაზბეგი გაზისთვის", „დუშეთი გაზისთვის" და დანარჩენი მომხმარებლებისთვის გაზის ტრანსპორტირების ახალი ერთიანი ტარიფი დადგინდა და 1 კუბურ მეტრზე - 1.884 თეთრი იქნება (დღგ-ის გარეშე). აღნიშნული ტარიფი 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იმოქმედებს.
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
#67-ე სკოლის სამეურვეო საბჭოს წარმომადგენლები პედაგოგთა ნაწილის წინააღმდეგ ხვალ პროკურატურაში განცხადებას შეიტანენ
თბილისის #67-ე საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წარმომადგენლები სკოლის პედაგოგთა ნაწილის წინააღმდეგ ხვალ პროკურატურაში განცხადებას შეიტანენ, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს”
მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ნინიაშვილმა და გრიგალაშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
ზაგრებში მიმდინარე ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ბაგრატ ნინიაშვილმა (66) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მან ბრინჯაოსთვის ბრძოლაში იტალიელი მანუელ ლომბარდო იპონით დაამარცხა.
Björk-ის კონცერტებთან დაკავშირებით ხვალ პრესკონფერენცია გაიმართება
თბილისში ისლანდიელი მუსიკოსის, Björk-ის კონცერტებთან დაკავშირებით ხვალ პრესკონფერენცია გაიმართება.
კსუ-ის სტუდენტებს „პალიტრა ჯგუფის“ ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის წარმომადგენლები და Ambebi.ge-ის მთავარი რედაქტორი შეხვდნენ
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კარიერული განვითარების ცენტრისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ერთობლივი ორგანიზებით, ჟურნალისტიკის სპეციალობის
ნიკოლოზ გაგუა - გრძელვადიან პერიოდში, ვალის მდგრადობის ანალიზის მიხედვით, ვალის მოცულობა 37%-მდე უნდა შემცირდეს
„ჩვენს ქვეყანაში დაჩქარებული ინფრასტრუქტურული მშენებლობის ფონზე, რომელიც დონორი ორგანიზაციებიდან მოზიდული სესხებით ფინანსდება და ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას,
#67-ე საჯარო სკოლაში სამეურვეო საბჭოს სხდომა მიმდინარეობს, სადაც, სავარაუდოდ, დოდო კეზუას საკითხი განიხილება
თბილისის # 67-ე საჯარო სკოლაში სამეურვეო საბჭოს სხდომა მიმდინარეობს, სადაც, სავარაუდოდ, ქიმიის პედაგოგის, დოდო კეზუას გათავისუფლების საკითხი განიხილება. სავარაუდოდ,
ბერლინში ქართული პროდუქციის გამოფენა „განსაკუთრებული საქართველო“ გაიმართება
19-21 ოქტომბერს, ბერლინში დაგეგმილ გამოფენა-გაყიდვაზე, ქართული პროდუქცია სახელწოდებით „განსაკუთრებული საქართველო“ წარგება.
ზურაბ ალავიძე - ყველა რეგიონის ეკონომიკური პოტენციალი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ
მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად განვავითაროთ ადგილობრივი წარმოება და ბოლომდე გამოვიყენოთ საქართველოს ყველა რეგიონის ეკონომიკური პოტენციალი,
GIPA-ს სტუდენტებს "ახალი საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი ვაშაძე შეხვდა
GIPA-ში თბილისის მერობის კანდიდატებთან შეხვედრების ციკლი გრძელდება. როგორც ”ინტერპრესნიუსს” GIPA - დან აცნობეს,
სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება შეიზღუდება
სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, ხვალ, თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, - ამის შესახებ