არქივი
კურსი
კონვერტორი
USD
1 USD
2.4402
EUR
1 EUR
3.0017
RUB
100 RUB
3.9729
22-04-2018
ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი წინანდალში მაესტრო ზუბინ მეტას, ხატია ბუნიათიშვილს და ისრაელის ფილარმონიულ ორკესტრს უმასპინძლებს
08:20 17-07-2017
ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი წინანდალში მაესტრო ზუბინ მეტას, ხატია ბუნიათიშვილს და ისრაელის ფილარმონიულ ორკესტრს უმასპინძლებს 130 მუსიკოსით დაკომპლექტებული ისრაელის ფილარმონიული ორკესტრი, ლეგენდარული ზუბინ მეტას დირიჟორობით 14 სექტემბერს საქართველოს პირველად ეწვევა და სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსის ლაურეატ ხატია ბუნიათიშვილთან ერთად, წინანდალში კონცერტს გამართავს.

კლასიკური მუსიკის საღამო წინანდლის ახლად აშენებულ ამფითეატრში გაიმართება, რომელიც 1000 მსმენელზეა გათვლილი.

სწორედ ამ კონცერტით იწყება მზადება საერთაშორისო კლასიკური მუსიკის ფესტივალისთვის, რომელიც „სილქ როუდ ჯგუფის“ და საქართველოს მთავრობის ერთობლივი ძალისხმევით დაფუძნდა. წინანდლის ფესტივალის დაარსება სახელმწიფოსა და კერძო სექტორის წარმატებული პარტნიორობის მაგალითია. ფესტივალის ფარგლებში დაარსდება საერთაშორისო მუსიკალური აკადემიაც.

ფესტივალის დამფუძნებლები არიან კომპანია „სილქ როუდ ჯგუფი“ და „ვერბიეს ფესტივალის“ დამფუძნებლები მარტინ ინგსრტომი და ავი შოშანი (ისრაელის ფილარმონიის დირექტორი). წინანდლის ფესტივალი სწორედ ვერბიეს ფესტივალის პრინციპით მოეწყობა. მას ქართველი და უცხოელი ხელოვანებით დაკომპლექტებული მაღალკვალიფიციური მრჩეველთა საბჭო ეყოლება. ფესტივალის გენერალური დირექტორია რეჟისორი დავით საყვარლიძე.

წინადანდლის სახლ-მუზეუმი და მიმდებარე ტერიტორია 2007 წლიდან „სილქ როუდ ჯფუფის“ პატრონაჟის ქვეშაა და ამ დროის განმავლობაში ჭავაჭავაძეების მამულს არაერთი გამოჩენილი მუსიკოსი სტუმრობდა. მათ შორის: გიდონ კრემერი, ელისო ვირსალაძე, ორკესტრი „კრემერატა ბალტიკა“, ლიზა ბათიაშვილი, ხატია ბუნიათიშვილი, ჯოშუა ბელი, კვინტეტი „დიდრო“, ლუკა ლუკინი, მარიო სტეფანო პიეტროდარკი, რობი ლაკატოში და სხვა.
2019 წლიდან წინანდალი, კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანეს კერასთან ერთად, საერთაშორისო კლასიკური მუსიკის ცენტრი გახდება.
კონცერტის პირდაპირი სატელევიზიო ტრანსლაცია „სილქ უნივერსალის“ მეშვეობით მთელი საქართველოს მასშტაბით მოხდება. ღონისძიების წარმდეგნია კომპანია „სილქნეტი“.

ფესტივალის პარტნიორები: „TBC Status“, “Club Iveria“, “Porsche“, „Chronograph’’.

მედია პარტნიორები: „National Geographic საქართველო“, “ART AREA”.

კონცერტზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია TKT.ge ზე.

(R)
მასალის გამოყენების პირობები
სხვა სიახლეები
თსუ-ში ხვალ უნივერსიტეტის და საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ლექციათა ციკლი იწყება
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხვალ უნივერსიტეტის და საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის
სტარტაპ დემოდღის ფარგლებში, ექვსი ინოვაციური სტარტაპი თავის პროექტებს ინვესტორების წინაშე წარადგენს
სტარტაპ დემოდღის ფარგლებში, 24 აპრილს ექვსი ინოვაციური სტარტაპი თავის პროექტებს ინვესტორების წინაშე წარადგენს.
პარლამენტარმა ლევან კობერიძემ, დედამიწის დღის აღსანიშნავად, მოსახლეობასთან ერთად ხის ნერგები დარგო
საქართველოს პარლამენტის წევრმა, გლდანი-მუხიანის მაჟორიტარმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ, დედამიწის დღის აღსანიშნავად,
დედამიწის საერთაშორისო დღე „ჯორჯიან მანგანეზმა“ ნერგების დარგვითა და დასუფთავების აქციით აღნიშნა
დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამართულ ღონისძიებებს, კომპანია „ჯორჯიან მანგანეზიც“ შეუერთდა.
თბილისის საკრებულოს წევრები გარემოსდაცვით კამპანიას „გარემოს გულისთვის“ შეუერთდნენ
დედამიწის დღის აღსანიშნავად თბილისის საკრებულოს წევრებმა ვერის პარკი დაასუფთავეს და შემდგომში მის მოვლაზე პასუხისმგებლობა აიღეს.
ელიზაბეთ რუდიმ და კახა კალაძემ „დედამიწის დღისადმი“ მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა
საქართველოში ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდიმ და თბილისის მერმა, კახა კალაძემ, ამერიკის საელჩოს მიერ
თბილისში ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია დასუფთავდა
დედამიწის დღესთან დაკავშირებით, თბილისში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორია დასუფთავდა. დასუფთავების აქცია თბილისის მერიისა და „საქართველოს
300 არაგველის სახელობის სკვერში გამწვანების აქცია გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნების სამინისტროს ინიციატივით, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, 300 არაგველის სახელობის სკვერში გამწვანების აქცია გაიმართა.
რამდენიმე ოპოზიციური პარტია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
რამდენიმე ოპოზიციური პოლიტიკური პარტია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. პარტიების განცხადებას,
დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით ბიბლიოთეკარებისთვის ესსეების კონკურსი გაიმართება
საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით საპრეზიდენტო კამპანიის "დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ - პირველი